ქალი: კაცობრიობის უცნაური შემთხვევა

არავინ იცის ზუსტად, როგორ მოხდა ეს საოცრება: როგორ იქცა ქალი კაცობრიობის ისტორიაში ერთგვარ დამხმარე პერსონაჟად — მორალურად ძლიერ, ემოციურად მგრძნობიარე, ხშირად ნერვიულ, მაგრამ ერთგულ მსახურად კაცთა დიად საქმეებში. ალბათ მაშინ, როცა პირველი მამაკაცი გამოჩნდა გამოქვაბულიდან  და შეჰყვირა (უ-უო): მე აღმოვაჩინე ცეცხლი! და ქალმა, რომელიც მანამდე ჭრილობებს მრავალძარღვათი მკურნალობდა, შვილებს უვლიდა და კენკრას აგროვებდა, უბრალოდ დაუკრა თავი და აქეთ შეუყვირა: ჰო, ჰო, გენიოსი ხარ.

პრეისტორია: ქალი, როგორც შრომისმოყვარე ფონი

უძველესი დრო

ხომ გვგონია, რომ კაცები ნადირობდნენ, ცხოველებს კლავდნენ და მსოფლიოც მათი ხელით იცვლებოდა, ხოლო ქალები გამოქვაბულის მახლობლად, მხრებში მოხრილები ბალახს კრეფდნენ და ელოდებოდნენ გმირების დაბრუნებას? 

არა, მეგობრებო. სინამდვილეში ქალები ისეთივე მონადირეები იყვნენ, ისეთივე გამომგონებლები და ისეთივე შრომისმოყვარეები (can’t relate მარაა), როგორც კაცები — ოღონდ ამას არავინ დაწერდა წიგნებში, რადგან მელანსა და მწვანე რვეულზე მონოპოლია კაცებს ჰქონდათ.

რეალობა ასეთი იყო: ქალი გადიოდა მინდორში, ეჭირა ცული, შეიძლებოდა კბილი მისივე ხელით, მამონტის ეშვისგან გამოთლილი კბილის ჩხირით ეჩიჩქნა და თუ საჭირო გახდებოდა, ბლაგვ თუ ბასრ იარაღს, მტერზეც კარგად გამოიყენებდა. უბრალოდ ეს ამბავი არ იყო საკმარისად sexy ისტორიისთვის, ამიტომ “და სთქუა კაცმან: არა, არა, მოდი ასე დავწეროთ.

“და იშვა ქალი კაცის ნეკნისგან”

ქალი, ლამაზი მაგრამ სულელი

გადავიდეთ ეპოქებში: შუა საუკუნეები, რენესანსი, ახალი დრო… კაცებმა გამოიგონეს მანქანები, გახლიჩეს ატომები, შექმნეს პოლიტიკური სისტემები, ატომური ბომბები, საკონცენტრაციო ბანაკები, ბირჟები. 

ქალები? ქალები, რასაკვირველია, ისხდნენ ფანჯრებთან, ქსოვდნენ და კაცთა დიალოგს ესმენდნენ ( ისიც იმიტომ, რომ ზოგზოგიერთს ეგონა, აქედან აზრს მაინც ვერ გამოიტანსო). ალბათ, კითხვებიც უჩნდებოდათ, მაგ: მაინც რა საჭირო იყო შვილის გაჩენა ომისთვის; ან სულაც, საკონცენტრაციო ბანაკის შექმნა.

რატომ უკრძალავდნენ ქალს განათლების უფლებას საუკუნეების განმავლობაში? საიდან მივიდა კაც-ობრიობა იქამდე, რომ ქალი ნაკლულად დაენახა?  რატომ ეშინოდათ ქალებისთვის წიგნების მიცემის?  ამაზე ერთ ბლოგში უკვე ვილაპარაკეთ.

ვინ იცის, რამდენი იდეა, რამდენი სახელი და გვარი ჩაუყლაპავს ისტორიას, სინამდვილეში ქალები ქმნიდნენ იდეებს, ქმნიდნენ მეცნიერებას, უბრალოდ სხვის სახელზე გადადიოდა ეს ყველაფერი. რატომ? იმიტომ რომ ქალს სუსტი ძვლები ჰქონდა!

წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ისტორია, ქალებს აქეთ რომ დაგვეწყო კაცების ცემა? (intrusive thoughts unlocked)

მაგრამ, ვინაიდან ჩვენზე ემოციურად უფრო მოწყვლად არსებებზე ხელის აწევის ფიზიკური უნარი არ გვქონდა, და ბიოლოგიურადაც, უფრო მეტად ემპათიურები ვიყავით, კაცებმა დრო იხელთეს და ჩვენივე ემოციურობა და ემპათიის უნარი, გასლაითინგის ინსტრუმენტად გამოიყენეს და ზევიდან, ისტერიულის იარლიყიც მოგვაკრეს (i mean, have you seen man drive a car? ).

მიუხედავად ძვლების სიმკვრივის უფრო დაბალი პროცენტულობისა…

ქალი პარადოქსია, რომელიც კაც-ობრიობამ ვერ გაშიფრა: როცა გვინდა ძლიერი და როცა გვაწყობს – სუსტი, ზოგჯერ მთავარი გმირი, ზოგჯერ კი პირველს რომ კლავენ, აი, ის პერსონაჟი, ერთდროულად საჭირო, მაგრამ თან მეორეხარისხოვანი (აი, სახლში, დიასახლისად მჯდომი ქალი რომ ყველას უნდა, მაგრამ არავის მოსწონს. no offense to დიასახლისები, მათი სახლში ყოფნა ჩვეულებრივი სამსახურია).

იქნებ, ყველაფერი მარკეტინგის ბრალია?

რადგან, ქალი არასდროს ყოფილა „სუსტი სქესი“. უბრალოდ ისტორიის მენეჯმენტი სხვებს ეპყრათ ხელში.

“მირი თქვიიინ რიტი ირ გიპყრიიით???”

აი, მოდი იდ