ქალად დაბადების აუტანელ სიმსუბუქეზე

დადგა მარტი და  დაიწყო შეძახილები. 

ყველა მხრიდან. 

გიგიიბს ყვილიფირიი შიიძლიით! 

გიგიიბს ყვილიფირიი შიიძლიით! 

 

კაააიი? 

 

შეიძლება ძაანაც არ სჯეროდეთ რომ ეს ასეა, მაგრამ უწევთ თქმა. ამ შეძახილის მერე “მაგრამს” მხოლოდ პირად ჩატებში ამატებენ. 

ენივეი.

 

მარტში:

  • ვხედავთ კამპანიებს, რომლებსაც უბრალოდ უფრო დიდი ფასდაკლებები გვერჩივნა. 
  • კაფეებსა და რესტორნებს, რომლებსაც 8 ადამიანზე ჯავშნიან და აქედან რვავე ქალია! 
  • ვხედავთ ჩუმ იმედგაცრუებებს, რადგან ქრაშებმა ხუმრობითაც კიარ მიულოცეს გოგოებს 8 მარტი … 
  • და თუ ბედმა არ გაგვიღიმა, შეიძლება საიდანმე მაილი საირუსის ‘ I can buy myself flowers’- იც მოვისმინოთ. 

ისევ ფაქტების კონსტანტაციას ვისმენთ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩვენ თავებს ჩვენვე ვუყიდოთ ყვავილები, რადგან უკვე დიდი ხანია ხმის მიცემის უფლებაც მოვიპოვეთ ( სხვა რომელ ადამიანის მსგავს სახეობას დასჭირვებია ადამიანის ბაზისური უფლბებებისთვის ბრძოლა? ), უნივერსიტეტებში სწავლისაც და აი, პირველ მსოფლიო ომში მუშა ხელი რომ დააკლდათ, მუშაობისაც (yay)! 

 

თუმცა აზრის ხმამაღლა გამოხატვის, საკუთარი პოზიციის ქონისა და დაცვის უფლებაზე დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწია ბრძოლა.  უფრო მეტიც, ზოგიერთ რეგიონში, ახლაც, 21-ე საუკუნის ოცდამეოთხე წელს, იბრძვიან და ეწირებიან ამ უფლების მოპოვებას. 



Horrors persist, but so do we! 

გახსოვთ ჟანრის კლასიკა, გასტონი ‘ურჩხული და მზეთუნახავიდან’?
“It’s not right for a woman to read. Soon she starts getting ideas and thinking.” 

 

ზუსტად არავინ იცის, როდის დაიწყო ქალმა ფიქრი (უფრო მეტიც, ზოგს ახლაც კი ეჭვი ეპარება), თუმცა ფაქტია, დავიწყეთ! ალბათ, ზუსტ თარიღზე კვლევებიც კი ჩაატარეს მეცნიერებმა რომლებიც კაცები არიან!( რადგან 1899 წელს გამოცემული კვლევები მოწმობს, რომ ქალს საკმარისი IQ არ ჰქონდა რთულ კონცეპტებზე საფიქრელად და ზოგადად, კაცობრიობის (კაც-ობრიობის) განვითარებაში ღირებული წვლილის შესატანად). 

 

1899 წელი, რა თქმა უნდა, პირობითია, თუმცა ევოლუციური ბიოლოგიის კვლევებში ქალების არასრულფასოვნებაზე საკმაოდ ბევრს საუბრობდნენ: ნაკლები ევოლუციური წნეხის ატანა უწევთ, ომში ეგენი არ დადიან (დიახ, თან შთამომავლობას გავაჩენთ, გვირაბსაც დავგვით, და კაცების დაწყებულ ომშიც წინა ფრონტზე ვიდგებით) , პური სახლში მაგათ არ შემოაქვთ (თუმცა ახლა, როცა ‘ოჯახში პური შეგვაქვს’, სხვანაირი პრობლემა გაჩნდა: ძაან ბევრი პური შეგვაქვს და ‘ვიღაცებს’ ვაკომპლექსებთ), ‘მეითების’ არჩევაზე ზრუნვა მაგათ არ უწევთ (რანაირად მოგვიწევდა, ვისზეც მამა, ჯოგი, გვარი ან გვირგვინი მიგვათხოვებდა, იმას ვჯერდებოდით), მოკლედ დალხენილი ცხოვრება აქვთ და რანაირად განვითარდებოდნენო. 

 

ზუსტად არ ვიცი, ეს კვლევები რას ემსახურებოდა – ჩვენს დაცინვას თუ უბრალოდ პატრიარქატს მოუწოდებდა, ცოტა მეტად ხომ არ დავწნეხოთ ქალები, მეტი განვითარებისთვისო. 

 

მინდა შეგახსენოთ, რომ რა- რა და წნეხი – არასდროს მოგვკლებია და ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. თუმცა, ალბათ ის ფაქტი, რომ მეტროში ისე ვერ ჩახვალ, ვაგონში 3 პერვერტი არ შემოგეფეთოს, ისევ ჩვენსავე ევოლუციურ განვითარებაზე ზრუნავს. 

 

ალბათ ხვდებით, გასლაითინგს რამხელა ისტორია აქვს? ქალებს ჯერ ჩაგრავდნენ და შემდეგ გაოცებულები გვეკითხებოდნენ, ჩაგრული რატომ ხართო.  

 

 

ქალები და კაცები კი თანასწორები არიან, მაგრამ… 

ზოგადად, ისტორიის დავიწყების ძალიან საინტერესო ტენდენცია გვაქვს ადამიანებს. რაღაცას მივქარავთ, და შემდეგ ინფანტილური გულუბრყვილობით გვიკვირს, რატომ გვითითებენ ჩვენსავე მიქარვებზე და უფრო მეტიც, რატომ გვთხოვენ პასუხისმგებლობის აღებასა და მიქარულის გაცნობიერებას. 

 

სანამ ქალთა და ვაჟთა IQ – ებს შორის სხვაობას დაგუგლავთ, ერთ ფაქტს შეგახსენებთ. 

ჰარვარდში, პირველად ქალს სწავლის უფლება 1945 წელს მისცეს. 

მაშინ როცა ჯერ კიდევ 100 წლით ადრე ითხოვდნენ ქალები ჰარვარდში სწავლის უფლებას. შეგახსენებთ, რომ 1945 წელი სულ რაღაც 79 წლის წინ იყო. 

აქვე, მინდა ტაში დავუკრა ოქსფორდს, რომელმაც ქალს სწავლის უფლება ჰარვარდზე 25 წლით ადრე- 1920 წელს მისცა.

 

ახლაც კი, ვიმეორებ, ოცდამეერთე საუკუნის ოცდამეხუთე წელს მსჯელობა მიდის საკითხზე – თუ ქალი კაცის თანასწორია, მაშინ რატომ მოხდა ისე, რომ ღმერთმა ჯერ ადამი შექმნა, და ბოლოს  მისი ნეკნიდან – ევაო. 

 

დიახ, ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად უბრალოდ Facbook-ზე შესვლა შეგიძლიათ. 

 

რა თქმა უნდა, უმეტესობა ამას ხუმრობით წერს ( აქვე, უბრალოდ არ აღვნიშნავ ხუმრობებს რამდენ სტერეოტიპული ქვეცნობიერი რწმენები უდევს ხოლმე საფუძვლად … ) თუმცა ადამიანთა ზოგიერთი კატეგორია, ამას წერს და გულისხმობს – აი, სადღაც გულის სიღრმეში მაინც. სამწუხაროა, რომ მათი რწმენის მთავარი არგუმენტი წმინდა წიგნი ხდება, რომელიც დიდი შანსია, არც კი წაუკითხავთ ( იმ მონაკვეთის გარდა რა, ნეკნისგან რომ გავჩნდით ქალი.) 

 

ამ ხუმრობის სპინ-ოფფ ხუმრობაცაა – ნეკნი ერთადერთი ძვალია რომელსაც ტვინი არ აქვსო. როგორც ჩანს, ლავიწებს ცოტახნისწინ გადავუნერგეთ ძვალშიდა ტვინები. 

 

ამ ხუმრობების თავშეყრისა და გავრცელების მთავარი ადგილი კი ინტერნეტია ხოლმე. თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, საერთოდ, საიდან აღმოჩნდა wifi – ის სიმბოლო ჩენი ტელეფონის სეთინგებში.

გსმენიათ ჰედი ლამარის შესახებ? ერთი ულამაზესი, ჰოლივუდელი მსახიობი ქალი იყო. ოსკაროსანი ფილმის, “Algiers” – ის სტარი. 

ა, ჰო, და სწორედ ჰედიმ გამოიგონა სიხშირის გამავრცელებელი მოწყობილობა, რომელიც GPS, Bluetooth & WiFi  ის წინამორბედი გახდა. 

ასევე, მეორე მსოფლიო ომში ამერიკის საკომუნიკაციო სისტემის კიბერუსაფრთხოებასაც იცავდა. 

 

რამდენმა ვიცოდით ეს ამბავი? მეც კი, რომელიც ქალი ვარ, სულ რაღაც 1 წლის წინ გავიგე ეს ამბავი. მხოლოდ იმიტომ, რომ კაც-ობრიობის განვითარებაში ქალთა კონტრიბუცია მუდმივად იკარგებოდა, იჩრდილებოდა ან სულაც, კაცთა მხრიდან ხდებოდა ხოლმე მითვისებული. 

 

სამაგიეროდ იმას კარგად გვიხსენებენ, კლეოპატრას ბევრი კაცი რომ ჰყავდა და ყოფილი (კეისარი) მალე რომ დაივიწყა და ახალი ბფ გაიჩინა (ანტონიუსი). 



ეს არ არის ქალთა რეპრესია

ეს უბრალოდ მოგონილი ახსნებია მეხუთე ტალღის ფემინისტთა გასართობად.

ჩვენთვის ცნობილი ისტორიის განმავლობაში ქალად არსებობა არ ყოფილა ყოველდღიური გამოწვევა. რესურსებიც ისევე ნაწილდებოდა ქალებზე, როგორც კაცებზე

 

  • მერე რა, რომ სულ რაღაც 30 წლის წინაც კი, ოჯახის ქონება, ტრადიციულად, მთლიანად ბიჭ შვილს რჩებოდა ხოლმე. 
  • მერე რა, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად შიმშილობა, დემონსტრაციები და სისხლის ღვრა მოგვიწია. 
  • მერე რა რომ წიწაკის სპრეის ტარება უკვე არჩევანი კიარა, აუცილებლობაა
  • მერე რა, რომ გამომწვევად ჩაცმა ის გაურკვეველი კონცეპტია, რომელიც გაუპატიურებაში ერთ-ერთ ცვლადად ჩამოყალიბდა
  • მერე რა, რომ ენაც კი საოცარი სიზუსტით აღწერს ქალის აღქმას საზოგადოებაში: ჯერ მარტო ტერმინი ‘გათხოვება’ რად ღირს. 
  • მერე რა, რომ რეგიონებში არასრულწლოვანი გოგოები სკოლებიდან ჯერაც გამოჰყავთ იმ მიზნით, რომ სრულწლოვან კაცებს მიათხოვონ. 

 

მოკლედ, სია გრძელია, პასუხი კი მოკლე:

Horrors persist, but so do we!