უკრაინამ რა ჰქმნა? – 2008
ომი დაიწყო. რუსეთი უკრაინას ბომბავს, ხმაურია. ოფიციალურ თბილისში კი სიჩუმეა. ზუსტად ექვსი საათი დასჭირდა ქვეყნის ხელისუფლებას დაკვირვებოდა, რუსეთის გაღიზიანების რისკები აეწონა და გადაეწყვიტა, ღირს თუ არა tweet-ი? ხან ერთმა ევროპელმა გვითხრა შანსი გამოიყენეთ, მსოფლიოს საკუთარი თავი შეახსენოთო. ხან მეორე ევროპელმა…