მამაკაცებში ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

სგგდ

მოდი ვისაუბროთ მამაკაცებში ყველაზე გავრცელებულ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე

 

1. სექსის მერე ემოციურად დისტანცირება

ვხუმრობ. (?). 

 

ეეენივეი

კარგით, კაცებო, ბოლოდროს ყურადღება დაგაკელით და სოკოვან ინფექციებს და მენსტრუალურ ტკივილებს გადავყევი. 

დღეს კაცებს რაც გაწუხებთ იმაზე ვისაუბრებთ – სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე (STI-ები)

დიდი ალბათობით გსმენიათ ქალებში სოკოს შესახებ, რომელიც აი, ფაქტობრივად, ერთი ცუდად ჩასუნთქვის ან უბრალოდ სხვა სტილის საცვლის ჩაცმით ტრიგერდება. 

მაგრამ რა ხდება მამაკაცებში? როგორც სოკოვანი ინფექცია ქალებშია საკმაოდ გავრცელებული, მამაკაცებშიც არსებობს ინფექციები, რომლებიც ხშირად გვხვდება, თუმცა ყოველთვის არ აქვს სიმპტომები. მაშ ასე, 4 ბობოლა ინფექცია თუ დაავადება, idk 

 

1. HPV (ადამიანის პაპილომა ვირუსი)

შეიძლება გგონია, რომ HPV მხოლოდ ქალებისთვისაა პრობლემური, მით უმეტეს, როცა საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ასოცირდება, თუმცა, HPV-ს მამაკაცებიც ხშირად აწყდებიან. რეალურად, სქესობრივად აქტიური მამაკაცების უმეტესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც ექნება პატივი(?) HPV გამოსცადოს.

ხშირად მამაკაცებმა არც კი იციან, რომ ინფიცირებულები არიან (როგორც არც ის იციან, თერაპიაზე მისვლა რომ სჭირდებათ), რადგან უმეტესად ასიმპტომურად მიმდინარეობს. 

მაგრამ, ზოგჯერ, შეიძლება გამოჩნდეს გენიტალური მეჭეჭები — მცირე ბორცვები პენისზე, სათესლე ჯირკვლებზე ან ანუსის გარშემო. მეჭეჭები სახიფათო არ არის, არ მოგკლავთ, თუმცა HPV ასევე შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული პრობლემები, როგორებიცაა პენისის, ანუსის ან ყელის კიბო (თუმცა ეს იშვიათია).

რა უნდა გააკეთოთ? თუ ჯერ არ გაგიკეთებიათ HPV ვაქცინა, 1505 -ზე დარეკეთ და გეტყვიან სად უნდა გაიკეთოთ. ამით საკუთარ თავსაც დაიცავთ და იმ ქალებს, რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკის ქვეშ არიან, მხოლოდ იმიტომ რომ შემთხვევით პაპილომა ვირუსი შეხვდათ.  ასევე, გაითვალისწინეთ, რომ პრეზერვატივების გამოყენება ამცირებს რისკს (თუმცა სრულად ვერ იცავს).

 

2. გენიტალური ჰერპესი (HSV-2)

გენიტალური ჰერპესი ძაააააააალიან გავრცელებულია. ძაააალიან და დიიიიდხანს. რადგან, როგორც კი უღრან ტყეში გადაეყრები, ეგაა, სიცოცხლის ბოლომდე რჩება შენს სხეულში, თუმცა მუდმივად აქტიური არაა. იგივე თემაა, ტუჩებზე რომ ჰერპესი ერთხელ გამოგივა, მე-6 კლასში და მერე მთელი ცხოვრება რენდომად, შენი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში რომ გამოდის ხოლმე ისევ. 

გამონაყარი ან ტკივილიანი ბუშტუკები შეიძლება გამოჩნდეს ინფიცირებულ ადგილებში, მაგრამ პერიოდებს შორის, სიმპტომები შეიძლება საერთოდ არ გქონდეს. სწორედ ამიტომ, ბევრმა არც კი იცის, რომ ჰერპესი აქვს.

როგორ უნდა მართოთ? ჰერპესის განკურნება ალბათ მხოლოდ გენდალფ თეთრს შეუძლია. ისე, ანტივირუსული მედიკამენტები დაგეხმარებათ მისი კონტროლში და შეამცირებს რისკს, რომ ინფექცია გადაეცეს პარტნიორს. პრეზერვატივებიც დაგეხმარება რისკის შემცირებაში, მაგრამ ჰერპესი მაინც შეიძლება გავრცელდეს კანთან შეხებით.

 

3. ქლამიდია

ქლამიდიაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა და guess what: ბევრ მამაკაცს საერთოდ არ აქვს სიმპტომები. მარა თუ გაგიმართლათ და სიმპტომიანია – შეიძლება იგრძნოთ წვა მოშარდვისას ან გამონადენი პენისიდან. თუ არ იმკურნალებთ კიდე, ქლამიდიას მართლა აქვს პოტენციალი, სერიოზულ ზიანს მიაყენოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას.

რა უნდა გააკეთოთ? საბედნიეროდ, ქლამიდია ადვილად იკურნება ანტიბიოტიკებით. თუმცა, რადგან ის ხშირად ასიმპტომურია, რეგულარული STI ტესტირება აუცილებელია, მითუმეტეს მაშინ, თუ აქტიური სქესობრივი ცხოვრება გაქვთ.

ანუ, როგორც ხედავთ მთელი ამ ბლოგის მორალი შემდეგია: მიიიიდიიით სანახავად (ექიმის). 

 

4. გონორეა

გონორეა, იგივე “clap“, კიდევ ერთი გავრცელებული ინფექციაა, რომელიც შეიძლება ჩუმად მოგადგეს (აი, როგორც პერვერტი გადგება ხოლმე ავტობუსში/მეტროში უკან) სიმპტომები მოიცავს ტკივილს მოშარდვისას და გამონადენს პენისიდან, მაგრამ ზოგი მამაკაცი არანაირ სიმპტომს არ გრძნობს. თუ არ იმკურნალეთ, გონორეამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა სათესლეების ტკივილი და უნაყოფობა. and your momma wants some grandchildren, ye? 

რა უნდა გააკეთოთ? ქლამიდიას მსგავსად, გონორეა იკურნება ანტიბიოტიკებით, მაგრამ არსებობს ზოგიერთი შტამი, რომელიც მედიკამენტებს აღარ ემორჩილება, ასე რომ, პრევენცია სჯობს. ჩაიტარეთ ტესტირება და გამოიყენეთ პრეზერვატივები, თავის დასაცავად.

 

და თუ უსიმპტომოა, მქონდეს რაა… 

არ მინდოდა, არ მინდოდა ეს მეთქვა მაგრამ აი, ვამბობ – დაავადებას კარგი სუნი არ აქვს. 

კარგი სუნი რასაც არ აქვს კიდე, ძალიან ეფექტური turn off არის. 

გინეკოლოგთან და უროლოგთან ვიზიტი და მათი სხვადასხვა ღრმულში ჩიჩხინიც არაა სასიამოვნო, მაგრამ STI- ების შედეგები უფრო უსიამოვნოა. თან უკვე გავიზარდეთ, საკუთარ თავზეც უნდა ვიფიქროთ და სხვებზეც. 

ამ ინფექციების უმეტესობა ან მართვადია, ან იკურნება, მაგრამ უნდა იცოდეთ რა ხდება და რეგულარულად ჩაიტაროთ ტესტები.

1505 – ესაა ჯანდაცვის ცხელი ხაზი, რორამე გადარეკეთ, დაგაკვალიანებენ ხოლმე.

აბა, თქვენი პირადი ექიმის ნომერი მე არ ვიცი თორემ ჩაგწერდით.

 

xoxo, vibe.ge 

 

ა, ხო vibe.ge – ზე შემოიარეთ უკვე განკურნებულებმა 😉