საშუალო ხელფასი საქართველოში – ანუ მსოფლიოს მე-8 საოცრება

გრინვინჩის მერიდიანიდან მესამე სასაათო სარტყელში 41.6938° N, 44.8015° E – კოორდინატებზე ვიდექი და არც ისე ღრმად ჩაფიქრებული ვფიქრობდი ბლოგი რაზე დამეწერა. 

საშუალო სტატისტიკურ ქართველს ძირითადად შემდეგი თემები ადარდებს: 

  • ფული 
  • ის, რაც საბჭოთა კავშირში არ ჰქონდათ, მაგრამ ერი რაღაცნაირად მაინც მრავლდებოდა ურთიერთობები
  • პოლიტიკა 
  • დარიდური

ჩემი აზრით პოლიტიკა არ მომწონს. 

სადარიდუროდ საქმე ჩვენ არ გაქვს. 

ამიტომ ბრძოლა ურთიერთობებსა და ფულს შორის ამ უკანასკნელმა – ქართველისთვის მარადჟამ მიუღწეველმა –  მოიგო, მხოლოდ იმიტომ, რომ მასლოუს პირამიდა გვამცნობს – ჯერ საბაზისო მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს – ცოტა კომპლექსურებზე რომ გადახვიდეო. 

საქართველოში კი, ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას იმდენი ენერგია მიაქვს,რომ მეტი აღარ გვრჩება. 

გვრჩება მხოლოდ იმისთვის, ვინმე ბედნიერი შესახედაობის უცხოელი რომ გვეტყვის, თქვენ დეპრესია კი არა, ეკონომიკური დეპრესია გაქვთო, თავი დაუქნიო

მონაცემები, რომლის მიხედვითაც იბერია გაბრწყინებისკენ მიიწევს 

მოსაწყენი სტატია რომ არ იყოს, მოდით, ნახატებით გავამდიდროთ. 

რას ხედავთ ნახატზე? დედას და მამას რომლებიც ჩხუბობენ? 

გაბრწყინებულ იბერიას, რომელიც თავისკენ გიხმობთ?

გვირაბის ბოლოს სინათლეს, რომელიც გეუბნებათ, წამო, ამ ხელფასით მანდ მაინც ვერ გადარჩებიო? 

როგორც ხედავთ, 2023 წლის მეორე კვარტალი იმედიანად გამოიყურება. მართალია, შენ, რომელიც ახლა ამ სტატიას კითხულობ, შეიძლება 1800 ლარი ანაზღაურება არ გქონდეს … 

არც შენს ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონდეს…

არც მეგობარს…

მაგრამ ვინმეს ხომ ექნება?! საიდანღაც ხომ მიიღო საქსტატმა ეს მონაცემი? 

იცოდი, რომ: 

მიღებული საშუალო ნომინალური ხელფასი – 1800 ლარი – მოიცავს იმ 20%-ს რომელსაც თითოეული მოქალაქე სახელმწიფოს უხდის გადასახადების სახით? ეს კი ნიშნავს იმას, რომ  მოქალაქის ხელზე ასაღები საშუალო ნომინალური ხელფასი 1440 ლარია (1800 – 1800*20/100) და არა 1800.
ძაან კაი, მაინც არ გვჯეროდა.  

ახლა კი მინდა მეორე ნახატით გაგაოცოთ. 

რატომ გვაქვს შეგრძნება, რომ რაღაცას გვატყუებენ რიცხვებში? 

აი, ეს კი ისეთი მათემატიკაა, მეც რომ ვიცი. 

*ამ ნახატის წყარო საქსტატია, ჩემი დახატული არ გეგონოთ.

გაცილებით ლოგიკური იქნებოდა თქვენთვის, მედიანური რიცხვი რომ დაესახელებინათ საშუალო შემოსავლად, ვიდრე გაბერილი 1800 ლარი. 

მაგალითად:
მუშაობთ კომპანიაში 7 სხვა ადამიანთან ერთად. აქედან 2 ადამიანს აქვს 400 ლარი, 1- 500, 1- 600, 1-700, 1-2500 ( ეს ალბათ მენეჯერია) 1- 3000 ( ეს ალბათ გრანდ მენეჯერი) 

ახლა დავალაგოთ თანმიმდევრულად და ვიპოვოთ მედიანა – ანუ ზუსტად შუა რიცხვი. 

400 400 500 600 700 2500 3000

მედიანური ხელფასი – გამოდის რომ 600 ლარია 

საშუალო კი – 1157 ლარი. 

ახლა კი მიდით და უთხარით იმ ორ თანამშრომელს, ვისი ხელფასიც 400 ლარს შეადგენს, რომ მის საწარმოში საშუალო ხელფასი 1157 ლარია. რადგან მ ა თ ე მ ა ტ ი კ ა მ ასე სთქვა.
არა, მათ საწარმოში ერთადერთი რეალური რიცხვი, რომელზეც იდარდებენ –  საცოდავი 400 ლარია ( 149 $ თვეში ). 


ხოლო რაც შეეხება სქესთაშორის განაწილებას  – 2022 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1411.7, ხოლო კაცების – 2123.2 ლარი იყო.

რიცხვებს შორის ასეთი სხვაობა ალბათ მაღაროელებისთვის მომატებულმა ხელფასებმა განაპირობა 🤡

რაში გვეყოფოდა საშუალო ხელფასი? ( ანუ 1800 ლარი, მართლა რომ გვქონდეს ) 

გააჩნია რამდენად მძიმე სიტუაციაზეა საუბარი. 

დედამ და მამამ ქონება არ დაგიტოვეს?

ბაბუაშენმა საბჭოთა კავშირის დროს ბინა ვერ მიიღო? 

მაშინ ჩავთვალოთ, რომ ბინის ქირის გადახდაც გიწევს. 

გუგლს თუ დავუჯერებთ თბილისში ბინის ქირა საშუალოდ 400-700$ მდე მერყეობს. 

თუმცა ქართულ ჯიგრულ პონტში დავუშვათ რომ 400$- ად იშოვე რამე,ნორმალური. 

თუ რუმმეითს დაიმატებ, 200$ გეზოგება – ანუ მხოლოდ 535 ლარს იხდი. 

ქირის გადახდის შემდეგ შენი ბიუჯეტი – 1265 ლარია. 

და თუ ასევე საქსტატის შემდეგ მონაცემებს დავეყრდნობით: 

1000 ლარი ისე დაგრჩება, რომ შიმშილით არ მოკვდები! 

უფრო მეტიც, იმ 15 ლარად წახვალ და ორ კოლოფ სიგარეტსაც დაირტყამ! 

( საარსებო მინიმუმის მხოლოდ კვებაზე დახარჯვა დღეში – 8.3 ლ – ის დახარჯვას გულისხმობს) 

კვება: 

ახლა კი ვნახოთ რას გვეუბნება ქართული გუგლი ქართულ ფასებზე. 

ანუ რა გვიჯდება გაძღომა: 

ვინაიდან რიცხვები და სტატისტიკა ბავშვობის და შემდეგ სტუდენტობის ტრავმაა, თქვენ აღარ დაგტანჯავთ და სიტყვიერად დაგიწერთ: 

2021 წლის აპრილიდან 2022 წლის აპრილამდე სურსათზე ფასი 21.3 % – ით გაიზარდა. 

ძველი მონაცემია, თუმცა დაახლოებით წარმოდგენას შეგიქმნით, რა მდგომარეობა შეიძლება იყოს ახლა 2023 წლის შემოდგომას იმის გათვალისწინებით რომ მსოფლიო და მათ შორის საქართველო უფსკრულში ჩაქანების აჩქარებას სწრაფ-სწრაფად უმატებს. 

უფრო ნათელი რომ გახდეს – მილკას ვაფელინი, რომელსაც 2021- წლის ბოლოს ნიკორაში 90 თეთრად ვყიდულობდი ( ფასდაკლებაზე კი 70 თ ) ერთ დღესაც 2.65 ლარად გამომეცხადა. 

მარა, კაიი, ჩავთვალოთ რომ თვის გატანა საარსებო მინიმუმითაც შეგიძლია და მილკას ვაფელინის ნაცვლად უბრალოდ შაქარს შეჭამ ( 1 კგ შაქარი – 2.4 ლ). 

შენიშვნა: თუ გუგლს დავუჯერებთ 1 დღე კვება თბილისში საშუალოდ 21 ლარი ჯდება. ეს, რა თქმა უნდა, უცხოური საიტის მონაცემებია, რადგან საქართველოში მსგავსი სტატისტიკა – არ იძებნება. 

ჯანმრთელობა: 

დავუშვათ რომ გაქვს დაზღვევა, რომელსაც შენით იხდი, რადგან დამქირავებელს თავისი გასჭირვებია. 

50%-იანი დაზღვევის საშუალო ფასი – 50 ლარია. 

1000-50=950. 

თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს თვიურ 50 ლარს ემატება საშუალოდ 100 ლარი – კვლევებსა თუ წამლებზე დახარჯული. 

გვრჩება 800 ლარი. 

თავის მოვლა: 

თმის/წვერის შეჭრა, შეღებვა, ეპილაცია, ფრჩხილების გაკეთება, თავის მოვლის საშუალებების ყიდვა (ხელის კრემი, დამატენიანებლები, შამპუნი ბალზამი, წვერის ზეთი )ვარჯიში ( ფიტნეს კლუბში სიარული, საბრძოლო ხელოვნება, ცურვა), ე.წ supplements

იდეალურ ვარიანტში ვთქვათ, რომ ფიტფასის მფლობელი ხართ და ფორმის შენარჩუნებისთვის თვეში – 75 ლარს იხდით. 

ხოლო თავის მოვლის პროცედურებზე – 100 ლარი – რაც აფთიაქის ფასებს თუ გავითვალისწინებთ, ნონსენსია, თუმცა ჩავთვალოთ რომ ყველაფერს ფასდაკლებებზე ყიდულობთ. 

800-175= 625 ლ დარჩა ჩვენს ბიუჯეტს. 

კომუნალური გადასახადები: 

ინტერნეტით დაწყებული დასუფთავების გადასახადით დამთავრებული – 80 ლარი ( ზაფხულში), 110 ლარი – ზამთარში. 

625-110= 515 ლარი ბიუჯეტში. 

ტრანსპორტირება:

აიღეთ სატრანსპორტო ბარათი (30 ლ) და ერთი ორჯერ ტაქსით სარგებლობაც მოგიწიათ – სულ, 80 ლარი. 

515-80= 435 ლ . 

ვალები: 

ვინაიდან უბანკისვალო ქართველის არსებობა უბრალოდ შეთქმულების თეორია მგონია, ჩავთვალოთ რომ თვეში 100-150 ლარს იხდი ( ტელეფონი იყიდე, სხვა გზა არ გქონდა…): 

435-150= 285. 

ტანსაცმელი

ვინაიდან მეორადების კულტურა საქართველოში საკმაოდ ფეხგადგმულია, საშუალო რაოდენობად 100 ლარი ავიღოთ ( არ მოიცავს თანხას, რომელსაც თვის გარკვეულ მონაკვეთში ცუდხასიათზე ყოფნისას მინისოში და ათას იდიოტობაში გავისვრით ხოლმე) 

285-100= 185 ლარი. 

*insert: პანიკური შეტევა, რადგან ბიუჯეტში 185 ლარი გაქვს და ჯერ ის 20% არ გამოგიკლებია, სახელმწიფოს რომ უნდა გადაუხადო <333* 

გართობა: 

ამ ეტაპზე, გართობა შენთვის არ არის. 

მაგრამ ჩავთვალოთ, რომ თვეში ერთხელ კინოში მიდიხარ

და ყოველ მეორე პარასკევს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ფულის ხარჯვით გაურბიხარ: 

100 ლარი 🤡🤡🤡 (ჩავთვალოთ, რომ თითო სასმელს თითო მეგობარი გყიდულობს) 

ბიუჯეტში: 85 ლარი. 

ქუჩის მუსუკოსები: 

რომლებმაც ქუდი ისე გამოგიშვირეს, რომ ამ 85 ლარზე არაფერი იციან. 

-3 ლარი ( თითო ლარს აძლევ თითო მუსიკოსს). 

ბიუჯეტი- 82 ლარი. 

ნაშთი – 82 ლარი. 

გილოცავ! 

ხელფასის ბოლო დღეს ხურდად 82 ლარი გრჩება! 

და ამ თვეს ყოველ დღე სამსახურში ლანჩი სახლიდან დაგქონდა! 

ნუტრიციულად ღარიბმა საკვებმა შეიძლება ჯანმრთელობის ხარჯები სულ მალე გაგიორმაგოს თუმცა არაუშავს! 

მოცემული დაანგარიშების მინუსები 

  • საშუალო ხელფასისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული 20% არ გამოკვიკლია – რაც გულისხმობს იმას რომ სახარჯოდ 1440 ლარი დაგვრჩებოდა და ახლა ჩვენი ბიუჯეტი მინუსებში იგორავებდა. 
  • საარსებო მინიმუმი – 250 ლარი, რომელიც არის სახე იმის, რომ საქართველოში ადამიანს სისტემა სასიკვდილოდ სწირავს – არის ნონსენსი და შეუძლებელია ნორმალური კვება ჰქონდეს საშუალო სტატისტიკურ ადამიანს ისე, რომ მოცემულ თანხაში ჩაეტიოს. 

დასასრულს მინდა ერთი ცნობილი ქართული ლექსის ამონარიდი შემოგთავაზოთ:

საქართველოში იბადებოდნენ 

და შემდეგ MARTLA წუხდნენ ამაზე …