
ვინაიდან გასულ ბლოგში უკვე შევთანხმდით, რომ გაზაფხულს ფემინური ვაიბი აქვს, დროა იმ ქალებზეც ვისაუბროთ, რომლებმაც ჩვენი ცხოვრების ის ასპექტები შეამსუბუქეს, რომლებსაც აზრზე არ ვიყავით შემსუბუქება რომ სჭირდებოდა… სანამ კრიტიკულ ზღვარს არ მიაღწია.
ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში
ქალთა გამოგონებები, რომლებმაც ცხოვრება გაგვიმარტივეს
მააგალითად,
სოკოს საწინააღმდეგო (Antifungal) მედიკამენტი
სოკოვანი ინფექციები შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს სხვადასხვა პაციენტისთვის – მძიმე დამწვრობის მქონე, შიდსით დაავადებული, ქიმიოთერაპიის კურსგავლილი ადამიანისთვის და სხვა.
თუმცა სოკოვანი ინფექციები, რომლებიც ძაალიან უწყინარად და ძალიაან რენდომად იწყება ხოლმე (მაგალითად, ერთ დღესაც გაიღვიძებ და მიხვდები, რომ უი, კანზე უცნაური ყვითელი ლაქა მაქვს) შეიძლება ქრონიკულ ინფექციად იქცეს და შედეგად ქავილი და პანიკა ერთდროულად დაიწყოს. თითქმის ყველა აფთიაქში შეგიძლია ნახო სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები: მალამო, გელი თუ ტაბლეტი. ყველაზე გავრცელებული წამალი სოკოვანი ინფექციის სამკურნალოდ კი – ნისტატინია.
ბევრმა არ იცის, რომ ჩვენი შვების წყაროს გამომგონებელი ორი ქალია – Rachel Fuller Brown და Elizabeth Lee Hazeh. მათ შექმნეს პირველი მედიკამენტი, რომელმაც სოკოს სიმპტომების მკურნალობა შეძლო. აი, ახლა, როცა ყველგან ყველაფერი ხელმისაწვდომია, გამაოგნებელ აღმოჩენად აღარაფერი გვეჩვენება, მაგრამ წარმოიდგინე რეალობა, სადაც სხეულზე უამრავი უწყინარი ლაქა გიჩნდება, რომელსაც ვერ იშორებ. ხელს არაფერში გიშლის მაგრამ…
მოკლედ, მადლობა ქალბატონებს.
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები
ხშირად გვავიწყდება, რომ ზოგადად კონტრაცეპტივების გაჩენამ ძალიან დიდი სოციო-ეკონომიკური ცვლილებები გამოიწვია. ქალებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიეღოთ შვილის გაჩენასთან დაკავშირებით. ეს ფაქტი, კი თავისთავად გულისხმობდა, რომ თავისუფლების მნიშვნელოვანი ასპექტი ჩავიგდეთ ხელთ. ეს ყველაფერი კი შესაძლებელი გახდა Katharine McCormick -ის, მილიონერი ფილანტროპისა და ბიოლოგის დახმარებით. სწორედ მისი დაფინანსებით დაიწყო ჩასახვის საწინააღმდეგო აბების კვლევა. როგორც იცით, მსგავსი მედიკამენტებით ხშირად ჰორმონალურ დარღვევებს, კანის პრობლემებს და აკნესაც მკურნალობენ – ხვდებით ხომ, რამდენად სხვანაირი იქნებოდა ქალების ცხოვრება ერთ დღესაც ქ. კატარინას რომ არ გაღვიძებოდა და არ გადაეწყვიტა, პრობლემის მოგვარების დროაო? თუმცა, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ აბების დანიშვნა, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით ხდება და არ შეიძლება მისი თვითნებური მიღება.
სქესის განმსაზღვრელი ქრომოსომების აღმოჩენა
Nettie Stevens პირველი იყო, ვინც დააკვირდა სქესსა და მემკვიდრეობით გადაცემულ ინფორმაციებს შორის კავშირს. ამ დაკვირვებით მივიდა აღმოჩენამდე, რომ არსებობს სქესის განმსაზღვრელი ქრომოსომები, რომლებლებიც განსხვავებულად ვლიდნებიან ქალსა და კაცში. მოკლედ, სწორედ ნეტი სტივენსის დამსახურებაა, ახლა კაცებს XY -ად რომ მოვიხსენიებთ, ხოლო ქალებს XX – ად ხოლმე.
ა, და რაც მთავარია – ხშირად ამ აღმოჩენას, მის კოლეგასა და მენტორს E.B Wilson – ს (XY) მიაწერენ ხოლმე, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ უილსონიც ლეგენდალური ბიოლოგი იყო, ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება.
იკითხავთ, ამ გამოგონებამ რატომ გაამარტივა ცხოვრებაო. რატომ და, დაქალების ჩატში სიტყვა კაცის დაწერის მაგივრად ახლა უბრალოდ შეგვიძლია XY მივიწეროთ ხოლმე.
მადლობა, ნეტი.
სავარცხელი
იდეაში, ლიდა ნიუმენს შეიძლება ანტრეპრენერი უფრო ვუწოდოთ, ვიდრე სავარცხლის გამომგონებელი – რადგან პირველად სავარცხელი როდის გაჩნდა ადამიანის ცხოვრებაში, ზუსტად არ ვიცით. თუმცა ვიცით, ის, რომ ნიუმენი პირველი იყო, რომელმაც სავარცხელი დააპატენტა. აქამდე თუ ცხოველის თმას იყენებდნენ ხოლმე სავარცხლისთვის, ნიუმენმა, იქნებ სხვა ფორმა და მატერიალებიც დაგვეტესტაო. შედეგად შექმნა სავარცხელი, რომლითაც დავარცხნა გაცილებით უმტკივნეულოდ, სწრაფად და ნაკლები დანაკარგით შეიძლებოდა, სავარცხლის წმენდის გამარტივებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
აქვე, თუ ბოლოდროს მიხვდით, რომ დაუმორჩილებელი თმა გაქვს, რომელსაც სავარცხელი არ შველის, უბრალოდ სხვანაირი სავარცხელის შერჩევა გჭირდებათ. ჩემი რჩევა ტალღოვანი და ხვეული თმებისთვის აი ეს სავარცხელია (ამის გარდა, კიდევ ერთს გირჩევთ, boar bristle hair brush ჰქვია, ასევე ძალიან კარგია და შეგიძლიათ PSP -ში ესეც იკითხოთ, უბრალოდ მარაგი მაალე იწურება ხოლმე).
ეს პუნქტი კი ეძღვნებათ დედებს, რომელთა საკმაოდ რთული ცხოვრება ბავშვის საფენის გამოგონებამ ერთი ორად გაამარტივა
მოკლედ, ამბავი ასე იყო: (იმედია) ბედნიერი ბავშვი იწვა საწოლში, იქვე ისაქმებდა, 1 მეტრის რადიუსში ყველაფერს სვრიდა ან ასველებდა. დედას არა მხოლოდ საფენების, არამედ მთლიანი საწოლის გამოცვლა უწევდა. ოღონდ ჯერ საფენის წინამორბედიდან სამაგრების მოხსნა უწევდა. ეს სამაგრები რამდენად უსაფრთხო იყო ბავშვისთვის, მოდით, ამაზე ახლა ნუ ვინერვიულებთ.
ხოდა, ერთხელაც ანტრეპრენერული ნიჭით დაჯილდოებულმა დედამ, მარიონ დონოვანმა გადაწყვიტა, წყალგაუმტარი საფენი დაემზადებინა, რომელიც ბავშვის კანს სასუნთქ ადგილს დაუტოვებდა, გაჟონვისგან ქვეშაგებს დაიცავდა და პლუს ისეთი სამაგრები ექნებოდა, რომელიც ბავშვისთვისაც უსაფრთხო იქნებოდა და არც აქეთ-იქით გაიფანტებოდა.
მოკლედ, გადაწყვიტა, თანამედროვე საფენი შეექმნა და ამით ჯერ საკუთარი, შემდეგ კი მიიილიონობით ქალის ცხოვრება წარმოუდგენლად გაემარტივებინა. თავდაპირველად კომპანიებმა დონოვანს დაფინანსება არ მისცეს. ამიტომ გადაწყვიტა თავად დაეპატენტებინა, შემდეგ კი პატენტი 1მლნ$ გაყიდა.
დონოვანის პატენტთა რიცხვში შედის კბილის ფლოსი – DentaLoop. აი, ის, გამოყენება რომ ძაან გვეზარება ხოლმე.
ქალთა სახელით ვიმედოვნებთ, რომ
ახლა რომელიმე ქალი მენსტრუაციული ტკივილის შემამსუბუქებელსაც გამოიგონებს, რადგან ტკივილგამაყუჩებლები უკვე ვეღარ გვშველის (გთხოვთ) 👍