
ორგაზმი ის ხილია, რომელიც საკმაოდ უსამართლოდაა განაწილებული მოსახლეობაზე.
არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნები – მდიდარი ხარ, ღარიბი, უპატრონო თუ პატრონიანი – ორგაზმი ყველას აწონასწორებს. ერთადერთი, რასაც მართლა აქვს მნიშვნელობა ისაა, ქალი ხარ თუ კაცი. რადგან სტატისტიკა გვიყვება – კაცების 95% აღწევს ორგაზმს (სექსისას … და ალბათ, რავი, მარტოც) ხოლო ქალებში ეს რიცხვი სულ რაღაც … 25% ია 👍
ეტყობა წინა ცხოვრებაში ქალებმა ტოტალურად დავაშავეთ რამე.
თუმცააა!
მას შემდეგ რაც სექსუალური რევოლუცია დაიწყო, ქალები მიხვდნენ რომ ცხოვრებაში რაღაც აღიზიანებდათ …
ეს რაღაც, მათი პარტნიორი იყო!
აქ ძლიერმა ანტრეპრენერებმა იფიქრეს რა ვქნათ რა ვქნათო და ვუალა!
ვიბრატორი 👏
კაი, ახლა გეტყვით, ორგაზმის დროს რა ხდება.
მოდი დავიწყოთ მთავარით – ტვინი!
თუ ვინმეს გეგონათ, რომ ორგაზმის მთავარი ეპიცენტრი ზღვის დონიდან უფრო დაბლა მდებარეობს, ვიდრე, მაგალითად, ტვინი, მინდა გითხრა რომ, ცდებით.
MVP და მთავარი ბომბარდინი ორგაზმში ტვინია. აგზნების დროს ჩვენი ტვინი იმ ქიმიურ ნივთიერებებს გამოიმუშავებს თავს რომ კარგად გვაგრძნობინებს ხომლმე: დოფამინი, ოქსიტოცინი, ენდორფინები. ეს ნეიროტრანსმიტერები ააქტიურებენ სიამოვნების ცენტრებს და ზრდიან შეხებისადმი მგრძნობელობას.
და იწყო სისხლმა ჩხრიალი!
ანუ ოთახში ( ან ბუნებაში, idk, სადაც ხართ ) ტემპერატურამ იმატა, სისხლძარღვები გაფართოვდა, შესაბამისად სისხლმა სწრაფად დინება გენიტალიებისკენ დაიწყო – რაც იმას ნიშნავს, რომ გენიტალიები ზომაში მატულობენ და ფორმას იცვლიან. (იმედია გენიტალია რა არის, ამას მაინც არ გადაახტებოდა თქვენი ბიოლოგიის მასწავლებელი, right?). სისხლის გაძლიერებული მოძრაობა, მოკლედ რომ ვთქვათ, იმის მანიშნებელია, რომ სადაცაა მეინ ივენთს მიუახლოვდები აქტის დაწყებიდან 3 წუტში
VIXUMRE!
აქ უკვე იწყება ცივი ცხელი ომი!
ანუ დაძაბულობა ყველგან პიკს აღწევს.
დაძაბულობას კი კულტურულად აგზნება ჰქვია. თუ სქესობრივი აქტის დროს საკუთარ თავს დააკვირდებით (რავი, ვისაც გცალიათ), დაინახავთ, რომ გულის ცემის სიხშირე მკვეთრად მატულობს, სუნთქვა ხშირდება, კუნთები იძაბება და მოკლედ ყველა უჯრედი თქვენ გგულშემატკივრობთ.
ქალებში, რაც უფრო მაღალია აგზნება, მით უფრო ლუბრირებულია (ეს სიტყვა ჩემით მოვიგონე და ნიშნავს, რომ ვაგინიაში ლორწოვანი სითხე მატულობს… You know what I mean) თუმცა ზოგჯერ ეს საკმარიის არ არის. ამისათვის ვიღაცამ (ალბათ ქალმა) იფიქრა, რამე უნდა მოვიმოქმედოო. ხოდა ლუბრიკანტი გამოიგონა.
ხარისხიანი ლუბრიკანტის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, თქვენც კარგად იცით, სად ხვდება!
ხარისხიანი ლუბრიკანტებისთვის მიაკითხეთ Vibe.ge – ს 🌊
ის ფილმი იცით, Climax – ი?
ხოდა ესეც თქვენი მეინ ივენთი, რომლის დროსაც მენჯის ფსკერის კუნთები (ჩვენში ცნობილი როგორც ვაგინალური კუნთები) რითმულად იკუმშებიან.
სხვათაშორის, ბოლოდროინდელი კვლევები (რადგან მანამდე არ ატარებენ) ამტკიცებს, რომ მენჯის ფსკერის კუნთების (Pelvic floor – თუ გაინტერესებთ) სიჯანსაღე ორგაზმის ინტენსივობასა და ზოგადად, მისი შეგრძნების უნარზე მოქმედებს.
Pelvic Floor – ის სიჯანსაღეზე კი კეგელის ვარჯიშებით შეგიძლიათ ზრუნვა
სტრატეგიული კუნთების შეკუმშვა-მოდუნება (თუ გაგიმართლათ) 10-12 წამამდე გრძელდება.
სისტემაში ნელ-ნელა სარელაქსაციო ჰორმონები იწყებს გამოყოფას, მათ შორის ოქსიტოცინი, რომელიც სიახლოვესა და კავშირის შეგრძნებებს იწვევს.
სულ ესარი.
ამისთვის იხოცავს ხალხი საუკუნეების განმავლობაში ხან თავებს, ხან ქალებს, ხან კაცებს.
აი, ვიბრატორებს კი არავინ მოუკლავთ ☝🏻
(ჯერ…)
ეპილოგUE
იკითხავთ, კაცის ორგაზმზე რატომ არაფერი დაწერეო.
გახსოვთ თავში ნახსენები 95% და 25%?
ხოდა მაგიტომ.
(ვხუმრობ, კაცის ორგაზმს ცალკე ბლოგი მიეძღვება ✊)