ის, რაზეც ყური მოგვიკრავს ან რასაც ფილმებში ვხედავთ, სექსზე მხოლოდ ერთგვაროვან წარმოდგენას გვიქმნის და გვავიწყდება, რომ პენეტრაცია სექსის ერთადერთი სახე არაა.
არსებობს სექსის ტიპები, რომლებსაც სექსად არ მივიჩნევთ. შეიძლება ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ შენც აღმოაჩინო, რომ შენს პარტნიორთან სექსი უკვე გქონია, თუმცა მას სექსად არ თვლიდი.
ახლა, კი მოგიყვები, თუ როგორი სექსის ტიპები არსებობს:
ეროგენული შეხება
ჩვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, თავიდან ფეხებამდე, განსხვავებული შეგრძნებები ახასიათებთ. ეროგენულ ადგილებზე მოფერება კი ნამდვილად წარმოადგენს არა-პენეტრაციული სექსის სახეობას, ეს ძალიან ეროტიკულიცაა, დამერწმუნე!
ზოგიერთისთვის ორგაზმის მიღწევა მხოლოდ ძუძუს თავის სტიმულაციითაა შესაძლებელი, ზოგს კი შეიძლება თანაბრად სიამოვნებდეს, როგორც ეროგენული შეხება, ისე ჩახუტება ან კოცნა კულმინაციის მიღწევის გარეშე. უბრალოდ ის უნდა გააკეთო, რაც გსიამოვნებს!
ორალური სექსი
ეს სექსუალური აქტივობა გულისხმობს პირის გამოყენებით სასქესო ორგანოების სტიმულირებას. ზოგისთვის ორალური სექსი საუკეთესო სექსია, ზოგს კი საერთოდ არ სიამოვნებს, მიდგომები განსხვავებული და ინდივიდუალურია.
შეუძლებელია ორალური სექსით დაორსულდე, თუმცაღა გირჩევ, მაინც გამოიყენოთ კონდომი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან თავის დასაცავად.
ანალური სექსი
განურჩევლად სქესისა თუ სექსუალური ორიენტაციისა, ანალური სექსით ნებისმიერს შეუძლია ისიამოვოს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ის ყველასთვისაა, მთავარია შენ მოგწონდეს. ეს უკანასკნელი გულისხმობს, აქტს, როდესაც ერეგირებული პენისი შედის ანალურ ხვრელში.
გახსოვდეს, რომ პრეზერვატივის გამოყენება აქაც მნიშნელოვანია თავის დასაცავად.
მასტურბაცია
იცოდი, რომ სოლო სექსიც სექსია? შენ მარტოც შეგიძლია მიიღო სექსუალური გამოცდილებები. მასტურბაცია შეიძლება შედეგიანი გზაც აღმოჩნდეს საკუთარი სექსუალური გემოვნების აღმოსაჩენად უსაფრთხო სივრცეში, განსჯის და შიშის გარეშე.
არ აქვს მნიშვნელობა მარტოხელა ხარ თუ პარტნიორი გყავს, მასტურბაცია შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანის სექსუალური ცხოვრების ჯანსაღი ნაწილი.
ვაგინალური სექსი
როდესაც სექსზე ვსაუბრობთ, უმეტესობა პირდაპირ ვაგინალურ სექსზე ფიქრობს, რომელსაც პენისის ვაგინაში შესვლას ვუწოდებთ. მართალია, ეს სექსის ერთადერთი ტიპი არაა, თუმცაღა სექსუალური აქტივობაა, რომელიც ამ სიაში აშკარა მიზეზების გამო მოხვდა. ეს არის სექსის ერთადერთი ტიპი, რომელიც აქტიურად მოითხოვს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას, თუ პარტნიორებს ორსულობის თავიდან აცილება სურთ.
სატელეფონო სექსი
იმისთვის რომ გქონდეს სექსი, არაა აუცილებელი ერთ ოთახში იყოთ ან თუნდაც ერთ ქალაქში. იქნება ეს ვიდეო ზარით თუ სექსტინგით, ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია დაკავდე სატელეფონო სექსით.
ამ უკანასკნელს ასევე შეუძლია შექმნას უსაფრთხო სივრცე გამოუცდელი ფანტაზიებისთვის და აღმოჩნდეს შესანიშნავი გზა კომუნიკაციისა და ნდობის გასაძლიერებლად, ფიზიკური ურთიერთობის გარეშე.
ყველა სექსის ტიპს საკუთარი ხიბლი აქვს, რომელს ცდით ეს უკვე შენზე და შენს პარტნიორზეა დამოკიდებული. მთავარია, თავს კარგად გრძნობდე, პროცესი გსიამოვნებდეს და თავს კონდომით იცავდე!
P. S. ცხადია სექსტინგის დროს თავის დაცვა არ დაგჭირდება 😉