ქალების კონტროლი — არაოფიციალური სახელმძღვანელო წარსულიდან

იყო დრო, როცა ქალს ცხოვრებაში ბევრი არჩევანი არ ჰქონდა: ან უნდა მჯდარიყო ‘კუხნაში’, ან უნდა ეოცნება, როგორ იქნებოდი სხვაგან ყოფნა — მაგრამ მაინც კუხნაში. იმ ეპოქაში “ქალის კონტროლი” პრობლემად არც ითვლებოდა — ის უბრალოდ სისტემის ნაწილი იყო. წყნარი, მორჩილი, მოწესრიგებული — აი, ასე აღწერდა საზოგადოება იდეალურ ქალს. და ჰო, სასურველი იყო ბევრი ფიქრიც არ ცოდნოდა.  

დღეს რაღაცები შეიცვალა, საზოგადოების კონკრეტულ ნაწილში მაინც. კონტროლი და მორჩილება რომ ახსენო, ქალი აგხედავს, ჩაგხედავს და ძალიან თავაზიანად გეტყვის, როგორ ამოვიცნო ტოქსიკური პატრიარქატი დაგუგლეო. 

ჩვენი ბებიების და მათი დედების დროინდელი “წესები”, დღეს ალბათ მხოლოდ ინსტაგრამზე „vintage“ caption-ად გამოდგება. მაგალითად:

  • „არ იკამათო ქმარსთან“ — ახლა კამათი კომუნიკაციის სტილია. კამათის არარსებობა უკვე ეგზისტენციალურ კრიზისად ითვლება.
  • „მეზობლები რას იტყვიან“ — როგორც კი ინსტაგრამ სთორიზე დამირეფლაიებენ, მაშინვე მეცოდინება
  •  „ცოტა თავი უნდა მოისულელო ქალმა“ — მენსპლეინინგი არამატერიალური კულტურული ძეგლია და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, არ დავკარგოთ.

It’s all sounds badass and all, მაგრამ ყველგან და ყველას გონებაში ასე მარტივად არაა ამბავი.  ქალის კონტროლის სურვილი ჯერ კიდევ ცოცხლობს — უბრალოდ ფორმა შეიცვალა და დღეს ის შეიძლება შენი ტელეფონის ეკრანზე მიღებული მესიჯი იყოს: „ვინ მოგწერა? რატომ გყავს ეს ფოლოვერებში? ფოტოებს რატომ გილაიქებს?“
კონტროლი გახდა თეგი, ჩეთი და სთორი.

მაგრამ ისევ: ქალი აღარ არის ამ ყველაფრის პასიური მომხმარებელი. ის აღარ ერგება წესებს — თვითონ წერს კოდს. ქმნის საკუთარ თამაშის წესებს და — გნებავთ სიტყვიერად, გნებავთ ტექნიკურად — ტეხავს სისტემას.

ჰოდა, თუ სადმე, რომელიმე ურთიერთობაში შენც ცდილობ „შეამოწმო“, „გაკონტროლო“, “უთვალთვალო” ან “დაკითხო” შენი პარტნიორი/შვილი თუ მეზობელი იქნებ დაფიქრდე —ეს ადამიანური ურთიერთობის ნორმაში ზის თუ უბრალოდ ნარცისული თამაშია, სადაც შენ ზიხარ ცენტრში და გარშემო სათამაშოებს ისე ალაგებ, როგორც გაწყობს. 

ქალი, 49 წლის საფიას ნატქვამი მახსენდება: ბავშვობაში მამაჩემი მაკონტროლებდა, შემდეგ გავთხოვდი და ჩემი ქმარი, ახლა კი ჩემი ვაჟი. ცხოვრებამ ისე ჩამიარა, რომ ჩემი თავობა ვერ მოვასწარი.