როგორ გადავრჩეთ სექტემბერში?

 

სექტემბერი დადგაოდაა 
წამივიდაა ფერიი 🎶 
A memoir

 

«დაახლოებით შვებულების შუა წერტილიდან გლოვა პიკს აღწევს და ცოტახნით შენი ქცევის პატერნებს თუ დააკვირდები, მიხვდები რომ სტანდარტულად — დანაკარგის გამოგლოვის 5 ეტაპს გადიხარ. შვებულების ბოლოს კი უკვე საკუთარ თავთან ვაჭრობას იწყებ (იცი, კორპორაციასთან ვაჭრობა არ გამოგივა) რომ აი, მომავალი შვებულება ხომ მოვა ისევ (საქართველოში ვცხოვრობთ, საერთოდ არ ვიცით მოვა ისევ თუ არა), პარასკევს სადმე ბარში გაერთობი (შენს დეპრესიას ალკოჰოლიღა აკლია, რა თქმა უნდა) და ბოლოს, სამსახურში გასვლის წინა დღეს ეგუები, რომ ეს ცხოვრება ციკლია — დასასრულებისა და დასაწყისების, ხოდა თუ ციკლია სჯობს ჩვეულად განაგრძო და სამსახურში კიდევ ერთხელ აგვიანებ. 

და თუ გგონია სამსახურს ნელ-ნელა შეეჩვევი, ძალიან ცდები — შენი შვებულების განმავლობაში დაგროვილი თასქები ისევ შენი გასაკეთებელია, თან — გუშინ. Ასე რომ პირდაპირ, ფარმომარჯვებულმა უნდა გადალახო რუბიკონი — რადგან იქ, ოფისში, თასქების გარდა, იმ თანამშრომლების პასიურად გამწყრალი მზერა დაგხვდება, რომლებიც შვებულებაში არ ყოფილან და მიუხედავად იმისა, შენ გემეგობრებიან თუ არა, ადამიანები არიან და რა ქნან?! Უნდათ რომ  ახლა შენც ისევე დაიტანჯო, როგორც თავად იტანჯებოდნენ.»

მოკლედ, სიტუაცია მძიმეა და ჩვენც ყოველი აგვისტოს ბოლოს რამდენიმე ტრავმატული მომენტის გაცნობიერება გვიწევს ხოლმე:

  1. Winter is coming, again…
  2. 2 კვირიანი შვებულება საკმარისი არ არის და დროა სისტემის დანგრევაზე ფიქრი რეალობაში თუ არა, სიზმრებში მაინც დაიწყო
  3. Ზაფხულის 3 თვიანი არდადეგები არასოდეს განმეორდება, რადგან უფროსად ყოფნის უფსკრულში გადაეშვი – უკან დასაბრუნებელი გზა კი – მოჭრილი გაქვს

და საჭიროებისამებრ, როცა საკუთარ განწყობას გადახედავ, კიდევ ერთხელ გებადება აზრი — მართლა და მართლა, თერაპევტთან ხომ არ მივსულიყავი? 

ძალიან Მინდა ვთქვა, რომ სიმძიმეს, რომელსაც შვებულებიდან უკან დაბრუნებულები განვიცდით ხოლმე, რამე ეშველება:

მომავალ წელს მაინც გამოვალთ პატერნიდან, რომელიც ზაფხულის ბოლოს დაქვეითებული გუნება-განწყობილებით ხასიათდება;

ახალი ენერგიებით შევუდგებით ახალ სამუშაო/სასწავლო წელს, რადგან ყველანაირ რესურსს, რომელიც წლის განმავლობაში არსებობამ, ყოფიერებამ, ყოფილებმა, კარგი საზამთროს არჩევამ თუ მუშაობამ გამოგვაცალა — აი, იმ ორ კვირაში აღვიდგენთ, რომელსაც მთელი წელი ველოდით და რომელსაც იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ავკიდეთ, ვიდრე ღმერთმა ნოეს, რომელსაც კიდობანში ერთმანეთის ბუნებრივი მტრები ერთად შეაყრევინა და კაცობრიობის ბიოლოგიური რესურსის გადარჩენა დაავალა;

Მაგრამ არა, Ზაფხულის ნაბახუსევი — ანუ შემოდგომა კვლავ დაგვატყდება თავს, პატერნი კვლავ განმეორდება და max I can do is — რამდენიმე ქოუფინგ მექანიზმი შემოგაშველოთ, რასაც ფსიქოლოგები, თვითრეფლექსიური ხალხი, ან უბრალოდ 2500 წლის წინ მკვდარი შამანები გვთავაზობდნენ ბერნაუთ გამოვლილ ხალხს. 

აქვე მინდა ვთქვა, რომ თუ ინტერნეტში შეხვალთ და დაგუგლავთ, ‘რატომ მაქვს დეპრესია ზაფხულის ბოლოს? ’, ‘რატომ ვგლოვობთ შვებულების დასრულებას’ და ‘რატომ არ უნდა ავიღოთ შვებულება ზაფხულის ბოლოს’ აღმოაჩენთ, რომ ის, რასაც ახლა ვგრძნობთ და რაც ძალიან ჰგავს ‘კიდევ 5 წუთიც დეეე და ავდგეებიიი’ განცდას (უბრალოდ ახლა დედის ადგილს ზრდასრულად ყოფნის აუტანელი სიმძიმე, პასუხისმგებლობები, სისტემა და გაშინაგნებული სოციალური ნორმები იკავებენ), საკმაოდ უნივერსალური ყოფილა. 

ხოლო ძილის პრობლემები,  სევდის, ფიზიკური თუ მენტალური გამოფიტვის, მოტივაციის ნაკლებობის შეგრძნებები — მიუხედავად იმისა რომ დეპრესიის სიმპტომებს ჰგავს, პოსტ-შვებულების სიმპტომები შეიძლება იყოს. (ხო, ანუ დეპრესიის) 

დღეს, შენთან ერთად, მსოფლიოს დასაქმებულთა 95% — ს არ უნდა სამსახურში დაბრუნება და ალბათ, როგორც შენ, თერაპევტთან ვიზიტს კიდევ ერთხელ უშედეგოდ გეგმავს. 

Მაშ, როგორ გავაგრძლოთ თითქმის დაპაუზებული ცხოვრება, ანუ

სიცოცხლე ზაფხულის შვებულების შემდეგ: 

  1. დაგეგმე შემდეგი თრიფი

Ვინაიდან შენ ხარ ქართველი, მაშასადამე ევროპული ფასებისა და ზიმბამბვური ანაზღაურების ქვეყნელი, ალბათ მთელი დანაზოგი იმ გრანდიოზულ 2 კვირიან შვებულებას მიაფშვენი. Მაგრამ გონებაში, გულსა და კუჭში განგაშია — მუშაობის გარდა უახლოესი მომავალი არაფერს გიქადის, არაფრის მოლოდინი არ გაქვს და შესაბამისად ეს მუშაობისა და ცხოვრების ხარისხზეც აისახება.

ამიტომ, მცირეხნიანი ქალაქიდან გასვლის დაგეგმვით შენი ტვინის გაცურება შეგიძლია — როგორც კი წინ აფრიალებულ ჯილდოს დაინახავს, ახალი სიცოცხლით აივსება და იმ დოფამინსაც გამოიმუშავებს, რომელიც რაღაც კარგის დასრულებასთან ერთად შენი სისხლიდან აორთქლდა.

  1. დაისახე ახალი მიზანი

ვინაიდან მუდმივი თრიფების იმედზე ჩვენს რეალობაში ვერ იქნები, სჯობს რაიმე ახალი მიზანი დაისახო. ქსოვის სწავლა? სკეიტზე დადგომა? ფორმაში ჩადგომა? ყოველ დღე ალკოჰოლის დალევა, რომ მერე ნახო — რა მოგივა? რაც გინდა ის იყოს! მთავარია გონებას ახალი ჩელენჯი მისცე, რომლის შესრულებაც უკვე თავისთავად ჯილდოდ აღიქმება ჩვენი უცნაურად მოწყობილი ნეირონული სისტემის მიერ.

  1. With great happiness comes great WTF is this shit?

დაკვირვებიხარ, თბილისიდან ბათუმში მატარებლით მგზავრობა უფრო კომფორტული რომაა ვიდრე პირიქით? ან შვებულებამდე ცოტა ხნით ადრე უფრო ბედნიერი რომ ხარ, ვიდრე შვებულების მერე? შრეკიც იმავეს იგრძნობდა, თავის ჭაობში ფიონას გარეშე რომ დაბრუნებულიყო. 

2010 წელს ჩატარებულმა რაღაცა კვლევამ, სადაც შვებულებაზე გამსვლელებისა და არ გამსვლელების ბედნიერების მაჩვენებლები შეადარეს, აჩვენა, რომ შვებულებაში გამსვლელები უფრო ბედნიერები იყვნენ. Წ ა რ მ ო უ დ გ ე ნ ე ლ ი ა! კიდევ ერთი ღირებული კვლევა, რომელიც იმედია ამერიკელი მოსახლეობის ჯიბიდან არ დაფინანსებულა. 

თუმცა კვლევის მეორე ნაწილმა საინტერესო მონაცემები მოგვცა — ბედნიერების ხარისხი შვებულებაში გაუსვლელი და შვებულებიდან დაბრუნებული ხალხისა, ერთნაირი იყო. 

So anyway, what’s the point of life, am i right? დოფამინზე, ანუ მთავარ ვილანზე, რომელიც ჩვენს მოტივაციასა და განწყობაზეა პასუხისმგებელი, მეტი ინფოს მისაღებად კარგ ბლოგს გირჩევთ. 

  1. ცხოვრებით (უ)კმაყოფილების დონე

და საერთოდაც, იყავი კი ბედნიერი შვებულებისას? Ცხოვრებით კმაყოფილების დონე და ჩვენი მენტალური მდგომარეობა ფიდბექური მექანიზმით მოქმედებს — რაც უკეთესია ჩვენი მენტალური მდგომარეობა, მით უკეთესია ცხოვრების ხარისხი და პირიქით (თუ საქმე რაიმე აშლილობას არ ეხება, რასაც სხვა მრავალი ცვლადი შემოაქვს მოცემულეობაში). Შენს განწყობას შვებულებაში, სამსახურებრივი სტრესით დაცლილ გარემოში ყოფნამ თუ არ უშველა — ე.ი შენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი გადახედვასა და ანალიზს საჭიროებს. იხ. ის ნაწილები, სადაც თერაპიას გადაკვრით გირჩევ (ასე, სამგანგან)

  1. აქ და ახლა ( eww ) 

ანუ, როგორც ბუდა და TBC ბანკი იტყოდნენ, აწმყოთი ტკბობას სწავლა უნდა და თუ ჩვენი არსებობის ერთადერთ უცვლელ მომენტს — სიკვდილს — გავითვალისწინებთ, ერთ-ერთი ღირებული სქილი სწორედ ესაა. შეიძლება ჩვენს აწმყოს დასატკბობი არაფერი აქვს, თუმცა ეფემერულ და აბსტრაქტულ მომავალში ცქერას სჯობს ლანჩ ბრეიქზე გახვიდე და ის ყავა იყიდო, რომლის გასინჯვაც დიდხანს გინდოდა, აქ და ახლა გააცნობიერო საკუთარი არსებობა და ის მარტივი რაღაცები რაც ბედნიერებას განიჭებს — მაგალითად მზე, რომელიც ზამთარში შუადღის 3 საათზე ჩავა ხოლმე 🙂 

  1. ეკონომიკური დეპრესია

ანუ შვებულებაში იმ ფულით წახვედი, რომელიც არ გქონდა? მთელი საქართველო შავებშია შემოსილი. ერთი მხრივ იმიტომ, რომ საგლოვად ნამდვილად გვაქვს საქმე და მეორე მხრივ იმიტომ, რომ ღარიბები ვართ. თუ შვებულების რელაქსირებული საათები დახარჯულ ფულზე ნერვიულობაში გატარებით უნდა დააბალანსო, წინარე რჩევები ნაკლებად გიშველის. სჯობს იმაზე ფიქრს დაუთმო დრო, შენი სქილების პატრონს რა გზებით შეუძლია შემოსავლის გაზრდა — რაიმე ახალი ხომ არ უნდა ისწავლო? ბოსს ხელფასის მომატებაზე ხომ არ უნდა გაესაუბრო? ახალი, უკეთესი შემოთავაზება ხომ არ უნდა ეძებო? ფინანსური კეთილდღეობა მენტალურ მდგომარეობაზე მოქმედებს (და ისევ, პირიქით), ასე რომ დროა მენტალური რესურსი ამ ნაწილზე ზრუნვასაც დაუთმო. 

და ბოლოს, მენტალური ჯანმრთელობა მწუხარებით გატყობინებთ — It’s me Hi I’m the problem, it’s me  🧚🏻‍♀️