გაგონილი გექნება დავით აღმაშენებელს კითხვა უყვარდა, ბრძოლებში წიგნებს დაატარებდა და ბრეიქებზე თავაუღებლად კითხულობდაო.
ჰოდა, ხილვა მქონდა იმიერ საქართველოში კაი ხნის ბრძოლებისგან და საქართველოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმვით დაღლილ, პენსიაში გასულ დავით აღმაშენებელს 2020 წელს გამოცემული მე-9 კლასის ისტორიის წიგნი ჩაუვარდა ხელთ.
არ ვიცი მანაც ჩვენსავით ერთი წლის მერე აღმოაჩინა თუ არა, მაგრამ ბევრი იკითხა თუ ცოტა იკითხა (თან ეგ ძააან სწრაფად კითხულობდა, სტალინის არ იყოს) საქართველოს ახლანდელ ისტორიას მიადგა და სახეზე ის მიმიკა გამოესახა აი, თურქ-სელჩუკებს, რომ უყურებდა ხოლმე, მაგრამ მიმიკამ ვეღარ დაიტია ამხელა ემოცია და შესძახა «რა ხდება ბოზი შვილი ვიყოო»
ეგ ხდება კაი ხანია. არ იყურები მაქედან, დავით?
მოკლედ, არ ვიცი იმიერ საქართველოში როგორი ტელეპორტაციის მანქანებით აღმოჩნდა ეს წიგნი დავით მეფესთან, იქნებ აქედან ვინმე გულშეწუხებულმა და გაბრაზებულმა ფანჯრიდან მოისრულა და ეს ღირებული ნაშრომიც პორტალურ ხვრელში აღმოჩნდა.
რა გაგიკვირდა მთლიანად ხვრელში არ ვცხოვრობთ? მაგრამ ფაქტია ოლიგარქს მეცენატად ტენიან ჩვენს მეცხრე კლასელებს და გაოგნდა ჩვენი ისტორიის საპატიო წევრი და ერთი წლის მერე ჩვენც — მთელი ქართველობა.
სიტყვა, რომ არ გამიგრძელდეს ჩემი ხილვის თხრობით, საქართველოს უახლეს ისტორიაში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მეცანატე ქველმოქმედის სახელით გამობრწყინდა. ისე, კი არის ქველმოქმედი ყოვლად უნიათო და უპერსპექტივო ხალხი რომ შეყარა და თანამდებობის პირებად აქცია, მაგაზე მეტი ქველმოქმედება რაღა გინდა? ან მარტო ის რად ღირს ჭორვილელები ერთი კრამიტის ქვეშ რომ მოაქცია?
როგორც ჭეშმარიტ ავტორიტარს შეეფერება, ბატონი ბიძინაც დიდი ძმასავით ისტორიის გადაწერას მიაწვა და ისე, რომ იცოდეთ მოსწავლეების მოშიმშილე 20%-ს მისი ქველმოქმედება სულაც არ შეხებია.