winter’s cu*med.
როგორ აცივდა
გამიხმა ტუჩი
მოვიდა ზამთარი
დამპალი – ურჩი
– ხალხური ლექსი
პირველ რიგში ნეხვის ბომბებს ვუშენთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ზამთარი ზაფხულს, სითბოსა და ლამაზ კაბებს ურჩევნია.
როგორც კი დიქტატორი გავხდები, ქვეყანას მსგავსი ხალხისგან დავცლი.
საკმარისი ინტენსიურობით თუ გავაკეთებ მანიფესტაციებს, იქნებ, ყველა ზამთრის მოყვარულის ორგანიზმიდან როგორღაც D – ვიტამინი ავაორთქლო
მ ო ვ ი დ ა.
ზამთარს ორად ორი ჰაილაითი აქვს.
ეს ორად ორი ჰაილაითი რა არის, ჯერ არ ვიცი.
26 წელია მის ძებნაში ვარ და ჯერ-ჯერობით მხოლოდ შემდეგი მონაცემების შეგროვება მოვახერხე:
winter.
sucks.
devil’s.
left.
nut.
ყინვა
აღმოსავლეთ საქართველოში უკვე – ქარიანი ყინვა.
შესაბამისად სამი სვიტრი, ორი ბებიას ნაქსოვი შალის პულოვერი, 5 სანტიმეტრიანი კანქვეშა ცხიმი და 3 სანტიმეტრიანი ბეწვის საფარი გჭირდება ნორმალური ცხოვრების გასაგრძელებლად.
დილა, რომელიც ღამეა
ზაფხულში რომ იღვიძებ დილით, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ყავას სვამ, მზეს სახეს უშვერ – გახსოვს? ხო, ესენი აქ არ ხდება. დილით იღვიძებ და პირველი რაც გახსენდებაა კომაა, რომელშიც ვერა და ვერ ჩავარდი.
ერთადერთი რასაც ხედავ დილით – ღამეა. შენც ზუსტად ვერ ხვდები თვალები გახელილი გაქვს თუ ისევ გძინავს და ისევ სამსახურში აგვიანებ.
საბოლოოდ თენდება, 12-დან 1 – მდე, შემდეგ კი:
ახალი წელი
დაუოკებელი მრისხანების პერიოდი, რომელიც წლის ბოლო გადაქანცვად და დაღლად იდენტიფიცირდება: ს ა ც ო ბ ე ბ ი, საჩუქრებზე ნერვიულობა, სეკრეტ სანტა, რომლის თამაში ოფისში არავის უნდოდა, მაგრამ რატომღაც მაინც ყველა თამაშობს და დედაშენი, რომელიც ‘უბორკაში’ დახმარებას გთხოვს, რადგან, ვციტირებ ‘ახალ წელს ძველი მტვრით ხომ ვერ შევხვდებით’.
ამ ყველაფერთან გასამკლავებლად თავდაცვითი ღონისძიებებია საჭირო, რომლებსაც სამწუხაროდ სკოლებში არ ასწავლიან, თუმცა ასწავლიან ისეთ სიმახინჯეებს, როგორიცაა სინუსი, კოსინუსი, ტანგესი და კოტანგესი და რომლებიც წესიერ სამყაროში ზღაპრის გმირი გოჭების სახელები უნდა ყოფილიყო.
ამიტომ ჩემს თავზე ავიღებ განათლების სისტემის გასხმათა დაბალანსებას და გეტყვით, როგორ უნდა გადავიტანოთ ეს მატრავმირებელი 5 თვე.
ცხელი შოკოლადები
აი, ეგრევე, როგორც კი ოდნავ ცუდად იგრძნობთ თავს, როგორც კი ოდნავ შეგცივდებათ და სიცოცხლე აზრს დააკარგავს – ვწერთ მეგობარს, ვაიძულებთ ცხელ შოკოლადზე წამოგვყვეს, თუ სხვა რაიმეს შეკვეთა უნდა, ვუკრძალავთ და ერთად ვსვამთ ცხელ შოკოლადს.
საახალწლო განათებები
ერთადერთი რაც ბებერ და ჯაჯღანა სულს გაუხარებს ადამიანს ამ პაპანაქება ზამთარში – ხეებზე შემორტყმული ყვითელი განათებებია. თუმცა მათი ცქერით ტკბობას ერთი ძალიან სახიფათო ცდუნება მოაქვს – რაღაც მომენტში შეიძლება იფიქრო, რომ აქვს ამ ზამთარს რაღაც კარგი, ნოსტალგიური, კომფორტული და მყუდრო. თუმცა სასურველია ეს ფიქრი იმთავითვე მოვკლათ ჩვენს თავში და არ გავაჟღეროთ.
თავად ქრისტეც არ იყო ცოდვისგან დაცული – ეშმაკი 40 დღე ცდიდა. ჩვენ 5 თვე გამოგვცდის, ასე რომ beware.
ეს ორი თსლ ტრეკი
გასაგებია Sia – Snowman-ს გულში ყველა რომ ვღიღინებთ.
ესეც რაღაცნაირად ნოსტალგიური მუსიკაა ჩვენთვის, თუმცა ნამდვილი ახალი წელი მაინც ზემოთ ხსენებულ მუსიკას მოაქვს. თუ ფრთხილად არ იქნებით, შეიძლება საშობაო განწყობაზეც დაგაყენოთ, ასე რომ …
Harry Potter & Lord of the Rings
the must re-watch ფილმები საახალწლოდ. Enough said.
სხვა ლეველის ოდისეა
27 დეკემბერს გამოდის სრული სეზონი, პირველი მსგავსი ხარისხის ქართული ანიმაციური სერიალია და უბრალოდ, როგორც ქართველს, დუხჭირი ცხოვრების გამო მივიწყებულ პატრიოტული მხარდაჭერის გრძნობებს მიღვივებს. მაგრამ თან მულტივერსსა და პორტალებით მოგზაურობაზეა, ასე რომ … You sonofabitch, I’m in.
აქვე ჩემი საყვარელი პერსონაჟი, მზე, რომელიც ზამთრის 5 თვე ყველას გვეკლდება.
ბუხარი, მახინჯი სვიტრები და პლედი
ეს ნაწილი უბრალოდ wishful thinking არის რადგან აბა, რამდენს გაქვთ კორპუსებიან თბილისში ბუხარი? ცოტას მინუს ყველას.
თუმცა მახინჯი სვიტრები და პლედები ოხრად ყრია.
საკვები დანამატები.
D – ვიტამინი, რადგან ადამიანი ტანჯვისთვის მხოლოდ ჯორდან პიტერსონის და ქრისტიანობის მიხედვითაა გაჩენილი. D- ვიტამინი კი ოდნავ მაინც დაგეხმარებათ ბედნიერების ნორმალური ადამიანივით შეგრძნებაში – ან, სხვა თუ არაფერი, იმუნიტეტს აგიმაღლებთ.
მაგნიუმი – ძილისთვის და იმისთვის, რომ D- ვიტამინს საიდ ქვესთების შესრულებაში დაეხმაროს.
აქვე დავამატებდი K2 – სა და B6 – ს და ზოგადად, B კომპლექსს, თუმცა, აბა, მე ექიმი არავარ და მაინცდამაინც ნუ მენდობით.
მეც სატესტო რეჟიმში ვარ და ყოველ საღამო ჩემს საწოლთან დადებულ 4 სხვადასხვა საკვებ დანამატს ვერაგი ხმით ვეჩურჩულები: ‘You better fix my life you little shits’.
დასასრულს მინდა კიდევ ერთი მატრავმირებელი ამბავი შეგახსენოთ – ზამთარი ბუნებრივი კატასტროფაა, რომელიც ყოველ წელს მეორდება.
თუმცა, თუ პლასტმასის ჭიქებისა და საწრუპების გამოყენებას არ მოვეშვებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ – იქნებ ოდესმე მარტო ზაფხული გვქონდეს!
ვხუმრობ.
unless…