ასტროლოგიური პროგნოზი ვალენტინობისთვის – რამდენს გვეტკინება გული და ჯიბე

საერთოდ არ მინდოდა ასტროლოგიაზე ბლოგის დაწერა. 

თუმცა ლ ი ნ კ დ ი ნ ზ ე  დადებულმა პოსტმა, რომელიც ზოდიაქოებს შეეხებოდა, დამაინსპირირა. 

ვიმეორებ, ლინკდინზე

უეჭველი chatGPT-ის დააწერინეს. 

სამწუხაროდ, მე ჩემით მიწევს დაწერა. 

ugh.

  • ახალმთვარეობა მერწყულში
  • მტირალების თევზების სეზონი
  • ჩინური ახალი წელი
  • ვალენტინობა რომელიც პოტენციურად კიდვ უფრო მეტი მორიელის დაბადებას გვიქადის 

 

მოკლედ, თვე თასქების გარდა ბევრი ასტროლოგიური მოვლენით არის დახუნძლული.  

ვისაც მენსტრუაციის ტკივილები და PMS გამოუცდია, მიხვდება რას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ მომავალი 2-3 თვე ჩვენი ურთიერთობებიც მსგავს გზას გაივლის და საშემოდგომოდ, ბოლოჯერ, იმავე პატერნს შემოგვთავაზებს, რითიც წინა გაზაფხულ-შემოდგომას გაგვიმასპინძლდა.. აქ გავიგებთ, ვისწავლეთ თუ არა რამე ჩვენი გამოცდილებებიდან და ისევ განმეორდება თუ არა წამოვლითი, ქრონიკული ტკივილები პირად ურთიერთობებში. 

 

ახალი მთვარე მერწყულში

რომელმაც 9 თებერვალს ჩაიარა, თუმცა მისი გავლენა +/- 3 დღე მაინც გრძელდება ხოლმე. ჰაილაითი კი – დამოუკიდებლობა, თავისუფლება, გამოხატვა, ადგილი სოციუმში,  უფრო იყო, ვიდრე რომანტიკული ურთიერთობებია, განსაკუთრებით კი ჰაერის ნიშნებისთვის (მერწყული, ტყუპები, სასწორი).
შესაბამისად, ვალენტინობის 14 თებერვალი წესით ისეთი უწი-პუწი არ უნდა იყოს, როგორც არის ხოლმე იმედია? 



ვალენტინობა 

არ იქნება გალერეა თბილისის ან მაკდონალდსის გულებიანი ბუშტებით გაფორმებული და რომანტიკით აღსავსე. პირიქით, ამინდის მიუხედავად, შეიძლება უფრო ცივიც იყოს და რომანტიკულ-მალადაპტაციური დეიდრიმინგის მაგივრად რეალობასთან შესკდომა მოგვიწიოს. ეს რეალობა კი – საკუთარი ხარჯებით ნაყიდი ძვირიანი კოკტეილი შეიძლება აღმოჩნდეს, რომელსაც პარტნიორის ნაცვლად, მეგობართან ერთად დალევ. 

ზემოთ აღნიშნული პროგნოზის ახსნა – ვენერას მერწყულში გადასვლით აიხსნება. რაც თქვენთვის ირელევანტური ინფორმაციაა, რადგან უბრალოდ რაიმე პროგნოზის მოსმენა გინდათ, შფოთვის დასაცხრობად. 

 

მთვარე ვერძში 

ამას თან ახლავს მთვარე ვერძში – აი, ზუსტად ვალენტინობას რომ დაასკდება ისეთი. 

შესაბამისად განსაკუთრებით ცეცხლის ნიშნებისთვის (ლომი, ვერძი, მშვილდი) ემოციებით დახუნძლული იქნება. meaning: ნავთი არ დაგჭირდებათ, შეიძლება წყლის მოსხმაზეც უცებ აფეთქდეთ. თუმცა, როგორც დიდი ბრძენი იტყოდა – სამყარო თქვენს გარშემო არ ბრუნავს, ასე რომ calm ur tits. 

თან, რავი, ვალენტინობაა, არაა აუცილებელი შეყვარებულთან დილა დაკა-დაკათი დაიწყოთ. 

თუმცა დღე მთვარის კუროში გადასვლით გვირგვინდება, შესაბამისად მიწის ნიშნებისთვის ( კურო, ქალწული, თხის რქა) უწიპუწი, მშვიდი, სტაბილური განწყობები დგება და ვერძის ენერგიით დაბომბილ განწყობებზე ვალიუმივით იმოქმედებს – გარშემო ქაოსი იქნება, თუმცა ჩვენ მშიდად დავხვდებით. უფრო მეტიც, შეიძლება გავიღიმოთ კიდეც!

14 თებერვალს ორი არც ისე უწიპუწი პლანეტა ( უფრო მეტიც, პლანეტა doomsday და პლანეტა TO WARRRR) ანუ მარსი და პლუტონი, ერთმანეთს ასპექტში გადაეყრებიან. 

ეს ყველაფერი მერწყულის ნიშანში ხდება – შესაბამისად გარემოებათა მთავარი მსხვერპლიც მერწყული იქნება. გილოცავთ, ისევ ყურადღების ცენტრში ხართ. 

არ ვიცი, ეგეთი ტრანსფორმაციული რა გელით, რა ტრანსფორმაციები, დაძაბულობა, ჩხუბები და ბარში ჭიდაობა გიწევთ სოციალური ურთიერთობების დასამენეჯირებლად, მაგრამ წარმატებები. 

 

თუმცა სამყარო ცოტას მაინც გვწყალობს

ანუ, ჩვენს საშველად იუპიტერი მოდის და მთვარეს ხელს წაავლებს. თუ ბედს მიენდობით და შემთხვევით გასწრებულ ავტობუსს დედის ტრაკის გინებას არ დაუწყებთ და სამაგიეროდ გადაწყვეტთ, ცოტა ფეხით გაისეირნოთ, შეიძლება საინტერესო ამბების მონაწილე გახდეთ: გზაში მომავალი ყოფილი პარტნიორი გაგეჩითოთ, ძველი ნაცნობი რომელიც უბრალოდ ფულს მოგცემთ ან ახალ სამსახურს შემოგთავაზებთ. არვი. შესაძლებლობა ბევრია, ისევე როგორც ავტობუსის მოსვლის დრო. 


ის რის გამოც ბოლომდე ჩამოსქროლეთ

ანუ რა აჩუქოთ ზოდიაქოს ნიშნებს ვალენტინობას <3333 


ვერძისთვის: ყველაფერი გაუხარდებათ გულებიანი ჭიქის და ხინკლებიანი წინდების გარდა. ნივთების სამსხვრევ ოთახში თუ დაპატიჟებთ – ეს განსაკუთერებით.

კუროსთვის: თქვენივე ხელით მომზადებული ძალიან სერიოზული three course meal. ან უბრალოდ ნებისმიერი სხვა კულინარიული გ ე მ რ ი ე ლ ო ბ ა. 

ტყუპისთვის: ბარი, მუსიკა, უზრდელური პოეზიის საღამოზე წაყვანა ან 18+ შაირების მიძღვნა. 

კირჩხიბისთვის: idk, ბლოკნოტი, ჩანთა ან რაიმე ოქროს სამკაული. (ალბათ, ბეჭედი ;****)

ლომისთვის: გვირგვინი შეგიძლია მაისურზე მისი სახე დაიხატო. 

ქალწულისთვის: სარელაქსაციო მასაჟები, ქიროპრაქტიკოსთან ვიზიტი. 

სასწორისთვის: აი, მაღალი ქუსლების ჩაცმა რომ დასჭირდეეს ისეთ ადგილას დეითი, ან თუ კაცია, ალბათ, კარგი ხარისხის პერანგი ან ჰალსტუხი. საათსაც ვიტყოდი, მაგრამ შეყვარებულისთვის საათის ჩუქება რეკომენდირებული არ არის. 

მორიელისთვის: დღიური, სადაც საკუთარ ემოციებს და მტრების სიას ჩამოწერს. სასურველია იყოს შავი და death note  – ეწეროს. 

მშვილდისთვის: სადმე ევროპაში, აზიაში ან უბრალოდ უშგულში თრიფი. 

თხის რქისთვის: კომპანიის წილი ან უბრალოდ, მმმ, როგორ ვთქვა კორექტულად, ფ უ ლ ი. 

თევზებისთვის: ჯიმ ჯარმუშის კედელზე, პროექტორით გაშვებული ფილმი. 



მორჩა ბლოგი. 

მძულს ვარდისფერი