სიტუეიშენშიფი- არსებითი სახელი, დაესმის კითხვა ‘რა?’ და ‘ვისთან?’

ურთიერთობები

სითუეიშენშიფი – არსებითი სახელი, დაესმის კითხვა ‘რა’? და ზოგჯერ, ‘რატომ?’

თანამედროვე დეითინგ კულტურაში ყველაზე გავრცელებულ ტერმინად ‘სითუეშენშიფი’ ითვლება. მას არ სჭირდება ისეთი დამატებითი ზედსართავი, როგორიცაა ‘ტოქსიკური’, რადგან თავად სიტყვა თავის თავში უკვე მოიაზრებს ტოქსიკურობის ასპექტს. 

სითუეშენშიფი ურთიერთობის ტიპია, რომელსაც ურთიერთობად არც ერთი მხარე არ აიდენტიფიცირებს: 

ერთი მხარე, მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდა

მეორე მხარე კი იმიტომ, რომ, აი, იმ პირველ მხარეს არ უნდა. თვითონ კიდე საკუთარი საჭიროებების გამოსახატად, სიამაყე, შიში, უხერხულობა და დანაკარგის თავიდან არიდების ტენდენციები უშლის ხელს.

ანუ, მოკლედ, მიმით რომ ავხსნათ, სცენარი შემდეგნაირად ვითარდება:

სითუეშენშიფის მონაწილე ერთი მხარე ( ემოციურად უფრო მოწყვლადი, სავარაუდო ეთეჩმენთ იშუებით) პლოტს შემდეგნაირად განაგრძობს (ძირითადად გრუფ ჩატში):

 

სიტუეშენშიპებს ერთი უნივერსალური გამოცდილება ახლავს თან. ენიგმატური 3 თვე, რომლის დროსაც ამ სამ თვეში ხდება ემოციათა აკუმულირება.

 

თუ აქამდე მშვიდად ცხოვრობდით, შფოთვაც მეტ-ნაკლებად დააბალანსეთ, სითუეიშენშიფში შებიჯებისთანავე, ძირითადად სამი თვის განმავლობაში გიწევს გაათმაგებული სისწრაფით საკუთარ თავში სხვადასხვა აქამდე განუცდელი ემოცია გაატარო: აღტაცება, სიხარული, სასიამოვნო შფოთვა, იმედი, შემდეგ  კი … უკვე უსიამოვნო შფოთვა, დაქვეითებული თვითშეფასება, ეჭვიანობა, უმადობა ან ჭარბი მადა. 

უფრო მეტიც, ჯიბრზე შეიძლება ვარჯიშიც კი დაიწყო. თუ ამ კუთხით შევხედავთ, შეიძლება თითოეული სიტუეიშენშიპი სამყაროს გამოგზავნილი დაბრკოლებაა ჩვენივე პიროვნული ზრდისა და კარმის დაწვისთვის 

( კარმის დაწვა: მძღნერს რომ შეჭამ და მერე შედეგს რომ მოიმკი. (ურბ. ლექსიკონი. ))

 

სითუეიშენშიფში აღმოჩენა შეიძლება შენი მიზანი არც იყოს ( უფრო მეტიც, თუ ეს ნამდვილად არის შენი მიზანი, პრობლემა უფრო ღრმაა და შეიძლება მეოთხე განზომილებაში გადასვლამდე ვერც ეშველოს). მაგრამ ვინაიდან საკუთარი საჭიროებების, მოთხოვნილებების, სურვილების გაცნობიერება საკმაოდ მსხვილ კურკიანი ხილია, რომელზეც ხშირად კბილებს ვიმტვრევთ, შედეგად, როგორც წესი, საკუთარ თავებს ურთიერთობების გლდანში ან ვარკეთილში აღმოვაჩენთ ხოლმე. 

დიახ, სითუეიშენშიფი უბანი რომ იყოს, ნამდვილად გლდანი იქნებოდა. 

ხოლო აპარტამენტის ტიპზე თუ წავა საუბარი – აი, ბათუმში რომ ორბის პლასტმასის კორპუსებია, ის. 

სითუეშენშიფების მთავარი პერსონაჟები ზოგჯერ მამებსაც ჰგვანან – გპირდებიან, რძეზე გავალ და დავბრუნდებიო, შემდეგ კი არ ბრუნდებიან. 

საინტერესო ისაა, რომ არც ერთისთვის გითხოვია რძე ამოეტანა და არც მეორესთვის. 

სითუეიშენშიფების პრაქტიკას ხშირად თან ახლავს თანამედროვე დეითინგის კიდევ ერთი ფუნდამენტური ფენომენი – გოუსთინგი. ანუ, როცა ადამიანი, რომელთანაც გაკრვეული ემოციური კავშირი უკვე დაამყარე, უთქმელად ქრება შენი ცხოვრებიდან. რატომ? ამას 100 დან 98 შემთხვევაში ვერ გაიგებ, თუმცა საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ფსიქოლოგიური მონაცემების ანალიზის შედეგად შეგვიძლია რამდენიმე დასკვნა გამოვიტანოთ:

პიროვნებას ვერ მიუღწევია განვითარების იმ დონემდე, რომ გაქრობის მაგივრად ჩამოყალიბებულად (უმჯობესია ვერბალურად ) ახსნას საკუთარი პოზიცია, ემოციური მდგომარეობა და დამოკიდებულება ნებისმიერი სახის პარტნიორულ ურთიერთობაში. 

პიროვნებას არ უნდა უხერხულ/ემოციურად დამოხტული სიტუაციის პირისპირ აღმოჩნდეს და მას არაინფანტილურად გაუმკლავდეს ( მაგ: არსებობს ასეთი მცნება ობიექტის არამუდმივობის. როცა ბავშვი რაღაცას ვერ ხედავს, ჰგონია აღარ არსებობს, გაქრა. ასევე ვართ ხშირად პრობლემებზე, თავს ვარიდებთ და თავს ვიგდებთ ილუზიაში, თითქოს გაქრა. ადამიანების გარკვეულ კატეგორიას, ზოგჯერ კი ყველას, მიდრეკილება გვაქვს მსგავსი პატერნის გამეორებისკენ ურთიერთობებშიც: რაც მაწუხებს იმას აღარ დავინახავ, ე.ი გაქრება)

პიროვნებას არ უნდა სხვა ადამიანის აღქმაში ნეგატიურად აისახოს – შესაბამისად ამჯობინებენ უტყვად გაქრნენ, ვიდრე მათ მიერ ადამიანში გამოწვეულ (პოტენციურად) ნეგატიურ გრძნნობებს თვალი თვალში გაუყარონ. 

პიროვნებები სუსტები არიან.  რაც ადამიანისთვის საკმაოდ დამახასიათებელი კონდიციაა. 

 

წამალი? 

ფსიქოთერაპევტის კაბინეტის ერთ-ერთ კედელზე გაკრული სამოტივაციო პრინტი:

Don’t be a pus*y!

თუმცა ვინაიდან ადამიანები მოწყენის ჟამს საკმაოდ მაღალი სიხშირით ვაღწევთ, ამიტომ გამოსავლად ისევ დეითინგს მივიჩნევთ ხოლმე:

თუმცა, ალბათ, რომელიმე ბრძენი ინდოელი ოდესღაც იტყოდა, თუ მოწყენილობის გამო კიდევ ერთ სითუეიშენშიფში ეხვევი, problem is you, not them – ო. 

ხოლო თუ არასასურველ სითუეიშენშიფებში გახვევას პატერნად აქცევ – პრობლემა ‘შენ’ კი არა, შეიძლება ‘თქვენ’ იყოთ. ( თქვენში ვგულისხმობ კომპლექსთა იმ ლეგიონს, რომელიც შენს არაადაპტაციურ ქცევებს განსაზღვავენ და რომლებიც თერაპიაზე უნდა განიხილო). 

 

გემშვიდობებით მომავალ ინსაიტებამდე