რა ხდება Tinder-Bumble – ზე: ქართული ტინდერრეალობის შეფასება

ტინდერი

ტინდერი ის აპია, მოწყენილობის ჟამს იმდენად რომ დაეცემი, გადაწყვეტ მეოთხედაც გაურისკო და გადმოწერო. 

შემდეგ გახსენდება საერთოდ რატომ აღარ იკავებდა შენს ტელეფონში ადგილს. 

გახსენდება, რატომ შლიდი ყოველ ჯერზე და რატომ არის ზოგჯერ სინგლობა უკეთესი, ვიდრე ის რაც ტინდერზე გხვდება. 

როგორც წესი მოწყენა შიმშილს ჰგავს – ძალიან მოშიებული არც მაღაზიაში უნდა შეხვიდე და არც კაფეში, რადგან დიდი შანსია ძალიან ირაციონალური გადაწყვეტილება მიიღო, ისეთი რამე ჭამო, რასაც სხვა დროს პირს არ დააკარებდი ან იმდენი საჭმელი აიღო, რასაც ვერ მოერევი და მერე ცუდად გაგხდის. 

ხოდა მოწყენისასაც იგივე ხდება,  ტინდერს და ბამბლს ერთდროულად დავხარბდებით ხოლმე. შემდეგ ვზივართ, ცხვირს ვიბზუებთ და საკუთარი დაცემით გაღიზიანებულები 4 გვერდიან ნაშრომებს ვწერთ იმაზე, თუ რატომ არის სავალალო მდგომარეობა ქართულ დეითინგ რეალობაში. 

Tinder

დაახლოებით რომ დაგანახოთ განსხვავება მათ, ვისაც ტინდერის არასდროს ხილვის ბედნიერება გაქვთ, გეტყვით რომ ვაიბით ტინდერი ქართველ ორკს ჰგავს, რომელიც ამ ორკობის დაფარვას ძალიან ცდილობს, თუმცა იშვიათად კი გამოსდის. 

Bumble 

აი, რაც შეეხება ბამბლს, ბამბლი უფრო ‘გამოსული’ ბაბლელი ტიპია, თითქოს ჯანსაღი პოზიციებით, თითქოს დროს ფეხი უკეთ აუწყო, წინა ცხოვრებაში ტინდერი იყო და ამ ცხოვრებაში ლეველ აფი მოუწია, ბამბლად გაჩნდა, მაგრამ წინ კიდევ ბევრი ინკარნაცია ელის. 

როგორ აფასებს ქართველი აუდიტორია ტინდერსა და ბამბლს?

გადავწყვიტე სანაცნობო წრეში (ანუ ინსტაგრამზე) მეკითხა, რა გამოცდილება აქვთ ხახლს დეითინგ აპლიკაციებთან.

პასუხები ასეთი აღმოჩნდა: 

“ტინდერს მხოლოდ მაშინ იწერ, როცა ძალიან გიჭირს. შემდეგ ხვდები, რომ სხვებმაც ამიტომ გადმოიწერეს. შემდეგ ამ სხვებზე გული გიცრუვდება, რადგან მასე უჭირთ (ანუ შენნაირები არიან). მერე სხვებს ცოტა ზემოდან უყურებ. თუმცა კი ხვდები, რომ მათთნაირი ხარ შენც. მერე გახსენდება, რომ სჯობს ფსიქოთერაპევტის ფული მოაგროვო, რადგან თუ საკუთარ თავთან ისე იწყენ, ტინდერი გგონია გამოსავალი, ე.ი პრობლემა შენშია.“

ნამდვილად, პიროვნება ‘ა’-ს პრობლემა უდეითობაზე გაცილებით ღრმა არის. შეიძლება მეცხრე კლასიდან დოსტოევსკი რომ არ ეკითხა, ახლა უკეთესად ყოფილიყო. 

შემდეგი პიროვნება გვამცნობს:

“ბამბლი სატყნაუროდ გადმოვწერე, მაგრამ დრიმ ბოი ვიპოვე” 

მოცემული აღწერა დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე, ამიტომ გულით ვულოცავთ პიროვნება ‘ბ’-ს 10000-ში ერთი გამონაკლისი რომ გახდა და ვუსურვებთ ბედნიერებას. 

პიროვნება ‘გ’ გვიგზავნის მიმს და ადგილი რომ არ ყოფნის პასუხის დასაწერად, პირადში მწერს: 

“გახსოვს  წელიწადში ერთხელ წამოტივტივებული პოსტები იმის შესახებ, რომ გოგოებს იუმორი არ აქვთ? დაახლოებით მსგავსი რამ იწერება ხოლმე: “აი, განა დაგცინით ან შეურაცხყოფას გაყენებთ, უბრალოდ ჩემ გარშემო გოგო არ მეგულება, რომელსაც კარგი იუმორი აქვს, ან გულწრფელად გავუცინებივარ.” 

შემდეგ სადმე კომენტარში ან რენდომ პოსტში დაიწერება, რომ “იუმორი და ინტელექტის დონე ერთმანეთთან კორელაციაშია” (ბაზარი არაა). ამ ორდონიან შეურაცხყოფას შეიძლებოდა ემოქმედა, მაგრამ დასამშვიდებლად ერთი ტუტორიალი მაქვს: შეხვალ ტინდერზე ან ბამბლზე როგორც გოგო, თვალებში ჩახედავ იუმორსა და ინტელექტში დღევანდელ მოცემულობას და ვერ ხვდები რომ აი შენ, სანერვიულო ნამდვილად არაფერი გაქვს. და თუ გაქვს, ეს მხოლოდ ბიჭებში შენივე გემოვნებაა.” 

… 

that last one burns, ngl

პიროვნება ‘დ’:

“Do you enjoy Bumble კითხვას რომ მიგდებს No-ს ვაჭერ და სქროლვას ვაგრძელებ”

ტოპ პასუხი <33333

პიროვნება ‘ე’: 

“ერთხელ ბამბლი დავხურე”

That’s everyone! – ყველაზე არაგასლაითური ფრაზაა რაც გასლაითინგისას მომისმენია! 

პიროვნება ‘ვ’:

“არცერთგან არავის დავუმაჩივარ. პრობლემა ჩემშია, ალბათ.”

გულწრფელად რომ ვთქვა, ამაზე პასუხი არ მაქვს. შეიძლება, ოღონდ ამას მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ ძირითადად, როცა რაღაც გვინდა, მაგრამ არ გამოდის, პრობლემა სჯობს ჯერ შენში ეძებო და შემდეგ უკვე სხვებში. 

მაგალითად, ცხოვრების ამ ეტაპზე, მე ყველაფერს D ვიტამინის ნაკლებობას ვაბრალებ (ანუ პრობლემას ჩემში). 

‘ზ’:

ამოწყდნენ! 

ერთმა უბრალოდ : 

“ARA.” 

ამ ერთი არათიც ყველაფერი გასაგებია. 

პიროვნება ‘ჭ’: 

“ ტინდერზე გავიცანი ბიჭი, რომელსაც დავუმეგობრდი. ასე 3 წლის შემდეგ, შეყვარებული გაიჩინა, რომელსაც სამსახურის დაწყებაში დავეხმარე. შემდეგ, ამ ბიჭსაც დავაწყებინე დროებითი სამსახური. მოკლედ, შეიძლება დეითინგ აპებიდან რაიმე ღირებულის მიღებაც რა” 

ოქეიი, ბუდას ინკარნაციავ

პიროვნება ‘ჰ’: 

“ახლახანს ბამბლზე გაცნობილ ბიჭთან ვიყავი დეითზე. კოცნაზე არა რომ ვუთხარი, ჩემკენ გამოწევა მაინც სცადა ორ წუთში და ეს ფაქტი შემდეგნაირად ახსნა – რავი ზოგჯერ არას რომ ამბობთ ეგ ხომ კის გულისხმობსო. წერტილი. აი, კიდე “.”. წერტილი. “

აქვე, კაცების საყვარელ ფრაზას გამოვიყენებ “not all man” მაგრამ ერს ზოგადად გვიჭირს. მეგონა ახლა იმ დონეზე მაინც ადაპტირდნენ მსგავსი ტიპები, სულ რომ გულის სიღრმემდე ფიქრობდნენ რომ “არა” “კის” ნიშნავს, ასე ხმამაღლა მაინც არ იტყოდნენ. თუმცა, improvise adapt overcome-ს ინტელექტიც სჭირდება. 

და ბოლოს ერთი ორი სიტყვაც Bio – ში დაწერილ ინფორმაციებზე:

განსაკუთრებით ის კატეგორიაა საინტერესო, რომლებსაც აღწერაში არაფერი უწერიათ და ელიან, რომ მხოლოდ ფოტოებით უნდა მოგვეწონოს ტიპი. 

ა. თუ მინიმუმი რესურსის ჩადება გეზარება დეითინგ აპლიკაციაში საკუთარი თავის გაპიარებისთვის, შენ უეჭველი ‘როგორ ხარ?’  – ის ნაცვლად (რაც თავშივე უკვე არასწორია) “rogorxar”– ს მომწერ. 

და 

ბ. უკაცრავად, თუ არ დამიმტკიცე რომ წერა-კითხვა და სიტყვათა ბრუნვაში ჩასმა ნამდივლად იცი, ისე მარჯვნივ დასვაიფებას ვერანაირად ვერ გავრისკავ. დიახ, აი, ამ დონემდე დავარდა კაცების მიმართ ნდობის მაჩვენებელი. 

აქვე, ორი გამოსამშვიდობებელი მიმი: