
ვაღიარებ, ტესტოსტერონის ხსენებისას ეგრევე ერთიი სიმღერა მახსენდება:
ოლეეე
ოლაააა
ქოცებისს დედის ტ*ვნააააა
თუმცა ეს კულტურული ძეგლი ორივე სქესმა თანაბრად აითვისა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ტესტოსტერონიც ამ დუალობაში გადამეყვანა.
რადგან ტესტოსტერონი მხოლოდ მამაკაცების ჰორმონი არ არის – ის ქალებსაც გვაქვს და ქალის ორგანიზმშის საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მაშ ასე
ტესტოსტერონი ძირითადად მამაკაცებთან, სპორტთან და კუნთების ზრდასთან ასოცირდება. მაგრამ იცოდით, რომ ტესტოსტერონი ქალებისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი ჰორმონია, როგორც მამაკაცებისთვის? ქალებში ტესტოსტერონის დაბალანსებული დონე არა მხოლოდ ენერგიასა და სექსუალურ სურვილს ზრდის, არამედ განწყობაზე, მოტივაციასა და ჯანმრთელობის სხვა ასპექტებზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
რა არის ტესტოსტერონი და როგორ მოქმედებს ქალებზე?
ტესტოსტერონი ბუნებრივად გამომუშავდება ქალების საკვერცხეებსა და თირკმელზედა ჯირკვლებში. მისი დონე 10-ჯერ ნაკლებია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლები გავლენა აქვს.
ტესტოსტერონის მოღვაწეობა ჩვენს ორგანიზმში:
- სექსუალური სურვილი და სიამოვნება: ტესტოსტერონი ზრდის ლიბიდოს, რაც ქალებს ინტიმური ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაში ეხმარება.
- ენერგიის რეგულაცია: დაბალი ტესტოსტერონი ხშირად იწვევს ქრონიკულ დაღლილობას და ენერგიის ნაკლებობას.
- გონებრივი კონცენტრაცია: ის ასტიმულირებს კოგნიტურ ფუნქციებს და მეტად პროდუქტიულს გვხდის
- კუნთებისა და ძვლების ჯანმრთელობა: დაბალი ტესტოსტერონის დონე ხელს უწყობს კუნთოვანი მასის დაკარგვას და ძვლების სისუსტეს.
სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ტესტოსტერონის დონის ბალანსი ქალების ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს. მაგალითად, The Journal of Sexual Medicine-ის კვლევის მიხედვით, ტესტოსტერონის დაბალანსებამ შემდეგ ასპექტებზე იქონია გავლენა:
- ლიბიდოს ზრდა: ქალებმა, რომლებიც ტესტოსტერონის თერაპიას იტარებდნენ, აღნიშნეს ინტიმური სურვილის და სიამოვნების შეგრძნების მნიშვნელოვნად მომატება.
- ენერგიის გაუმჯობესება: დაღლილობა და მოტივაციის ნაკლებობის შეგრძნებამ იკლო, რამაც მათ ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესა.
- სასიცოცხლო უნარების აღდგენა: ტესტოსტერონმა გააძლიერა მათი ყოველდღიური აქტივობების შესრულების უნარი, მათ შორის გაუმჯობესდა ფიზიკური ძალაც.
ტესტოსტერონის დაბალი დონის სიმპტომები
- ქრონიკული დაღლილობა: თავს მუდმივად ენერგიის გარეშე გრძნობთ. (ბლოგის წერის ამ ეტაპზე უკვე მივხვდი რომ არანაირად არ უნდა მქონდეს ტესტოსტერონი ბალანსში)
- სექსუალური სურვილის ნაკლებობა: ლიბიდოს დაქვეითება და ინტიმური ცხოვრებისგან სიამოვნების მიღების შემცირება/უუნარობა.
- დეპრესია და გაღიზიანება: განწყობის ხშირი ცვლილება.
- ძვლის სისუსტე და კუნთოვანი მასის დაკარგვა.
ხომ ვთქვი, მაკლია-მეთქი
ტესტოსტერონის გავლენა სექსუალურ დრაივზე
ალბათ გაგჩენია კითხვა, რატომ ხდება, რომ ზოგჯერ გამხეცებული ხარ, ზოგჯერ კი ერთადერთი ობიექტი რომელთანაც კონტაქტი გინდა, მაცივარია.
სექსუალური სურვილის პერიოდულ ცვლილებაში ტესტოსტერონი მთავარი მოთამაშეა. კვლევები აჩვენებს, რომ ტესტოსტერონი (btw, ტესტოსტერონი რომ ჰორმონია, ეგ ვიცით ხო?) ტვინის სიამოვნების ცენტრებს სტიმულირებს, რაც ზრდის როგორც სექსუალურ აღგზნებას, ასევე რეაქციას სექსუალურ სტიმულებზე.
თუ ქალს აქვს დაბალი ტესტოსტერონის დონე, მას ხშირად სექსუალური სურვილის დაქვეითება ახასიათებს. ამიტომ, ისევ, თუ თქვენი საყვარელი ობიექტი თვის ნებისმიერ მომენტში მაცივარი ან ეკრანზე ჩართული ნეტფლიქსის გამოსახულებაა, ეს შესაძლოა უბრალოდ დაღლილობის კი არა, ჰორმონების ბრალი იყოს.
DROA DASRULED MAMAKACEBIS MONOPOLIA TESTOSTERONZE
იმის დასადგენად, თუ რამდენად გაუბედურებულია თქვენი ტესტოსტერონის დონე, ექიმთან კონსულტაცია საუკეთესო გამოსავალია. ტესტოსტერონის დონის ბალანსირება შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესით:
- ვარჯიში და რეგულარული ფიზიკური აქტივობა.
- ბალანსირებული კვება, განსაკუთრებით ცილებისა და ჯანსაღი ცხიმების მიღება.
- საკმარისი ძილი და სტრესის მართვა.
ბლოგის წაკითხვის შემდეგ თუ მიხვდებით, რომ ტესტოსტერონი შეიძლება ნორმაში გაქვთ, მაგრამ სექსუალურ ცხოვრებაში სხვა პრობლემები გაწუხებთ, მაშინ შეგიძლიათ vibe.ge ჩასქროლოთ და ახალი იდეებით დახუნძლულებმა გააგრძელოთ მოღვაწეობა.
სექსუალური განათლების მიმართულებით სხვადასხვა ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ ჯგუფშიც:
პ.ს იცოდით, რომ ტესტოსტერონის მაღალმა მაჩვენებელმა თმის ცვენაც იცის?