
თქვენი არ ვიცი და მე აგერ უკვე მეორე თვეს ვწურავ ზღვისა და საზაფხულო განტვირთვის გარეშე
და ეს უკვე ისევე შემაწუხებლი გახდა, როგორც ჩემი სარეცხის მანქანა იგივე რეჟიმზე.
სიცხესა და ხვატს ისიც დაერთო, რომ ბოლო ერთ თვეში სამ gender revial-სა და 2 ხელის თხოვნას დავესწარი, ჩემი ქრაში ბათუმშია, კოქტეილში ყინული მალე დნება, ეს უკანassკნელი ყველაზე მტად მტკივნეულია, მაიძულებს, ტეკილის შოთებით ჩავანაცვლო ძვირფასი ჯინტონიკი.
ყოფილთან დარეკვაც კი მომბეზრდა და ყველაფრით დაღლილის სანატრელი აღარც ვიცი, რა დამრჩა, გარდა იმისა, რომ სადმე ახლოს მოვიპოვო განცხრომა.
არ ვიცი, შენც ჩემსავით მძიმე პორბლემები გაქვს თუ არა, მაგრამ თუ თბილისში ხარ, ზუსტად ვიცი, გამოგადგება ჩემი რჩვები და ამბები იმის შესახებ თუ სად გავფლანგოთ დრო სასიამოვნოდ. სად ავყვეთ გულის ზრახვებს ისე ძლიერად რომ, ზაფხულის მჩქეფარე რიტმი დანამდვილებით კარგად შევიგრძნოთ.
მცხეთა, რომელიც მარტო ეკლესიები არაა
თქვენი არ ვიცი და ჩემთვის მცხეთა ყოველთვის იყო მონასტრები, ისტორიები და ფარნაოზი, რომელმაც განავრცო სიტყვა ქართული, (საუნდს სო ბორიიინგ)
მოგვიანებით მე, როგორც გამოჩენილმა მეცნიერ-მუშაკმა ტიკტოკის მცოდნეობაში, აღმოვაჩინე, თურმე, ქართველობის მთავარი სიმბოლო და სიამაყე ყურძენი ისეთ მაიმუნობასთან გაუმიქსავთ, როგორიცაა ნაყინი.
ვფიქრობ, არაა ცუდი იდეა გადავდოთ ერთი დღე მცხეთაში სტუმრობისთვის, პირი გავისველოთ და გული ჩავიგრილოთ ყურძნის ნაყინით, რომლის გემოვნურ მახასიათებლებზე, შეიძლება, მთლად თავი არ დავდო, სამაგიეროდ, იქვე ორ ნაბიჯშივე იპოვით შესანიშნავ კაფეს, სახელად “ტატინს”, მისი ამაღელვებლად გემრიელი კერძები და დაუშრეტელი კრეატივით შექმნილი ვინტაჟური გარემო თუ არ მოგხიბლავს, დამიჯერე, პრობლემა შენშია. თან ორმა იდეალური მადის მქონე ადამიანმა სულ რაღაც 47 ლარად გემოვნებიანად ამოვივსეთ კუჭი.
ნაჭამზე წამოწოლაც გინდა, ჰომ? აბა ისე როგორ,
მაგისთვის მარტივად იპოვი აუზს, სადაც წამოიპლაცკარტებ მოკრძალებულად და მზის აბაზანებით გაიქაფები, თან თბილისზე მეტად ბიუჯეტურადაც შეგიძლია გამოძვრე, რადგან მცხეთის აუზების ფასი 25-30 ლარის ფარგლებში მერყეობს.
მოგვიანებით, აგრილებულზე კი უკან დაბრუნდები თბილისისკენ გინდ შენივე მანქანით, თუ არა და მწვანე ავტობუსებიც მიდი-მოდიან, მგზავრობა 1.70 ღირს.
თბილისის იახტ კლუბი
მართალია, წინა აბზაცში მცხეთიდან ავტობუსით უკან დაგაბრუნე, მაგრამმ ახლა ის დროა, გაგიზიარო, სად შეგიძლია, შეისრუტო თბილისური ბუჟი ჰავა ისე რომ, მაინდ მაპზე ბათუმმა 404 დაიწეროს. იახტით არსაიდან მოვარდნილ ტალღებში გაგაქროლებენ, სხვადასხვა ‘საწყალოსნო’ აქტივობებსაც შემოგთავაზებენ, საუცხოოა პირდაპირ, ვოლ სთრითის მგელის მონაწილეც გეგონება თავი და ახალგაზრდა ლეონარდოსაც შეიძლება დაელოდო იქვე შეზლონგზე მარტინით ხელში, ან მოჩრდილებულ შემაღლებულზე მყოფ მოსასვენებელში გაინებივრებ უდარდელად. (ლეონარდოსკენ თვალი მაინც გაიპარება)
ალგეთის წყალსაცავი
არ ვიცი ბუნებასთან დაკავშირებულ ხელოვნურად გამოწვეულ ცვლილებებს რამდენად ემხრობი, მეგობარო, მაგრამ აღსანიშნავია რომ თბილისიდან მანქანით მაქს. 40 წუთის სავალ გზაზე საკმაოდ სასიამოვნო ლოკაცია შექმნეს. ალგეთის წყალსაცავი, სიმწავნე და სასურველია რამდენიმე მეგობარი საინტერესო თავგადასავლის თანაავტორად. შესანიშნავ დროს გაატარებ. ასე იმედია, დაგიბალანსდება თბილისური ქაოსი.
მანდვე ჩემი რჩევით შეგიძლია ბირთვისის ციხე მოინახულო, სადაც ზუსტად ვიცი საინტერესო ფოტოების გადაღებასაც შეძლებ. აბა, ისტორია ვაჩექინოთ დიდი სიყვარულით.
სიიიიიონი
თვითონ სიტყვა გვეუბნება, რომ აქ ზაფხულის მხურვალე დღეებისგან გაქცევას შევძლებთ. აბა, ტყულად ხომ არ დაარქმევდნენ ქარებს (სიონს).
თბილსთან ახლოს ცოტა თუ მეგულება უკეთესი ლოკაცია საპიკნიკედ და მეგობრებთან ერთდ კარვის გასაშლელად.
და თუ კარავი არ გააქვთ, ან მწერებს დიდი მონდომებით არ წყალობთ, მარტივად დაითრევთ კოტეჯებს, რომლებიც უშვებულობის შვებას ნამდვილად მარტივად მოგგვრიან. თუ ამ აზრს მოიწონებ ბიუჯეტად 150-200 ლარი გათვალე.
სთორის იდეას კი მე თავადვე მოგაწვდი.
დილა, ფეხებზე მსუბუქად გადაფარებულ სბანს იხდი, საწოლიდან დგები, მიდიხარ კარისკენ, აღებ, გადიხარ აივანზე, საიდანაც იშლება ხელთუქმნელი მშვენერება.
(თუ აქ შენს ქრაშთან ერთად წახვალ, კადრში მისი იდუმალი მხარი სხვების დასაინტრიგნებლად “შემთხვევით” არ გამოაჩინო, გთხოოოოოვ!)
ხო და ზემოთ ჩამოთვლილებს რომ მოივლი ამასობაში დასვენებაც მოგისწრებს.
აბა შენ იცი, ადიოს, კარგ მოზაფხულებას გისურვებ.
ავტორი: ელთედო