Gen-Z ანუ თაობა, რომელიც ტრენდებს ქმნის, რობოკოპებს ებრძვის და თუ საჭიროა სხვენშიც აწყობს

ჯენზი

*ბლოგში გამოყენებული იქნება ბევრი ინგლისური ტერმინი და სლენგი 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ადამიანს, რომელსაც თავი სულ ცოტა ზილენიალი მეგონა, მითხრეს, არა არა, შენ ტიპიური Gen Z ხარო. 

იყო დრო, როცა ჩვენთვის (მილენიალებისა და მილენიალ-ჯენ-ზი გზაგასაყარზე დაბადებულთათვის) თაობა – ზეტი მხოლოდ ტიკტოკის ცეკვებთან ასოცირდებოდა. 

შემდეგ სამყარომ იფიქრა, დროა ცნობიერების რევოლუცია მოხდეს და ხალხმა Gen-Z ახალი პერსპექტივით დაინახოსო. 

სამწუხაროა, რომ ამისთვის რუსული ოცნების მიერ რუსული კანონის ეკონომიკური სიდუხჭირით გამომშრალ ცხვირებში ჩატენვა გახდა საჭირო. 

არა, არა იმას ვერ ვიტყვით, ყველაფერი მხოლოდ იმიტომ მოხდა, Gen-Z -ისთვის აბზუებული ცხვირებით რომ აღარ გვეყურებინა ზემოდან….

(unless…)

მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ იმ დღეებში, როცა ფრონტის ხაზზე იდგა Gen-Z, უკანასკნელი ისტორიის განმავლობაში ლამის პირველად მივხვდით, რომ ახალი თაობა მართლა ახალ სისხლს ნიშნავდა და ეს სისხლი საქართველოს ძალიან სჭირდებოდა.

მაგრამ ზოგიერთმა ეს ლიტერალურად გაიგო და 2023 წელს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე, ჯენ-ზის სისხლიც დაიღვარა და ოფლიც. 

Gen-Z ათევდა ღამეებს, არიგებდა პირბადეებს, დაჰქონდა რძე გაზით ამწვარი თვალების დასაცხრობად, დაათრევდა 5 ლიტრიანი წყლის ბოთლებს გაზის ყუმბარების გასანეიტრალებლად და რორამე, სწორედ Gen-Z  იყო ვინც ამ ყუმბარებს ხელში იღებდა და უკან, ფორმიანებისკენ ისროდა. 

Gen-Z ცეკვავდა კვამლში და გაბმულ სიგნალში, რომლითაც ეგონათ ამათ შეაშინებდნენ, თუმცა, როგორც მოგვახსენეს, ‘სირენების და კვამლის გამო კლუბებში დავდივართ ყ*ეებოო’. 

მილენიალებს არ გეწყინოთ – თქვენც იქვე იდექით და ვიცით, ცალკე ტრავმები გაქვთ გამოვლილი, თან იმ დროის – როცა იარაღებში რეზინის კი არა, ნამდვილი ტყვიები იდო და თქვენს ყურთან რატატატატა-ებდნენ. 

@2019tiktokvirals

This was the highlight of 2019 #imintheghetto #ratatata #2019 #2019tiktok #fypシ #fyp #nostalgia #nostalgic

♬ original sound – 2019tiktokvirals

 

მილენიალებზე გადაიარა ცივილიზაციაში ამოსვლის მტკივნეულმა პროცედურამ – 90-იანები წლების საქართველოდან რომ მოდიხარ და 2024-ში ცხოვრებაში გადარჩენის გარდა რამდენიმე მაილსტოუნი რომ უნდა გქონდეს მიღწეული, ბრძოლის ჟინი ისევ გქონდეს და ნიჰილიზმში არ ვარდებოდე – საკმაოდ წარმოუდგენელი ამბავია. 

Gen-Z-ის დაშეიფებაში დიდი როლი გლობალურმა პანდემიამ იქონია. ადრე თუ ვფიქრობდით, საქართველოში თაობები რამდენიმე წლით ჩამოვრჩებოდით განვითარებული ქვეყნების თაობებს, პანდემიამ “კოვიდი ყველას ათანასწორებს თვისიანს, უცხოს, მტერს და მოყვარესო”. 

ჩვენი Gen-Z თვალსა და ხელშუა გახდა იმავე ტერმინოლოგიით მოსაუბრე თაობა, როგორც მათი დასავლელი თანამედროვეები. თან, ნუუ, ტიკ-ტოკი 🤷🏻
ამაში წვლილი მილენიალ მშობლებსაც მიუძღვით – რომლებმაც ბუმერი მშობლების მშობლობიდან რაღაცები ისწავლეს, გაიგეს და გადაწყვიტეს, მგონი დროა შვილები ცოტა უფრო სხვანაირად გავზარდოთ ვიდრე ჩვენ მოგვიწიაო – შედეგად ამ თაობაში არც საკუთარი აზრის დაფიქსირება ერიდებათ, არც ჩაცმულობით საკუთარი თავის ექსპრესია და  მითუმეტეს არც სოციალურ ქსელში პოზიციონირება. 

აი, ისეთ თაობად გაიჩითნენ, წინა თაობის გულღრძო წარმომადგენლებს რომ ათქმევინებს ‘ კაია არა დალხენილი ცხოვრება ნავთის კერასინკის გარეშეო?’. 

ამ თაობის სილაღის იმიტომ გვშურს, რომ თავად ჩვენ ავტორიტარულ გარემოში ვიზრდებოდით. 

სკოლაში ხმას ვერ ამოიღებდი, მასწავლებელთან შეპასუხება უხერხული იყო. ხოლო თუ შეეპასუხებოდი, ე.ი შენი დიდი ბაბუა დიდი რევოლუციონერი იყო და ალბათ გენები გადმოგაყოლა. 

სადაც გაიხედავდი ყველგან ავტორიტეტი იდგა- მასწავლებელი, მეზობელი, თანამდებობის პირი, უფროსკლასელი, ნათესავი. ხშირად ჩვენ მაგივრად პასუხობდნენ ხოლმე შეკითხვაზე და უფრო ხშირად კითხვებს საერთოდ არ გვისვამდნენ – პირდაპირ, აბა კარგად, 10 წელი სამედიცინოზე უნდა ისწავლოო. 

ხოდა მაშინ დაკარგული სილაღე თაობის ნაწილმა ნელ-ნელა, ბრძოლა-ბრძოლით დაიბრუნა, ახალი წესების დამკივდრებისთვის და ინდივიდუალურობის ნორმალიზაციისთვის იბრძოლა და ჯენ-ზის ცოტა სხვანაირი გარემო დაუტოვა. 

რორამე კი შემოდავება შეიძლება, ჯენ-ზის ყოველ ფეხის ნაბიჯზე თუ სატანისტებად, დებილებად, მართულებად, დაბრიყვებულებად იხსენიებენ და პირსინგებისა და თმების გამო ჯვარს აცვამენ, რანაირი კაი გარემო ესააო. 

მარა რაშია საქმე იცით – ყველა თაობას აქვს თავისი ბრძოლა გადასატანი, და ალბათ Gen-Z -ის ბრძოლა ისაა, რომ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებმა ტელევიზორებიდან სატანისტები უნდა ეძახონ. 

ა, და კიდევ ის, რომ მეორე წელი ზედიზედ ერთი და იგივე კანონი აპროტესტონ, ერთი და იგივე რობოკოპებისგან სახეში შესხმული წიწაკის სპრეი ითმინონ, ისევ წყლის ჭავლზე იხტუნაონ და საყვარელი მუსიკალური ჯგუფის ლაივზე წასვლაზე უარი თქვან, იმის გამო ‘სანახაობა’ მთავრობის გადმოგდებული ანკესია, რომლითაც ყველა თანამედროვე ადამიანის მოსყიდვას ცდილობენ. 

Massive Attack კი გვიყვარს, მაგრამ ქოცის დაკრულზე ცეკვა ისეთი გოიმობაა, სულ რო ძაან გინდოდეს, უბრალოდ ტეხავს. 

რაც შეეხება ‘დემონური სულების პატრონ, ჯოჯოხეთიდან ამოსულებს’ (ასე მოიხსენია წეღან კომენტარში MASTERI – ის მადიდებელმა მქადაგებელმა ქალმა ახალგაზრდები) , აი, ეგ საზვერიდან გამოპარული ახალგაზრდები ყოველ დღე, სამსახურების, გაკვეთილების, ლექციების, ცვლების დასრულების მერე იკრიბებიან და მარშს მართავენ თავისუფალი, ლაღი საქართველოს გულისთვის. 

 

ვიმეორებ:

ყოველ 

დღე. 

 

ესაა Gen-Z, ანუ თაობა, რომელსაც საკუთარი ძალის, თავისუფლების და ღირებულების სწამს და მათთვის იბრძვის.