სწრაფი მოდა – ანუ ის, რასაც ვეღარ ვეწევით

ამ ბლოგის წაკითხვამდე, თუ გინდა, ჯერ ეს წაიკითხე

წარმოვიდგინოთ სიტუაცია სამეგობროს ჩატში:
 

მეგობარი: მეორადებში უთესლესი კაბა და ტყავის პლაში გავაძრე

შენ: ხუთშაბათის შუადღეა. სამსახური არ გაქვს?

ამ დროს შენ უბრალოდ გშურს, რადგან დიდი ხანია თესლ ტყავის პლაშს და გრძელ კაბას ეძებ. მაგრამ ტრაკის აწევა გეზარება ვაგზალზე, სამგოში ან დიდუბეში გასასვლელად.

მეგობარი: ორიგინალი რეიბანებიც დავითრიე.

ეს კი უკვე ბოლო წვეთია. შენ ბლოგი გაქვს დასაწერი, მაშინ, როცა შენი მეგობარი შენს სურვილებს იხდენს.

შენ: იდი ნახუი 

საღამოვდება. 

ამდენი სქროლვისგან დოფამინმა ფუნქცია საბოლოოდ დაკარგა. სამაგიეროდ, გახსენდება, რომ არსებობს Zara Greece, Pull&Bear Greece, ის-Greece, ეს-Greece და final boss – Mango Outlet, და კი, GREECE. 

ეს ისეთი მაღაზიებია, აი, ჩინური არ არის, არც ვაიკიკი არ არის, შეიძლება მოდურად გამოიპრანჭო, მაგრამ დღის ბოლოს ზარაც, მანგოც და ბერშკაც ერთ ქვაბში მოიხარშება და ამ ქვაბს – სწრაფი მოდა ეწერება ზედ. 

შენც ჩაყრი კალათში სამოსს, რომელიც მხოლოდ იმიტომ იყიდე, რომ 4 ევრო ღირდა და გეგონა ჩაიცვამდი; ჩამოვა ეს სამოსი, რაღაც არ მოგეწონება, მკერავთან მიტანა დაგეზარება და გრძელი სიტყვა რომ მოკლედ ვთქვათ, ეს შენი მწვანე-თეთრი მაისური (ცხოვრებაში მწვანე ფერი არ ჩაგიცვამს არადა) ბოლოს ტექსტილის ნაგავსაყრელზე სხვა, 92 მილიონ ტონა ნარჩენს შეუერთდება, რომლის დაგორვებაზე შენ და სწრაფი მოდის ბრენდებმა ერთად იზრუნეთ. 

ბრენდებიც შეხედავენ რიცხვებს – მიხვდებიან (ჰაჰა), რომ კი ცუდია (ჰაჰა) ეს სწრაფი მოდა , კი აბინძურებს გარემოს, კი, არასრულწლოვნებს ფიფთიცენტად უწევთ მუშაობა ტანსაცმლის შესაკერად, მაგრამ აგერ, მოქალაქე ჭ, რომელსაც ხელფასი ლარში აქვს, მაინც იხდის რამდენიმე ევროს ამ მედიუმ-აგლი მაისურის შესაძენად, და რავი, კი ვაწარმოოთ ჩვენც.

 

ხოდა ასეეე დაუსრულებლად გრძელდება  მანკიერი წრე:

  • სწრაფი მოდის ბრენდი ქმნის მაისურს
  • ამისათვის იყენებს 2700 ლიტრ წყალს
  • საღებავებს/ქიმიკატებს/კვერცხს idk
  • მილებს – რადგან მომწამვლელი ნარჩენები მდინარემდე>ზღვამდე>ოკეანემდე>ჩვენს სასმელ წყლამდე რამენაირად ხომ უნდა ჩავიდეს? 
  • შენ ამ მაისურს ყიდულობ
  • მერე აღარ მოგწონს
  • მაისური ხვდება ნაგავსაყრელზე და იქ გადაყრილ ტექსტილთა დიდ აჯანყებას უერთდება…
  • სწრაფი მოდის ბრენდი ქმნის მაისურს
  • და იწყება იგივე

 

Fast Fashion=Junk Food 

როგორც ჯანქების ჭამის დროს იცი, რომ არ გამოგადგება ცხოვრებაში, ასევე სწრაფი მოდის ბრენდების მოხმარებისას იცი, რომ მაქსიმუმ 1 წელი გაგიქაჩოს. 

და ჯანქ ფუდივით, ხშირად სხეულში ისეთ ნარჩენებს გიტოვებს, რომლისგანაც ორგანიზმის გაწმენდას რიტუალები სჭირდება – მაგალითად 3 დღიანი შიმშილი. 

ეს ნარჩენები ძირითადად მიკროპლასტმასებია, რომელსაც ვერანაირი ძალა ვერ შლის ,სულ ცოტა, რამდენიმე ასწლეული. 

რა უნდა ჩვენს სამოსში პლასტმასებს? ის უნდა, რომ სამოსის უმრავლესობა, განსაკუთრებით ბიუჯეტური სამოსის (თუმცა, ზარა რომ არც ისე  ბიუჯეტურია ქართული სტანდარტით, ამაში ღარიბი იმიტომელები დამეთანხმებიან) სინთეტიკური მასალისგან მზადდება, რომელიც მიკროპლასტმასებს შეიცავს. 

 

Dark side of სწრაფი მოდა

სწრაფი მოდის ბრენდები წელიწადში 92 მილიონ ტონა ნარჩენს აგროვებენ, რაც დაახლოებით 24 000 ეიფელის კოშკს იწონის. 

ანუ, ამ რაოდენობის ტექსტილს შეუძლია:

  • საქართველოში შავი ზღვის სანაპირო ზოლი 1.5 კილომეტრის სიმაღლის ტექსტილის გორით დაფაროს.
  • თბილისის მთლიანი ტერიტორიის 63.4% ტანსაცმლით გაავსოს 
  • ანნ თბილისის ზღვა გაავსოს 9-ჯერ 

ნარჩენების დაშლას, მათ შორის ბუნებრივი მატერიის, ასობით წლები სჭირდება, ზემოთ ნახსენებ სინთეტიკურ ქსოვილებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. 

მიკროპლასტმასები, რომელსაც სინთეტიკური ქსოვილები შეიცავს, ხშირად ხვდება წყალში, თევზებში, შესაბამისად ჩვენს საკვებში და ბოლოს ისე გამოდის, რომ დღეში საშუალოდ 1 პლასტიკურ ბარათს მივირთმევთ. 

ყველაფერს სწრაფ მოდას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი დიეტის მრავალფეროვნებაში წვლილი ნამდვილად შეაქვს. 

გარდა ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვისა, სწრაფი მოდა ერთი მხრივ გლობალურ დათბობაზე, მეორე მხრივ კი ადამიანური რესურსის ბოლომდე ათვისებაზე ზრუნავს: ნარჩენების გადამუშავებისას გამოყოფილი სითბური გაზები მყინვარწვერს ადნობენ, ხოლო ტანსაცმლის საწარმოებში მომუშავე თინეიჯერები ისეთ ანაზღაურებაზე მუშაობენ, დიდი შანსია გლობალური დათბობით გამოწვეულ უჩვეულო ტალღებზე ან უფრო მეტიც – ცუნამზე სერფინგი ვერასდროს მოახერხონ. 

 

სწრაფი მოდა პრობლემად თავისით არ ქცეულა

ინდუსტრიულმა რევოლუციამ, წარმოების მექანიზაციამ ტექსტილის დიდი რაოდენობით დამზადება გამოიწვია. 

ომის შემდგომმა პერიოდმა – სადაც რიგით ადამიანებსაც უკვე ჰქონდათ ფინანსური შესაძლებლობა სხვადასხვა ქსოვილი, სამოსი ეყიდათ, თავისი გავლენა იქონია. გაიზარდა მოთხოვნდა – გაიზარდა მიწოდებაც ( იუ, მაგრამ ბაზარი არეგულირებს).

ამას დაემატა გლობალური ვაჭრობის განვითარება – მეტი და მეტი პროდუქტის წარმოება დაიწყო, ეს პროდუქტი გაიაფდა და  ჯაჭვურად ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, რომ კონსიუმერიზმი ჩვენი ყოფის ერთ-ერთ ვილანად იქცა და მე-11 მცნებად ესს დაემატა რელიგიას: 

არ იყო ძაან კონსიუმერი ( სინამდვილეში თავიდან ‘არა იღორო’ იყო, მაგრამ ვეგანებმა ღორებს რაღას ერჩითო და… )

მოკლედ, კიი, ქაინდა ყველას უნდა შეგვძლებოდა შარვლის ყიდვა – მაგრამ უშარვლობის ტრავმამ დღეს აქამდე მიგვიყვანა.

და ვინაიდან ვამბობთ, რომ ჩვენ უფრო ცნობიერი არსებები გავხდით, ვიდრე ვიდრე ადრე ვიყავით… საჭიროა უფრო გაცნობიერებული ნაბიჯებიც გადავდგათ გარემოსა, ჩვენივე ჯანმრთელობისა და ქარხნებში მომუშავე ბავშვების სასიკეთოდ. 

ხოდა, ასე დავიწყეთ იმიტომში კამპანია სადაც Meoradebi Meoradebue უნდა გავხადოთ და ხალხი წავაქეზოთ, სწრაფი მოდის ბრენდების მაგივრად ( Zara, H&M, Bershka,  და ა.შ) მეორადებში ვინტაჟურად იშოპინგონ. 

მეტი Meoradebue – ზე, შეგიძლია აი, აააქ გაიგო