ხშირად ადამიანები, რომლებსაც სგგდ უდასტურდებათ ამ საკითხზე საუბარს გაურბიან, თუმცა ამ ამბავში სასირცხვილო არაფერია. მთავარია ინფორმირებული იყო და ეს ამბავი შენს პარტნიორს დაუყოვნებლივ გააგებინო. მოკლედ not a big deal, ყველაფერს ეშველება.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები დაუცველი სქესობრივი კონტაქტით: ორალური, ანალური და ვაგინალური სექსით ვრცელდება. სგგდ-ით განსაკუთრებით 15-დან 25-წლამდე ადამიანები ავადდებიან, ყველაზე გავრცელებული ინფექციები კი ქლამიდია და გონორეაა. ზოგიერთი ინფექცია სხეულის სითხეებით: სპერმით, ვაგინალური სითხით ან სისხლით ვრცელდება. მაგალითად ჰერპესის გავრცელებისთვის კანით კანზე შეხებაც კი საკმარისია.
სგგდ ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ინფიცირებული ადამიანი მას მაინც ავრცელებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი სიმპტომებიც იჩენს თავს. სგგდ-ს ზოგადად სიმპტომები კი ასე გამოიყურება:
უჩვეულო გამონადენი პენისიდან ან ანუსიდან;
ვაგინალური გამონადენი — ჩვეულებრივზე განსხვავებული სუნით, ფერით ან ტექსტურით;
ტკივილი მოშარდვისას;
წანაზარდები ვაგინაზე, ანუსზე ან პენისზე;
უჩვეულო სისხლიანი გამონადენი ვაგინიდან;
ქავილი გენიტალიებზე ან ანუსზე;
წყლულები გენიტალიებზე ან ანუსზე;
მტკივნეული სექსი და ა.შ.
ზოგადი სიმპტომების ცოდნასთან მეტი ინფორმირებისთვის კარგი იქნება კონკრეტულ დაავადებებზეც თუ გეცოდინება.
ქლამიდია
სიმპტომები: ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ამის გამო ხანდახან როგორც ‘’ჩუმ’’ ინფექციას, ისე მოიხსენიებენ. გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში ახასიათებს ხშირი და მტკივნეული შარდვა, ქალებში მენსტრუალურ ციკლს შორის ან სექსის დროს სისხლიანი გამონადენი, მამაკაცებში სათესლე ჯირკვლის შეშუპება ან ანალური სისხლდენა. მისი განკურნება ხდება ანტიბიოტიკებით თუმცა, ქალებში შეიძლება გამოიწვიოს რეპროდუქციული სოსტემის მუდმივი დაზიანება და/ან ე.წ. გარე-ორსულობას. ასევე, უმკურნალებელი ქლამიდია ზრდის აივ ინფექციის გადადების შანსებს.
გონორეა
სიმპტომები: ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თითქმის ქლამიდიას იდენტური სიმტომებით ხასიათდება: წვა შარდვის დროს, გამონადენი პენისიდან, საშოდან ან ანუსიდან. ანალური სისხლდენა, ქალებში ჭარბი სისხლდენა მენსტრუაციის ან სექსის დროს. მისი განკურნება ხდება ანტიბიოტიკებით თუმცა, ქლამიდიას მსგავსად ქალებში შეიძლება რეპროდუქციული სოსტემის მუდმივი დაზიანება და/ან ე.წ. გარე-ორსულობას გამოიწვიოს. ასევე, უმკურნალებელი ქლამიდია ზრდის აივ ინფექციის გადადების შანსებს.
ჰერპესი
სიმპტომები: ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ინფიცირებულმა ადამიანმა ვირუსი შესაძლოა კოცნითაც გაავრცელოს. გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში ახასიათებს წყლულები პირის ღრუს, სასქესო ორგანოებისა და ანუსის გარშემო ან ანუსის შიგნით. ამჟამად ჰერპესის განკურნების მეთოდი არ არსებობს, თუმცა ექიმები ნიშნავენ მედიკამენტებს, რომლებიც ამცირებენ ვირუსის გგავრცელებისა და სხვებზე გადაცემის ალბათობას. გადაცემის ძირითადი გზა პირდაპირი შეხება წყლულზე, ნერწყვი და გენიტალური სითხეებია.
პაპილომა
სიმპტომები: პაპილომა ვირუსით დაავადებულ ადამაინებს ხშირ შემთხვევაში არ აღენშნებათ სიმპტომები. გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში ახასიათებს გენიტალიური მეჭეჭები. პაპილომა ვირუსისგან განკურნების მეთოდი არ არსებობს, ხშირ შემთხვევაში ის თვითგანკურნებადია, თუმცა თუ ეს ასე არ მოხდა მას შეუძლია გამოიწვიოს გენიტალური მეჭეჭები და/ან კიბო. მისი გავრცელება ძირითადად ხდება ვაგინალური და ანალური სექსის დროს. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგოდ მხოლოდ ვაქცინაცია არსებობს, ხოლო ქალების შემთხვევაში კიბოსწინარე ცვლილებების დადგენა ხდება პაპ ტესტით.
ჰეპატიტი
ჰეპატიტის სამი სახე A, B და C ჰეპატიტები არსებობს. შესაბამისად მკურნალობაც და სიმპტომატიკაც განსხვავდება. A ჰეპატიტი თითქმის ყოველთვის თავისით ქრება, B და C ჰეპატიტები კი ხშირად ქრონიკულ ინფექციებს იწვევს.
სიმპტომები: B და C ჰეპატიტებს ახასიათებს ცხელება, დაღლილობა, მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, სახსრების ტკივილი, მუქი შარდი. თუმცა ბევრი ადამიანის შემთხვევაში ეს დაავადებაც სხვების მსგავსად უსიმპტომოდ მიმდინარეობს იქამდე სანამ ღვიძლის ცეროზს არ გამოიწვევს.
მწვავე B ჰეპატიტისთვის ეფექტური სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, დაავადებული ადამიანები შესაძლოა გამოჯამრთელდნენ თუმცა, სრულად ვერ განიკურნონ. პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციით.
C ჰეპატიტის შემთხვევაში კი 90%-ზე მეტი იკურნება.
აივი/შიდსი
სიმპტომები: ძირითადად სიმპტომები აივით დაავადებულებს არ აღენიშნებათ. ინფიცირების დროს კი შესაძლოა ჰქონდეთ გრიპის მსგავსი სიმპტომები: დაღლილობა, ცხელება, ან გამონაყარი. შიდსის განვითარებას კი საშუალოდ 10 წელი სჭირდება. შიდსის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს წონის სწრაფ კლებას, გამონაყარს, დაღლილობას, ცხელებას, შემცივნებას და ღამით ოფლიანობას.
ჯერჯერობიით არ არსებობს აივის განკურნების მეთოდი, თუმცა მკურნალობის შედეგად აივ ინფიცირებულებს სიცოცხლის ჩვეულ რიტმში გაგრძელება შეუძლიათ.
სიფილისი
სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე. მისი პირველი ნიშანი უმტკივნეულო წყლულია, რომელიც სასქესო ორგანოზე ან მის გარშემო შეიძლება გაჩდნეს. დაავადების პროგესირებასთან ერთად შესაძლოა გამოვლინდეს გამონაყარი, ცხელება და ლიმფური კვანძების შეშუპება. თუმცა შესაძლოა ეს სიმტპტომები მალევე გაქრეს. მკურნალობის გარეშე, სიფილისი შეიძლება პროგრესირებდეს და გავლენა მოახდინოს გულზე, ტვინზე და სხვა ორგანოებზე, რამაც გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი. სიფილისის განკურნება ანტიბიოტიკების საშუალებით ხდება თუმცა ორგანიზმისთვის მიყენებული სხვადასხვა დაზიანება შესაძლოა ვერ აღმოიფხვრას, განსაკურებით მაშინ თუ მკურნალობა დაგვიანებულია.
ტრიქომონიასი
სიმპტომები შესაძლოა ქალებში უფრო გამოხატული იყოს ვიდრე მამაკაცებში. ქალისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია წვა შარდვის დროს, ვაგინალური გამონადენი და ტკივილიი სექსის დროს. ტრიქომონიასი ანტიბიოტიკებით იკურნება.
როგორ შეგვიძლია სგგდ-ს თავიდან აცილება?
სგგდ-ს თავიდან აცილების ერთადერთი გზა ვაგინალური, ანალური და ორალური სექსის დროს კონდომის გამოყენებაა. პრევენციისთვის კი რეგულარული ტესტირება მნიშვნელოვანი პროცესია.
რეკომენდებული ტესტირებები:
აივ ინფექცია ყოველწლიურად — ყველა ადამიანი 13-დან 64 წლამდე.
გონორეა და ქლამიდია ყოველწლიურად — ყველა სქესობრივად აქტიური ქალი 25 წლამდე.
სიფილისი, აივ ინფექცია, B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი — ორსულობის დასაწყისში.
სქესობრივად აქტიური გეი, ბისექსუალი და სხვა.. – სიფილისი, ქლამიდია, გონორეა — ყოველწლიურად.
ბევრი ან ანონიმური პარტნიორების შემთხვევაში ყოველ 3 — 6 თვეში ერთხელ.
აივ ინფექცია მინიმუმ წელიწადში ერთხელ ან ყოველ 3 – 6 თვეში ერთხელ.