
ენა ცოცხალი ორგანიზმიაო, მიმეორებს ჩემი მეგობარი და მიმეორებს ყოველ ჯერზე, როცა დემონსტრაციულად, ლიმნიანი ჩაის მაგივრად, ლიმონიან ჩაის ვამბობ და თავმომწონედ გადავხედავ ხოლმე.
თავად, ე.წ გრამატიკის ნაცისტია (Grammar Nazi) (ერთხელ, ბავშვობაში, დაბადების დღეზე ხატის მაგივრად აკაკი შანიძის გადიდებული ფოტოც კი აჩუქეს), მაგრამ მიაჩნია, რომ ლიმონიანის – სისწორე უბრალოდ შეთქმულების თეორიაა და მეტი არაფერი.
ენა რომ ცოცხალი ორგანიზმია, ამას ნათლად ვხედავთ მაშინ, როცა ჩვენსავე ენას დავფერთხავთ და აღმოვაჩენთ, რომ ყველა ერისგან, ეთნიკური ჯფგუფისგან თუ საბკულტურისგან, ისტორიის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სიტყვეები გვისესხებია.
და არა მხოლოდ ჩვენ, ქართველების გადაგვარებას ნუ დავაბრალებთ ყველაფერს. კულტურა და ენა ერთდროულად ძალიან მიმოქცევადი და დრეკადი ერთეულებია – შესაბამისად, ერთა უმრავლესობაში, შეიძლება ფრესკა საუკუნეების განმავლობაში შეუცვლელი დარჩეს, თუმცა ენას ყოველთვის ეტყობა ხოლმე ჭრილობებიც და მისი მოშუშების მცდელობებიც.
დღეს კარგად ვხედავთ, ნელ-ნელა, როგორ იბრძვიან რუსული ჟარგონები, სლენგები ენაში დასარჩენად და როგორც ცდილობენ ინგლისურები – თავის დამკვიდრებას.
ჩვენც ვერ ველევით “ვაფშეს”, თუმცა მასთან ერთად საკაიფოდ ხშირად ვხმარობთ ქეჟუალს.
ერთი მხრივ ენას ჩვენივე კულტურა – აღქმები, გეოგრაფიული მდგომარეობა, სოციალური და ეკონომიკური პირობები განსაზღვრავს ხოლმე, თუმცა ენა თავის მხრივ გავლენას ახდენს ჩვენი აზროვნების ფორმასა და ზოგადად, აღქმაზე.
თუ ვერ გაიგეთ რა ვთქვი, უბრალოდ Arrival ( 2016) უყურეთ და უფრო ვერ მიხვდებით.
ენის ჩამოყალიბებაში და დღევანდელ ფორმამდე მიტანაში ბევრმა საბკულტურამ, ჯგუფმა იქონია გავლენა. ზოგიერთ ჯგუფს ახალ-ახალი სიტყვების გამოგონება მხოლოდ იმისთვის უწევდა, რომ თავი გადაერჩინა და უსაფრთხოდ დალაპარაკებოდა თავის მსგავსს, ზოგიერთ კი მხოლოდ იმისთვის, რომ უმრავლესობისა და ელიტის ნალაპარაკები უბრალოდ არ ესმოდა და მისი გამარტივება გადაწყვიტა.
სლენგები, რომლებიც საბკულტურებმა, სხვადასხვა ჯგუფებმა და უმცირესობებმა შექმნეს
Black English
სლენგები, რომელთა თავდაპირველი ავტორები შავკანიანების ქომიუნითი იყო, დღეს თეთრკანიან ინლგისურად მოსაუბრეთა შორის ყველაზე გავრცელებულ სიტყვებად ჩამოყალიბდა.
მაგ: Woke. დღეს უკვე თითქმის დამცინავ ტერმინად იქცა აღნიშნავს ადამიანს, რომელიც ულტრასენსიტიურია სოციალური უსამართლობების მიმართ და რომელიც, სხვების აზრით, ცოტა ძაან აბუქებს.
ამ ტერმინს თანამედროვეობასთან და ულტრალიბერალიზმთან აასოცირებენ ხოლმე, თუმცა სინამდვილეში, ამერიკაში მცხოვრები შავკანიანთა საზოგადოება ჯერ კიდევ 30-40-იან წლებში გამოიყენებდა ამ ტერმინს რასობრივი დისკრიმინაციის, კანის ფერის ნიადაგზე ჩაგვრისა და უსამართლობის მიმართ მაღალი ცნობიერების დონის აღსანიშნავად.
Cool – ჯერ კიდევ 30 -იან წლებში გამოიყენებოდა იგივე მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც დღეს ჯენ-ზი იყენებს.
და მილენიალებიც, idk.
- BAE
- Salty
- Ghost (სითუეიშენშიფები რომ აკეთებენ ხოლმე, აი, ის)
- GOAT
- Squad
- Flex
და კიდევ ბევრი სხვა, სწორედ black community-ის ნამოღვაწარია.
სალიტერატურო ენაში დამკვიდრებული ფრაზებიც (რადგან პერსონაჟებად ჩვეულებრივი პერსონაჟები ჰყავთ) აი, ამ ფრაზებით საუბრობენ: “get with it,” “bad-mouth,” “chill out,” “talk trash”, “strut your stuff,” “kick back” (დაჩილავდიო, ანუ), “live large” (that is, extravagantly), “do your thing,” “get-go” (the beginning)“rip off”.
შემდეგი მაგალითებით შეამჩნევთ, რომ თანამედროვე სასაუბრო ენაში Black community – ის მიერ შექმნილი ძალიან ბევრი სიტყვა თუ ფრაზა დამკვიდრდა.
ჯენ-ზი სლენგები
და არა, სლეი არა.
- Rizz
- Flex
- Bussin
- goat
- Cap
- Queen/King
- ქეჟუალი
- გაქრინჯა
- ვაიბი
- დამგოსთა
- ექსტრა
- ბეისიქ
ასევე, გამოთქმები:
- it’s giving desperate/delulu
- Delulu is solulu
- in my *რაღაც* era
- Hits Different
პ.ს ამათ ვწერ და ვხვდები, რომ არ ვარ რა ავთენტური ჯენ-ზი.
გარდა იმისა, რომ ჯენ-ზის ლექსიკონი ახალ-ახალ სიტყვებს იგონებს, იმიტომ რომ მიმმა მოითხოვა, მას black english – დანაც საკმაოდ ბევრი სიტყვა აქვს ნასესხები, რისი მიზეზიც შეიძლება ჰიპ-ჰოპის პოპულარულობაც იყოს.
Polari და ქვიარ კულტურის სლენგები
აქ მართლა უამრავი აღმოჩენა გავაკეთე. ჯერ ის, რომ ქვიარ სლენგები ძაალიან დიდი ხანია არსებობს და მეორე ის, რომ 50-იან წლებში გეი საზოგადოებას თავისი საიდუმლო ენა – Polari ჰქონდათ, რომელიც ერთმანეთთან უსაფრთხო კომუნიკაციის საშუალება იყო. პოლარის სიტყვები ძირითადად იტალიურიდან ჰქონდა აღებული. ვინაიდან მაშინ მოსიარულე თეატრი/ცირკი პოპულარული იყო, ხოლო ბრიტანული თეატრი და გეი ქომიუნითი ხშირად სინონიმებადაც აღიქმებოდნენ, გასაკვირი არაა, რომ პოლარიმ მოსიარულე გამრთობებიდან ბრიტანეთის ცნობილ თეატრში და შემდეგ ზოგადად უკვე საზოგადოებაში დაიმკვიდრა თავი.
თან, ხო, ისიც ეხმარებოდა ამ ფაქტს, რომ 1967 წლამდე ბრიტანეთში ჰომოსექსუალობა კანონით ისჯებოდა.
კი, ხალხს ციხეში სვამდნენ ამის გამო.
თუმცა პოლარი საიდუმლოდ დიდხანს არ დარჩენილა – ისე მოხდა, რომ 1965 წელს, ამ ენას, ეროვნული რადიოს სპიკერებიდან გაიგონებდით… მხოლოდ იმიტომ, რომ BBC-ის მესვეურებმა, კომედიურ რადიო შოუს წამყვანებს შეუთვალეს, ნებისმიერი ხუმრობა დასაშვებია, თუ straight interpretation შეიძლება მისიო…
მოკლედ, კი კარგი იყო, მთელ ქვეყანას გეი-ხუმრობები რომ ესმოდა და სულ რომ პოლარი არ სცოდნოდათ, სადღაც მაინც ხვდებოდნენ, რაღაც naughty- ის რომ ისმენდნენ… მაგრამ ამ მომენტმა პოლარის ფუნქცია ფაქტობრივად მოკლა.
ანუ, ბარში მშვიდად მჯდომი ვერ გადაიხრებოდი და ვერ ჰკითხავდი ვინმეს: “the butch omi’s lallies and thews” ( სიმართლე გითხრათ, ეს არ ვიცი რას ნიშნავს, რედიტზე დაწერა ვიღაცამ ისე, რომ თარგმანი არ მოაყოლა! )
წარმოგიდგენთ, ქვიარ კულტურისთვის დამახასიათებელ რამდენიმე სლენგს:
- Tea – კაი მსუყე ჭორი.
მაგ: c’mon spill the tea, ანუ დაფქვი, ამოყარე რა ინფოც გაქვს მეზობლის გოგოზე. - Yass
- Queen
- Slayy – იმედია მიყოლებით წაიკითხეთ. სამივე სიტყვა, რომელიც ახლა გამართულ წინადადებას ქმნის, ქვიარ თემის შემოქმედებაა.
- Shade – ვიღაცაზე რომ გადაკრულ, აუგ სიტყვას იტყვი, ოღონდ ძაან სმუზად. Throw a shade. ამ ფრაზას 80-90 – იანი ლათინო და შავკანიანი გეი ქომიუნითის დამსახურებაა.
- Serve – როცა პიროვნება გამოიყურება მოდურად, ტრენდულად, თავი კარგად უჭირავს, მოკლედ, slaying ოღონდ გარეგნობით, გამოხედვით, აურით.
- Gurl – კი ეს სიტყვაც ქვიარ ქომიუნითის წიაღში წარმოიშვა და დღეს ყველგან ვიყენებთ.
- Gag – აი, როცა რაღაც დაგშოოკავს
- Kiki – ფართი, წვეულება
- Reading – როცა ქვიარი ძაან მწარედ დისავს ან ეღადავება ვინმეს
- Werk – სრული თავდაჯერებულობით არსებობა, რაიმე საქმის კეთება
- Sashay – ისე რომ ჩაივლი თითქოს ქეთვოქზე ხარ და მთელი სამყარო შენ გიღებს და შენ ეს ამბავი გკიდია – დაახლოებით, ამას ნიშნავს.
- Bear – მომასკულინურო, dad bod – მქონე ტიპაჟი, ცოტა ბევრი თმით, დიდი ზომის ტანით
- The Alphabet Mafia – მიმიდან წამოსული ტერმინი, რომლითაც თავად ქომიუნითის წევრები მოიხსენიებენ lgbtql+ თემს. საკმაოდ მაღალი ხარისხის მიმები ვნახე ამ სახელწოდებით. ყველას გირჩევთ ( თუმცა, რედიტის ქვიარ საზოგადოება ორადაა გაყოფილი (უფრო, 20-80%-ზე), ზოგიერთი წერს, რომ მაფიასთან ასოცირება ცუდია, ზოგი კი პასუხობს რომ ზედმეტად ასენსიტიურებენ მიმს)
- Friend of Dorothy – ოდნავ მოძველებული ფორმაა, თუმცა მაშინ, როცა LGBTQL+ ხალხს დევნიდნენ ან ზოგიერთ ქვეყანაში, საერთოდ არალეგალური იყო ჰომოსექსუალური სახის ურთიერთობები, მაგალითად, ბრიტანეთში, ეს უწყინარი ფრაზა გამოიყენებოდა სექსუალური იდენტობის დასადგენად.
- Doris Day – სამხრეთ-აფრიკული სლენგი, რომელიც პრაიდის დღეს აღნიშნავს.
თუმცა ჩემი საყვარელი ფრაზა, რომელიც ბოლოდროს დამკვიდრდა, default settings – არის.
მაგალითად: “shut the fuck up default settings”
მე მგონი, ახსნა არ სჭირდება.
პ.ს იცოდით, რომ ავსტრალიაში ‘გეის’ მაგივრად ლეზბოსელი ქალები და გეი კაცები ტერმინ camp-ს იყენებდნენ?
ქართული ჟარგონები
ქართული ჟარგონები ის ხილია, რომელსაც ახსნა არ სჭირდება, თუმცა თუ ახსნას დააპირებ, მიხვდები, რომ სიტყვები გეკარგება. როგორ შეიძლება ახსნა სიტყვა ბანძი, როცა უკვე თავისთავად გეუბნება სიტყვა, რომ აი, ბანძს ნიშნავს?
და რაც ყველაზე ტრაგიკულია, ინგლისურში რაიმე სლენგის წარმოშობის დასადგენად, შეგიძლია დაგუგლო Bussy origin. მაგრამ, აბა ქართულად სცადეთ “გაედო – სიტყვის წარმოშობა” დაგუგლვა.
მოკლედ:
- ბასიაკი – მდაბალი მემთვრალე
- ბათქი – ურთიერთ საშუღლო პაემანი
- ბანძი – ცუდუბრალო
- ვაჟნი – ცუდმედიდი
- ვაფშე – ყოვლით კერძო
- თესლი/შეთესლილი – ჭკჳსა ბოროტად მომხმარი
- მოყომარება – შეგონებით დარწმუნება
- ტრუხა – ამაო, ფუტუროსაჳთ
- ჩმორი – ვერ-მძლე
ყველაზე ძველი წყარო, რომელსაც მივაგენი ესაა. თუმცა ამ განმარტებათა ავტორი ვინ არის, ახლა რას აკეთებს, რა პროფესიის იყო, ეს მოცალეობის ჟამს ქნა თუ არა, ამას ვერასდროს გავიგებთ.
სტატია დაფინანსებულია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) გრანტით, რომელიც მხარდაჭერილია გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) მიერ. გამოთქმული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს IWPR-ის ან FCDO-ს მოსაზრებებს.