
პორტალები დიდად ვეღარ გვიკვირს საზოგადოებას.
რიკი და მორტი ყოველ დაცემინებაზე ავტომატურად ხსნიან.
მაგრამ აი, ქართული პორტალი, თბილისის ანძის წინ რომ იჩითება უცებ და შიგნით არც მეტი არც ნაკლები ძაან ქართველი დ ა ვ ი თ ა აბიჯებს და მულტივერსის მაცხოვრებლებს ჩ ა ქ ა ფ უ ლ ზ ე უყვება – ნამდვილად გვაკვირვებს.
2023-ში სხვა ლეველის ოდისეას პირველი 4 სერია დაიდროფა, ხოლო 6 თვიანი ლოდინის შემდეგ, მაყურებლებმა დანარჩენი 6 სერიაც ვიხილეთ. ასე, სულ რაღაც 10 სერიაში ჩაიხურა პირველი სეზონი და ბონუსად – კაარგი პლოტ-ტვისტიც ჩაგვაზილა.
ვერც პლოტ-ტვისტები გვიკვირს ფარულ ვნებაზე და მეორე სიცოცხლეზე გაზრდილ საზოგადოებას ( ჯენ -ზისთან ბოდიში, მე თითქმის მილენიალი ვარ), მაგრამ აი, პარალელური რეალობის თბილისი, ცნობილი როგორც ‘ტყუილისი’ რომ გეჩითება, მაგას მაინც სხვა მუღამი აქვს.
რას გვიყვება ახალი სერიები
ვინც კინოში ნახვა ვერ მოასწარით მთელი სეზონის და ჯერ, არც Cavea+ზე გინახავთ (უფასოდ დევს, მუქთად, ფულს არ იხდით) შეგახსენებთ, რომ ამბავი თბილისელ დავითაზეა, (დავითა მთაწმინდელი შევარქვი, რაღაცნაირად, საკრალურად ჟღერს) რომელიც რენდომად 16 წლის წინ დაკარგული მამის წერილს წააწყდება და იგებს, რომ მულტივერსი არსებობს და მისი ბოროტებისგან გადარჩენა დავითას მოვალეობაა.
არადა დავითას უბრალოდ პიცის ჭამა და დოტას თამაში უნდოდა.
მაგრამ ვინაიდან 17 წლისაა და ძალა ერჩის ( არ მესმის თინეიჯერების), გახსნის პორტალს და დაიწყებს მოგზაურობას:
- ბუშტების სამყაროში
- რაღაც ‘ავატარის’ მაგვარ საყმაროში, სადაც მაცხოვრებლებს ხეებთან ფსიქიური კავშირი აქვთ, idk, weird
- უუუზარმაზარ სუპერმარკეტში, რომელსაც გ ი გ ა მ ა რ კ ე ტ ი ჰქვია და სადაც უზარმაზარი რიგებია ( ლითერალი, თბილისის ნებისმიერი ავტობუსის გაჩერება )
- მერე ერთ ქრინჯ გოგოს შეხვდება, რომელიც სიზიფეს პონტშია, უბრალოდ ლოდის მაგივრად გიტარას დაათრევს და ცხოვრების საზრისს აპოვნინებს
და ბოლოს
სპოილერი ფრთხილად
მამასაც მიაგნებს.
მაგრამ როდის ყოფილა გმირის გასავლელი გზა ასეთი მარტივი და უსისხლო?
მოკლედ, მამას რომ ნახავს, იქიდან იწყება მთელი დაკა-დაკა .
ა, და რაც მთავარია – სერიალში უზარმაზარი კბილის პროთეზი ჩითავს, ასე რომ შეგიძლიათ ანიმაციას ბებია-ბაბუასთან ან თქვენს ნაადრევად დაბერებულ მეგობრებთან ერთად ჩაუსხდეთ და ისიამოვნოთ.
რატომ ასწორებს სხვა ლეველის ოდისეა
- ს.ლ.ო – ს ყველაფერი ქართული აქვს, დავითას ნათქვამი რამდენიმე ‘fu*k’, ‘wooow’ – ს და ამერიკის საელჩოს და ევროკავშირის დაფინანსების გარდა.
- ასევე ძალიან ქართულია პრობლემები, რომელსაც დავითა სამყაროებში აწყდება და იუმორი, რომელსაც რიგითი ქართველი ჯენ-ზი კარგად გაიგებს. ( თუმცა რატომღაც ‘დედა, ამოდი სახლში, ჭამე და ისევ ჩადი’ მომენტი ჯერ არ გაჩითულა – თუმცა ეს ჩემი, როგორც მილენიალის არასწორი მოლოდინებისა და ტრავმების ბრალია).
- სერიალის ჰაილაითია დავიტას პუტკუჩა მეგობარი, რომელის ზარმაცია და დღედაღამ შაურმასა და ქათმის ფრთებზე ოცნებობს. რა დააკარგინებს ახლა ამ ბავშვს ქართველობას? ვერაფერი.
- ტრეკები – ანუ სპელიაცლურად სხვა ლეველის ოდისეასთვის დაწერილი საუნდტრეკები ან უბრალოდ ქართველი მუსიკოსების ( Kayakata, Dro & Kordzi, ზურა ჯავახია, ნებო ნუცუბიძე) სიმღერები, რომლის ფლეილისტი უკვე სპოტიფაიზეც არსებობს ასე რომ, u can stream the shit outta it.
- ულამაზესი ხედები, სადაც რორამე საკუთარ კორპუსსაც დაინახავ:
- ეს მზე:
- ერთი კაცი, რომელიც ითხოვს მომკალითო, ლითერალი ნებისმიერი რიგითი ქართველი რომელსაც 25 წელზე მეტი უცხოვრია.
აქვე გეტყვით, რომ ანიმაციის ულამაზესად შესრულებაზე ‘ანიმატორმა’ ღვარა ოფლი, ცრემლი, სისხლი და თუ რაიმე ფლუიდი არსებობს, ალბათ, ისიც.
Lead ანიმატორი და რეჟისორი – ცოტნე რუსიშვილი იყო, არის და იქნება ( მგონი მანიფესტაცია მეპარება).
ხმებზე იზრუნა – ჰეიმამ.
პროექტი DemLab -მა განახორციელა, ნინიკო ბოჯგუას პროდიუსერობით
იდეის ავტორი და სცენარისტი კი – ლაშა შრუტე მილორავაა.
და რავი რა, ლოცვები გავაძლიეროთ თორე მე პირადად სერიალის ბოლოს გაჩითულ cliffhanger-ებზე დიდხანს ვერ ვძლებ.
და იმედია მალე ფანპიკებსაც დაწერენ, სადაც ბესო ერთ-ერთ სამყაროში საშაურმეს ხსნის, სადაც უწიწაკო შაურმას ვერასდროს შეუკვეთავ <333