
სინამდვილეში გენიტალიებთან დაკავშირებულ სუნებზე უფრო ვლაპარაკობთ, მაგრაამ
Anywayyy
სხეულის სუნი ადამიანის ბუნებრივი ნაწილია, თუმცა, გენიტალურ სუნთან დაკავშირებით ბევრი ადამიანი ღელავს, ზოგჯერ საკმაოდ საფუძვლიანად, რა არის ნორმალური და რა – არა.
რა არის ნორმალური – ანუ რაზე არ უნდა ვიღელვოთ
გენიტალური სუნი სრულიად ბუნებრივია და ინდივიდუალურია თითოეული ადამიანისთვის. მასზე გავლენას ახდენენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ოფლი, ჰორმონები და თქვენი უნიკალური სხეულის ქიმია (You are a stardust babyy). ქალებში ვაგინალური გარემო ოდნავ მჟავეა (pH დაახლოებით 3.8-დან 4.5-მდე), რაც ხელს უწყობს ბაქტერიებისა და საფუარის ( სოკოს რომ ვეძახთ ) ბალანსის შენარჩუნებას. ამ ბუნებრივმა მჟავიანობამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი, მუშკისებური სუნი, რაც საკმაოდ ნორმალურია.
მამაკაცებში, ოფლმა და ბაქტერიების არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი სუნი.
რა არ არის ნორმალური – ანუ როცა სუნი, მართლა სუნია
გენიტალურ სუნში უჩვეულო ცვლილება შესაძლოა მიუთითებდეს რაიმე პრობლემაზე. რამემ ხომ უნდა მიგახვედროს, რომ გინეკოლოგთან/უროლოგთან უკვე მეორე წელია არ ყოფილხარ და დროა?!
- ძლიერი თევზის სუნი შეიძლება მიუთითებდეს ბაქტერიულ ვაგინოზზე (BV) ქალებში, ანუ ვაგინალური ბაქტერიების დისბალანსზე.
- ტკბილი ან საფუარის სუნი: ეს შეიძლება იყოს საფუარის ინფექციის ნიშანი, სადაც ვაგინალური ბუნებრივი საფუარი მოჭარბებული ხდება. (საფუარი=yeast=ჩვენში ცნობილი როგორც “სოკო მაქვს”)
- მძაფრი სუნი გამონადენთან ერთად: თუ სუნი მძაფრია და თან ახლავს გამონადენი, უმჯობესია მიმართოთ ექიმს, რადგან ეს შეიძლება იყოს ინფექციის ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადების (STI) ნიშანი.
- დამპალი სუნი: იშვიათ შემთხვევებში, უცხო სხეულმა, როგორიცაა დავიწყებული ტამპონი (იმედია სხვა უცხო სხეული არ დაგავიწყდებოდათ … ), შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ძლიერი და უსიამოვნო სუნი.
რა ფაქტორები ახდენენ გენიტალურ სუნზე გავლენას?
ე.ი
- ჰიგიენა: რეგულარულად არდაბანამ ან ან ზედმეტად დაბანამ (პლუს, საპნით ხეხვამ) შეიძლება დაარღვიოს ბაქტერიებისა და საფუარის ბუნებრივი ბალანსი.
- დიეტა: რაც თქვენ ჭამთ, გავლენას ახდენს სხეულის სუნზე, მათ შორის გენიტალურ სუნზე. ნივრის, ხახვისა და სანელებლების მსგავს საკვებს ჩვენი სუნის შეცვლა შეუძლია.
- ჰიდრატაცია: სითხის მიღება ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას და ძლიერი სუნის შემცირებას.
- ჰორმონები: ჰორმონულმა ცვლილებებმა ( რომლებიც როგორც სიკვდილი, ისე არ აგვცდება ) მენსტრუალური ციკლის, ორსულობის ან მენოპაუზის დროს შეიძლება შეცვალოს ბუნებრივი სუნი. მაგ: ოვულაციის დროს ოფლის გაძლიერებული გამოყოფა შეიძლება ძლიერი სუნის გამომწვევი იყოს. თან, თუ ჩავთვლით რომ ოფლთან ერთად გამოიყოფა ხოლმე ფერომონებიც, გასაგები გახდება, რატომ ვირევით ერთი მხრივ ჩვენ, და მეორე მხრივ, სხვები ჩვენზე.
- სქესობრივი აქტივობა: სპერმას აქვს ტუტე (ანუ, მჟავეს საპირისპირო) pH, რომელიც შეიძლება დროებით შეცვალოს ვაგინის pH და გავლენა მოახდინოს მის სუნზე. ასევე, ლუბრიკანტები ან პრეზერვატივები დანამატებით მაინცდამაინც კარგ მომავალს არ უქადის ჩვენს გენიტალიებს. ალბათ, შეგიმჩნევიათ, ლატექსთან კონტაქტის შემდეგ რ ა ტ ო მ ღ ა ც სოკო რომ ტრიგერდება ხოლმე.
- მოწევა, აი გინეკოლოგისთვის თქმა რომ გვიტყდება ხოლმე, ეგ. მოწევა მოქმედებს სხეულის საერთო სუნზე, და თამბაქოში შემავალი ქიმიური ნივთიერებები გავლენას ახდენდენს სხეულის სითხეების გემოსა და სუნზე.
- მჭიდრო ტანსაცმელი: მჭიდრო თეთრეული ან არასასუნთქი (აი, სინთეტიკა) ქსოვილები, რომლებიც ოფლისა და ბაქტერიების კარგი შემნახველები არიან
რა უნდა გააკეთოთ, თუ სუნი არ მოგწონთ?
საყვარელი სუნამო დაისხით
ახლა სერიოზულად:
- ჰიგიენაა მოსაჭიმი: თავი აარიდეთ საპონს, დაიბანეთ წყლით. განსაკუთრებით მოერიდეთ სურნელოვან საპნებსა და გელებს, ძირითადად ეგენი არღვევენ ხოლმე ბალანსს
- ჩაიცვით ჰაერგამტარი ტანსაცმელი: აირჩიეთ ბამბის თეთრეული და თავისუფალი ტანსაცმელი
- შეინარჩუნეთ ჰიდრატაცია და დაბალანსებული დიეტა: ბევრი წყლის სმა და ახალი ხილისა და ბოსტნეულის მიღება ხელს უწყობს ორგანიზმის შიგნიდან გაწმენდას.
- დაფიქრდით პრობიოტიკების მიღებაზე: ზოგიუერთი კვლევა მიანიშნებს, რომ პრობიოტიკები (საკვების ან დანამატების სახით) ხელს უწყობს ბაქტერიების ჯანმრთელი ბალანსის შენარჩუნებას.
რა უნდა ვიცოდეთ გემოს შესახებ?
თუ თქვენი სხეულის ფლუიდების გემოსთან დაკავშირებით ღელავთ, უნდა იცოდეთ, რომ „ნორმალური“ გემო არ არსებობს – ის ძალიან ინდივიდუალურია. დიეტა, ჰიდრატაცია და საერთო ჯანმრთელობა გავლენას ახდენს გემოზე, ისევე როგორც სუნზე. მაგალითად, ანანასის მსგავსი საკვები ცნობილია, რომ ტკბილ გემოს აძლევს სხეულის სითხეებს, თუმცა ამის შესახებ მნიშვნელოვანი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს, კაცები მაინც განაგრძობენ ანანასისთვის ბედის მინდობას.
დასკვნა
ნორმალურობა მითია.
ყველაფერი სტატისტიკაა.
სუნისა და გემოს გამომწვევი ფაქტორების შიშისა და უხერხულობის შემცირებაში დაგეხმარებათ.
მაგრამ მეორე მხრივ, თუ უჩვეულო ცვლილებას შენიშნავთ, ყოველთვის კარგია მიმართოთ ექიმს, რომ გამორიცხოთ რაიმე პრობლემა.
და გახსოვდეთ, ყველას აქვს ბუნებრივი სუნი.
მთავარია სწორი ჰიგიენა.