განმარტება
სიფილისი მსოფლიოს მაშტაბით სქესობრივად გადამდები მესამე ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მისი გამომწვევია ბაქტერია Treponema pallidum. სიფილისის პირველი ნიშანი არის პატარა, უმტკივნეულო წყლული. ის შეიძლება გამოჩნდეს სასქესო ორგანოებზე, სწორ ნაწლავზე ან პირის ღრუში. ამ წყლულს შანკრი ეწოდება.
გავრცელების გზები
სიფილისი ვრცელდება მხოლოდ სიფილისურ შანკრებთან უშუალო კონტაქტით ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი კონტაქტის დროს. ასევე სიფილისით დაავადებული ორსულისგან შეიძლება დაინფიცირდეს ნაყოფი (თანდაყოლილი სიფილისი).
რისკ ჯგუფები
სიფილისი მთელ მსიფლიოშია გავრცელებული, უხშირესად გვხვდება სქესობრივად აქტიურ პირებში 20 დან 35 წლის დემოგრაფიაში.
სიფილისით დაინფიცირება არ ხდება: საერთო ყუალეტით, კარის სახელურთან შეხებისას, საცურაო აუზებიდან, ტანსაცმლის გაზიარებით ან კერძებისა და ჭურჭლის გაზიარებით.
სიმპტომები
არსებობს სიფილისის ოთხი სტადია (პირველადი, მეორეული, ლატენტური და მესამეული). თითოეულ სტადიას აქვს სხვადასხვა ნიშნები და სიმპტომები:
პირველადი სიფილისი (საწყისი სტადია)-პირველი ნიშანი არის პატარა წყლული, რომელსაც ეწოდება შანკრი. წყლული ჩნდება იმ ადგილას, საიდანაც ბაქტერიამ შეაღწია ორგანიზმში. უხშირესად შემდეგ ადგილებზე: პენისი, საშო, ანუსი, სწორი ნაწლავის ამპულირი ნაწილი, ტუჩები და პირი. შანკრი ვითარდება ექსპოზიციიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ და ის შეუმჩნევლი რჩება, რადგან უმტკივნეულოა.
მეორეული სიფილისი – შანკრის თავდაპირველი შეხორცებიდან რამდენიმე კვირაში შეიძლება გაჩნდეს გამონაყარი, რომელიც იწყება იგივე ადგილიდან, თუმცა საბოლოოდ ფარავს მთელ სხეულს – ხელისგულებს და ფეხის ძირებსაც კი და გარეგნულად იყოს უხეში, წითელი ან მოწითალო ყავისფერი. გამონაყარი ჩვეულებრივ არ იწვევს ქავილს და ზოგჯერ იმდენად სუსტია, რომ ვერც კი შეამჩნევთ. სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: ცხელება, გადიდებული ლიმფური ჯირკვლები, ყელის ტკივილი, ბუდობრივი თმის ცვენა, თავის ტკივილი, წონაში კლება, კუნთების ტკივილი და დაღლილობა. თუ არ ჩაიტარებთ მკურნალობას, დაავადება გადადის მეორადი სტადიიდან ფარულ (ლატენტურ) სტადიაზე, როდესაც არანაირი სიმპტომი არ ვლინდება.
მესამეული სიფილისი – სიფილისით ინფიცირებულთა დაახლოებით 15%-დან 30%-მდე, რომლთაც არ ჩაუტარებიათ მკურნალობა, უვითარდებათ გართულებები, რომლებიც ცნობილია როგორც მესამეული სიფილისი. ამ დროს დაავადებამ შეიძლება დააზიანოს ტვინი, ნერვები, თვალები, გული, სისხლძარღვები, ღვიძლი, ძვლები და სახსრები. ძირითადი სიმპტომებია: სიბრმავე, სმენის დაკარგვა, ფსიქიური აშლილობა, მეხსიერების დაქვეითება, რბილი ქსოვილებისა და ძვლების დაზიანება.
თანდაყოლილი სიფილისი – სიფილისით დაავადებული დედებიდან ახალშობილები შეიძლება დაინფიცირდნენ პლაცენტის მეშვეობით ან მშობიარობის დროს. თანდაყოლილი სიფილისით დაავადებულ ახალშობილთა უმეტესობას არ აქვთ სიმპტომები, თუმცა ზოგიერთს აღენიშნება გამონაყარი ხელისგულებზე და ფეხის ძირებზე. მოგვიანებით ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სიყრუეს, კბილების დეფორმაციას და უნაგირა ცხვირს. და ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს ნაადრევი მშობიარობა ან მკვდრადშობადობა.
დიაგნოსტიკა
სიფილისის დიაგნოსტიკა შემდეგნაირია:
სისხლის ტესტი – სიფილისის გამომწვევი ბაქტერიების ანტისხეულები თქვენს ორგანიზმში წლების განმავლობაში რჩება, ამიტომ ტესტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მიმდინარე ან წარსული ინფექციის დასადგენად. სწრაფი ტესტი სიფილისის ანტისხეულებზე გამოიყენება T. pallidum-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების (IgG, IgM და IgA)
ცერებროსპინალური სითხის ტესტირება – თუ აღინიშნება სიფილისის ნერვული სისტემის გართულებები, სპეციალისტმა შეიძლება მოითხოვოს ცერებროსპინალური სითხის ნიმუშის შეგროვება წელის პუნქციის მეშვეობით შემდგომი ტესტირებისთვის.
სიფილისის წყლულიდან გამონაჟონი სითხის ტესტირებით
როდის უნდა ჩავიტაროთ ტესტი სიფილისზე?
ყველა სქესობრივად აქტიურმა პირმა რეგულარულად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა. ასევე შემდეგ შემთხვევებში: თუ გქონდათ დაუცველი სქესობრივი კავშირი სიფილისით სავარაუდოდ დაავადებულ პირთან, თუ ხართ სექს მუშაკი, თუ ხართ ბისექსუალი ან ჰომოსექსუალი მამაკაცი, თუ გაქვთ შიდსი, თუ ხართ ორსულად (ყველა ორსულმა უნდა ჩაიტაროს ტესტი სიფილისზე პირველი პრენატალური ვიზიტის დროს. ზოგიერთ ორსულს ესაჭიროება ხელახალი ტესტირება მესამე ტრიმესტრში 28-ე კვირაზე და მშობიარობისას)
სიფილისის მკურნალობის მეთოდები
ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკისა და მკურნალობისას სიფილისი ადილად განკურნებადია. ყველა ეტაპზე სასურველი მკურნალობის გზას წარმოადგენს პენიცილინი. თუ პენიცილინის მიმართ ალერგიული ხართ, ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ სხვა ანტიბიოტიკი ან გირჩიოთ პენიცილინის დესენსიბილიზაცია.
თუ ეჭვობთ სიფილისზე ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის/დაავადების არსებობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ექიმს. ტესტის გაკეთება სიფილისის ანტისხეულებზე შესაძლებელია ყველა ლაბორატორიაში მიმართვის გარეშე.