პენცენტრმა ახალი შემოქმედებითი წერის კურსი დადროფა – ანუ წერის ვორქშოფი ჯო კრეშენტესთან ერთად!

წერის ვორკშოპი

მიეცი კრეატივს გზა ფართო


პენცენტრმა ახალგაზრდა ხელოვანებისთვის შემოქმედებითი წერის ვორქშოპზე მიღება გამოაცხადა! 

არ აქვს მნიშვნელობა ხარ მწერალი, ბლოგერი, სცენარისტი, რეჟისორი, ანიმატორი თუ პოეტი – მთავარია:

 

  • ინგლისურად წერა-კითხვა სულ ცოტა B2 დონეზე შეგეძლოს
  • შეავსო განაცხადის ფორმა, სადაც მაქსიმუმ 1500 სიტყვაში ჩატევ შენს სათქმელს: იქნება ეს ნოველა, მოთხრობა, ამბავი, ესე თუ სხვა. 
  • იყო 18+ ასაკის საქართველოს მოქალაქე
  • დაა აპლიკაციაში მოცემული სხვა კითხვებსაც გასცე პასუხი – არ იდარდო, არ გეტკინება! 

 

რაც ყველაზე კარგი ამბავია, კურსი სულ რაღაც 150 ლარი ეღირება, გაგრძელდება 2 თვე  – რაც კვირაში ერთ შეხვედრას მოიაზრებს, თან ყველასათვის საყვარელ – ორშაბათ საღამოს  19:00-21:00 საათამდე <33 

 

კურსს ამერიკელი პედაგოგი, მწერალი და მედიაწიგნიერების სპეციალისტი – ჯო კრეშენტე წარუძღვება და ორი თვის განმავლობაში ვორქშოპის მონაწილეებს ერთი შეხედვით ჩვეულებრივ მოვლენებზე დაკვირვებას და მათი სხვა პერსპექტივით ხედვას ასწავლის. 

გარშემო მიმდინარე მოვლენები იმდდენად ბუნებრივი და ავტომატური ხდება შეჩვეული თვალისთვის, ხშირად გვეკარგება მათი განსაკუთრებული ასპექტების აღქმა. ხშირად გვგონია რომ გასაგები და სახელდებულია რაღაც მოვლენა, უკვე თქმული და აღწერილი, თუმცა დაკვირვების დროს აღმოჩნდება, რომ ასე არაა. მათ აღწერა, ცნობიერების ფოკუსის მიპყრობა და ხელახალი ახსნა სჭირდებათ. 

დისკუსიები გაიმართება ისეთი თემების გარშემო, როგორიცაა კულტურული მიკუთვნებულობა, პოლიტკორექტულობა, მე და სხვა, სახლის კონცეპტი და ინდივიდუალური ამბის საზოგადოების კონტექსტში გადატანა.  

 

ჩვეულებრივის ახალი პერსპექტივიდან დანახვა, საკუთარი ავთენტური ხმის პოვნა, აღმოჩენილის გაზიარება და ამბად მოთხრობა – მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი შანსია ამ კურსმა იმ კრეატიული ბლოკიდან ამოგიყვანოს, პერიფერიულად რომ ამჩნევ, როგორ გეპარება.

 

სარეგისტრაციო ფორმა ნახე აქ 
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 24 მარტი, 23:00-სთ. 

კურსი 8 აპრილიდან 27 მაისამდე გაგრძელდება. 

გაითვალისწინე, რომ კურსი ტარდება ინგლისურ ენაზე.