ნაკრები – ანუ ქართველი ფეხბურთელების შეფასება ადამიანისგან, რომელსაც ფეხბურთი სულ 2-ჯერ უნახავს

სათაური გავაბუქე. 

სინამდვილეში 12 წლამდე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვიყავი და დაახლოებით 8 წლისამ, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის გამარჯვებისთვისაც კი შევაწუხე ღმერთი. 

თუმცა დანარჩენი 15 წლის განმავლობაში ფეხბურთის მატჩი სულ რამდენჯერმე ვნახე – ბოლო კი, 26- ში, მაშინ, როდესაც ქართულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. 

ესეც პირველი შემთხვევა იყო, როცა FEXBURTZE, ბოლო პენალტის დარტყმისას ვიტირე. 

მანდამდე, საკმაოდ ბევრი ვიგინე და რაღაც მომენტში, ასკეზაც კი დავდე – ოღონდ ამათ მოიგენ და ხვალ მე ამას და ამას არ გავაკეთებ-მეთქი! 

ვინაიდან, ნაკრების მიმართ ემპათია და ახალი პატივისცემა გამიჩნდა, დროა გავეცნო ბიჭებს.

პრობლემა ისაა, რომ კაშიას და კვარაცხელიას გარდა, სხვათა სახელები არ ვიცი. უფრო მეტიც, მგონი კაშია –  კვარაცხელიას სახელებიც არ ვიცი… 

 

რა ვაიბი მოაქვთ ნაკრების წევრებს:

 

მამარდაშვილი

ეს ვიცი! გიორგი მამარდაშვილი. გარდა იმისა, რომ მისი გვარი ხშირად ახსენეს თამაშისას, დედაჩემი მატჩისას განუწყვეტლივ იმეორებდა ‘ვაიმე, მამარდაშვილი, ჩემი სიმპატიაა’. 

გავიგე, 23 წლის ყოფილა. მაღალი. ერთი ორი დალოცვა ჩემგანაც მიიღო, ის პენალტები რომ არ გაუშვა. 

 

ლორია

ლორია!
ლორია ჯერ კიდევ იქიდან მახსოვს, ერთი ძააალიან მნიშვნელოვანი გოლი რომ აიღო, მგონი ბარსელონას ვეთამაშებოდით? თუ ზედმეტები მომდის? 

აქვე, ის წითელი ბარათი, მგონია მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ ყველაზე მაღალი იყო და მხოლოდ ეს დაინახა მსაჯმა. 

ასაკი, 29? 

 


ლუკა გუგეშაშვილი

პირველად ვხედავ, მაგრამ ალბათ დათო უნდა ერქვას. 

ასაკი, 25? 

უფრო მეტი მოგებული თამაში, ვიდრე წაგებული. 

სავარაუდოდ უყვარს ვიდეო თამაშები და იცის ნარდი. 

საყვარელი სასმელი – ფორთოხლის წვენი

სიმაღლე – 1.89

 


კვარაცხელია

მოკლედ, ხვიჩას გვარი უფრო ხშირად მაქვს მოსმენილი ჩემი სიცოცხლის 27 წლის განმავლობაში, ვიდრე საკუთარი. 

სიმაღლე, 1.83?

ასე მგონია ქართულ ტიკ-ტოკ ვიდეოებს ხშირად სქროლავს და შეიძლება გია სურამელაშვილზეც ღადაობს ხოლმე. 

უყვარს – ბოდიშით, მარა ელარჯის მეტი გონებაში არაფერი არ მომდის



მიქაუტაძე

მიქაუტაძე! ისიც კი ვიცი, რომ ჩანაცვლებით შემოვიდა ( ტერმინოლოგიის აღრევისთვის, მე მომიტევეთ) 

შემოვიდა თუ არა, აქტიურად თამაში დაიწყო. თუმცა, აი, იმ მომენტში, როცა პენალტი ააცილა – ერთადერთი რაც ვიგრძენი, უუუუდიდესი ემპათიის განცდა იყო. არანაირი იმედგაცრუება, სტრესი მაღალი იყო, და იმედია კარგადაა! 

ასაკი – 28 

სიმაღლე – 1.79 



კვერკველია

ასევე, პირველად ვხედავ, რადგან შეიძლება სულაც ბრმა ვარ. 

ალბათ, უნდა ერქვას ნიკოლოზი. 

ფრენის დროს თამაშობს ჭადრაკს.

 საყვარელი სასმელი – ჯინ-ტონიკი? 

ალბათ მცველია? 

და 26 წლის

სიმაღლე … 1.85? 

 


საზონოვი

ასევე, პირველად ვხედავ. 

სახელი – ავთანდილს დავუძახებდი. 

სიმაღლე – 1.8 

საყვარელი სასმელი – ლუდი 

რორამეე ვიტყოდი რომ მეტალს უსმენს, თუმცა დიდი შანსია რომ არა. 

ჩემი აზრით უყვარს ვაშლი! 

ასაკი – 27

 

კაშია

ჰა-ჰააა გურამ კაშია! 

კ ა პ ი ტ ა ნ ი! 

ასაკი – 30? 

საყვარელი სასმელი – ვისკი! 

ჩემი აზრით, ან წიგნებს კითხულობს ან პოდკასტებს მაინც უსმენს ხოლმე. 

სიმაღლე – 1.88? 



გველესიანი

სახელი ალბათ გიორგი! 

უყვარს ცურვა

ასაკი – 28

ჰყავს ცოლი! 

ჩემი ექსტრასენსული უნარები მეტს ვერ წვდება … 

ა, საყვარელი სასმელი – ტეკილა შოთები! 

(ფეხბურთებელი სვამენ?)

 

 

ბუდუ ზივზივაძე

ბუდუუ!ბუდუუ!ბუუდუ! ზივზივაძე!!!!!!
ისტორიას შემორჩება კადრი ბუდუს ლიტერალურად თ ა ვ – განწირული ბრძოლისა! 

სხვა ფოტო ამ მიმის გარდა ვერ ვიპოვე! 

ჩემი საყვარელი მომენტი მაინც ისაა, რომ ბუდუ შითპოსტერია <33 

ძლიერი ფეხი – ორივე! 



დვალი

დვალი! 

საგოლე მომენტები ან საგოლე გადაცემები ჰქონდა? ან პენალტი დაარტყა? 

საყვარელი სასმელი – ფორთოხლის წვენი! 

ტელეფონში თამაშობს მობაილ ლეჯენდს!

ასაკი – 25? 

სიმაღლე – 1.79 



ლოჩოშვილი

ალბათ, ლუკა ? 

26 წლის

მაააღალი – 1.92? 

საყვარელი სასმელი – ლუდი, ოღონდ ძვირიანი! 

ალბათ, ჰყავს შეყვარებული. 

და არის დაცვა? არვი, დაცვის ტანზეა! 

სვამს ესპრესოს! 

 

 

კაკაბაძე

ოთარის სახელი წამეკითხა … 

32 წლის? 

ასე მგონია, ლაპარაკობს ნელა და თინეიჯერობაში ხშირად ჭამდა შაურმას. 

შეიძლება, რამე საიდ ბიზნესი აქვს? და 1 შვილი. ან 2. 

სიმაღლე- 1.82

 

 

გოჩოლეიშვილი

მოუხდებოდა სახელი ბათო! 

20 წლის 

1.78 

ყავა – კაპუჩინო 

თამაშობს ხოლმე მორტალ კომბატს 

არ უნახავს დიუნი 



მამუჩაშვილი

ამის სახელიც წამეკითხვა – ვლადიმერი. უხდება. 

ასაკი – 27 

სასმელი – ვაით რაშენ. 

სიმაღლე – 1.82 

უყურებს mma ბრძოლებს ხოლმე. 

წესით სახლში კატა უნდა ჰყავდეს.

 



შენგელია

ეს თამაში ნელ-ნელა სასაცილო აღარაა. 

32 წლის. 

კარგად ითამაშა ბოლო შეხვედრაზე. 

უყვარს ქვევრის თეთრი ღვინო. 



წიტაიშვილი

წიტაიშვილი! 

ასაკი ალბათ 23

სიმაღლე 1.78

ჩანს ხალასი ბიჭი. 

მახსოვს იმიტომ, რომ მისი გვარე საბერძნეთი – საქართველოს თამაშისას ხშირად გაჟღერდა! 

სასმელი – მგონი ფერად ფერადი კოკტეილები უნდა უყვარდეს. 

და ვფიქრობ, შვრიის ფაფაც უყვარს. 



კიტეიშვილი

ნიკა. 

29 წლის 

ჩუმი, წყნარი, მშვიდი. 

თუმცა თინეიჯერობაში ასე მგონია ბევრი ჩხუბი მოსვლია. 




ჩაკვეტაძე

სახელი არ ვიცი, გვარი არ ვიცი, მაგრამ ტესტები რომ იყოს, სწორად შემოვხაზავდი, თუმცა ვიცი, რომ ხშირად გვაჩვენებდნენ კადრში. 

23 წლის ალბათ, მგონი, დიდი შანსია, ხშირად იგინებოდეს. 

 

 

კვეკვესკირი

კვეეეეკვესკიიირიიიიი! გამარჯვების მომტანი! ბოლო გოლის ავტორიი და უბრალოდ, პასუხისმგებლობით სავსე პიროვნებაა! 

ასაკი – 30? 

სვამს – მგონი, იშვიათად 

უფრო მშვიდი, წყნარი ვაიბი აქვს, ენერგიას ძირითადად ინახავს და მხოლოდ საჭირო მომენტებში ხარჯავს. ტატუებს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება მარველის ფილმები უყვარდეს, მაგრამ უფრო DC ვაიბი აქვს. 

სიმაღლეე – 1.78 



ალთუნაშვილი

ალბათ, ჩემმა დაქალმა იცის სახელი და რამდენჯერმეც გამიმეორა, მაგრამ მე ვერ დავიმახსოვრე. თუმცა, მე ალბათ, ავთოს ან გუგას დავარქმევდი. 

ასაკი – 28? 

სიმაღლე – 1.8 

წვენებიდან უყვარს – ვაშლის წვენი 



ქოჩორაშვილი

მეცნობა, თუმცა არ ვიცი. 

მოუხდებოდა სახელი – გიორგი. 

ასაკი 26 

სიმაღლე – 1.81 

წინა ცხოვრებაში იქნებოდა – მეჩირაღდნე

მამასთან კარგი ურთიერთობა აქვს! 



კანკავა

ვაჟა კანკავა, 

38 წლის

1.76 

თამაში – 101 

ძლიერი ფეხი – ორივე! 

დიახ, ყველაფერი წამეკითხა მას შემდეგ, რაც შემთხვევით ასაკს მოვკარი თვალი. 

ყოჩაღ,  ბატონო ვაჟა! 

 

მექვაბიშვილი

თიითქოს, ლაშა უნდა ერქვას. 

22 წლის. 

უყვარს ხორცი. განსაკუთრებით ხორციანი სალათები 

უკვე აღარ ვიცი რას ვამბობ, ძალიან მერიდება მარტო სამ კაცს რომ ვცნობ. 




დავითაშვილი

ესეც ვიცი! სახელი გვარი არა, მაგრამ ტიკტოკი მაქვს ჩასქროლილი. 

ზუკა მგონი. 

სიმაღლე – 1.75

ასაკი – 22

ასე მგონია, უყვარს რძე. 

საყვარელი პერსონაჟი – ჯოკერი. 



ქვილითაია

I’m struggling.

სახელი – ალბათ, ვანო მოუხდება. 

ზოდიაქო – ქალწული. 

ასაკი – 23 

უყურებს – ანიმეებს. 



ახლა ნაკრების გვერდზე გადავალ და ყურადღებით წავიკითხავ თითოეულის სახელს, გვარს, სიმაღლესა და იმას, თუ რომელი ფეხი აქვთ ძლიერი. 

თუ ვინმეს ნაკრებული გრძნობები შევურაცხყვე, ბოდიშს გიხდით. 

I’m just a girl.