ნაკრები, ნაწილი II – ანუ ქართველი ფეხბურთელების შეფასება ადამიანისგან, რომელმაც ფეხბურთი უკვე 4 – ჯერ ნახა

ევროპის ჩემპიონატი

ჩემმა წინა ბლოგმა, სადაც საქვეყნოდ გამოვაჩინე, რომ უმალ კვანტური ფიზიკის ქვიზს დავწერ, ვიდრე ფეხბურთში რაიმეს სწორად გავარტყავ, საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. 

მართალია, თსლ კომენტატორი ისევ მაიგნორებს, მაგრამ ამ ეტაპზე ბულერებად ჩემი თანამშრომლებიც მეყოფა. 

საქართველო საბერძნეთის თამაშის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. 

ამ წყლებს თურქეთი, ჩეხეთი და საქართველოს პოლიტიკური ამინდი ერქვა. 

თურქეთ-საქართველოს მატჩი ასე 20-30 უცხოელთან ერთად ვნახე და მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენებური გინების, ასე, 4-5 სახეობა გავაცანი. 

თუმცა, ამის გამო სამსახურიდან არავის გავუგდივარ (ჩემი ბოსი უარესად იგინებოდა). 

ჩეხეთთან მატჩს Open Air-ზე ვუყურე. 

მიქაუტაძის მიერ გოლის გატანამდე 5 წუთით ადრე დავდე პაქტი – რომ ერთი კვირა ხორცს არ გავეკარებოდი თუ საქართველო მოიგებდა. 

თუმცა ამ ბლოგს ვწერ და ქათამს ვძიძგნი. ალბათ, მიხვდებოდით, რაც მოხდა. 

1-1. იმიტომ რომ სიმპატიურმა ლობჟანიძემ კარიდან 3 მეტრში ნამეტანი ინერვიულა. 

ხედავთ? უკვე ვიცი მიქაუტაძე და ლობჟანიძე ვინ არიან! 

 

რა ვიცი NAKREB-ზე 3 თვის შემდეგ? 

მიქაუტაძე the “კარგი თამაშები გავაკეთუ”!

საქართველო - ჩეხეთი

ის ვიცი, რომ მიქაუტაძეს ვქრაშავ და რ-ებს რბილად იმიტომ ამბობს, რომ ფღანგებში გაზრდილი ახალგაზრდაა! 

ისიც ვიცი, რომ 15 მლნ ღირს. და ისიც, რომ ბოლო ორი გოლი მას ეკუთვნის! 

მართალია სახელი ჯერაც ვერ გავიგე, მაგრამ მგონი გვარი საკმარისია არა?!

I mean, look at them 

მიქაუტაძე

გიორგი ქოჩორაშვილი!

ანუ

ქოჩორაშვილი

ამ ორის ბრომანსი?! 

ქოჩორა ძალიან შემიყვარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ინსტაგრამზე მისი სთორი ვნახე. რა ღირს – არ მახსოვს, ალბათ, 2 მილიონი? ან 5 მლნ? 

მაგრამ, მეგონა ბავშვების გაყიდვა 17 საუკუნეში შევწყვიტეთ?! 

 

 

მიქაუტაძე

კაშია, გურამ! 

იგივე მედროგე პალვე, რადგან ვინც გოლს გაიტანს ყველას ხელში იტაცებს და ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე გადაჰყავს (ყველას, ანუ მიქაუტაძეს). 

მაგრამ კაშიას ბერძენი ნახევარღმერთის პროფილი აქვს, წმინდა გიორგის ტატუები (ჩემი საყვარელი არქეტიპია, hello Michael! ) და ეტყობა რომ შვილივით ნაზარდი ჰყავს ეს ბავშვები (ნაკრები). 

მიქაუტაძესგან განსხვავებით, რატომღაც ისიც ვიცი, რომ ჰოლანდიაში თამაშობდა. 

I mean,

კაშია

He is a DAD friend.

კაშია

მივმართავ ფეისბუქს, შეგიძლიათ კაშიას სახეების სტიკერები გააკეთოთ? 

 

ჩაკვეტაძე

ჩაკვეტაძე! 

სახელი ამ შემთხვევაშიც არ ვიცი, მაგრამ, ალბათ, გიორგი.  

მაგრამ ის ვიცი, რომ ჩეხეთთან თამაშისას ბოლო მომენტში შემოიყვანეს და ის, რომ ჩემი დაქალი რატომღაც ქრაშავს. ჩაკვე, no offense, მართლა, უბრალოდ ძირითადად სხვანაირი გემოვნება აქვს. 

ისევ მგონია, რომ ჩაკვეს ვაშლის წვენი უყვარს. 

 

მამარდაშვილი

მამარდაშვილი. გიორგი.

ამაზე ბევრ კომენტარს ვერ გავაკეთებ, უბრალოდ წარმოუდგენლად თამაშობს. განსაკუთრებით ჩეხეთთან სასწაულები მოახდინა. რამდენჯერაც მამარდა მაქვს ნაღრიალები იმდენჯერ იმ 84 კაცისთვის მონებო არ მაქვს დაძახებული. 

35 მლნ ღირს 😉 

 

*უცნობი* 

ამ ბატონის სახელი და გვარი ისევ არ ვიცი. უბრალოდ ისევ იმას ვფიქრობ, რომ დაცვის ტანზეა. აი, ბოსტონის ფილიალის რომელიმე დაცვის, idk. 

და წესით მაღალია. 

 

 

zuka-davitashvili

ზუკა? ზურიკო? კვარაცხელიას ძმაკაცი

მახსოვს, რომ ბევრი ტატუ აქვს და უეჭველი ჯოკერში სულ აგებს

 

 

solomon-kverkvelia

ისეთი სახე აქვს, რომ გვარი კვეკვესკირი მოუხდებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ არ არის. 

კალაძესთან ერთად რომ სთორი დადო, მგონი, ისაა.  ისევ ვფიქრობ, რომ მაღალია. 

მის გვარს განსაკუთრებით ხშირად არ ახსენებენ კომენტატორები, ასე რომ ჩემი ბრალი არაა.

 

 

ხვიჩა კვარაცხელია

კვარაცხელია, გოჩა ხვიჩა

ცოტა მერიდება კომენტარების გაკეთება, ამიტომ დედაჩემის კომენტარს გეტყვით, რომელსაც ხვიჩა ძალიან უყვარს, მაგრამ თან ისეთ ასაკშია, ზრდილობა აღარ მოეთხოვება:

“შენს ქვეყანაში თუ ჩაიჯვამ სხვა ქვეყანაში რაც გინდა ის ყოფილხარ”. 

ზოგადად მართლა ზრდილობიანია. ასეთ რამეს არ იტყოდა, ძალიან გამწარებული რომ არ ყოფილიყო. 

თან წნევები აქვს. 

ასე რომ, კაი რა ხვიჩა რა, ყველაფერი მესმის მარა რონალდუსთან გაიტანე რა ერთი გოლი? 

გოლი

 

 

saba-lobjanidze

ლობჟანიძე

სახელი ამ შემთხვევაშიც არ ვიცი, მაგრაამ ძაააან ფეშენისტაა. თმები ძაან უხდება და ინსტაგრამზე სულ სელებრითული ფოტოები უდევს. 

დარმწუნებული ვარ, ლობჟანიძეზე უფრო არავინ არ ინერვიულებდა იმ გოლის გამო. ამიტომ ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. 

 

აქვე

 

დარწმუნებული ვარ თურქი ჯადოქრები მუშაობდნენ საქართველო-თურქეთის მატჩის ამ ანგარიშით დასასრულებლად. სხვანაირად ვერ ავხსნი, როგორ შეიძლებოდა 5-ჯერ მოხვედროდა ძელს და ვერც ერთხელ ვერ შევარდნილიყო. 

 

ვაგრძელებთ

ბუდუ

ყველას საყვარელი ბუდუ ზივზივაძე. მარა ბუდუ წინაზეც ვიცოდი.

მგონი 900 000$ ღირს. შეიძლება ევროპაზე სათადარიგოში ამიტომ ზის? ისეთი კეთილი სახე აქვს, მგონია გლახად ვერავინ წააქცევს. დაენანებათ. 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მისი ჯაფარას პოდკასტში გაჟღერებული ნათქვამი ფრაზები ძალიან კარგად მახსოვს. 

 

ის ყველა გვარი, რომელიც აქამდე გავიხსენე, ზეპირად ვიცოდი. 

ახლა იწყება ტანჯვა. 

 

otar-kakabadze

კაკაბაძე?

ახლა კირჩხიბს მაგონებს. 

საყვარელი სასმელი, რძე და whiskey on the rocks. 

იმედია თამაშობს ევროპაზე და ტყუილად არ ვიჭყლეტ ტვინს.

 

 

giorgi-tsitaishvili

გეფიცებით, ეს ბიჭი ვიცი. უბრალოდ სახელი და გვარი არ ვიცი. კიტეიშვილი? და ევროპაზე თამაშობს. 

რა ღირს არ ვიცი ნამდვილად. 

მაგრამ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ – შეწყვიტეთ ბავშვებით ვაჭრობა!

 

 

giorgi-kvilitaia    

ჰმმმმ მეცნობა…. 

ძალიან მეცნობა. 

მაგრამ როგორც უნარებზე ვერ გავიხსენე ხვაშაქ ცოქალი ვინ იყო, ისე ვერ გავიხსენებ ახლა ამის გვარს. 

ესეც კიტეიშვილი ხოარაა?

ან შეიძლება კიტეიშვილი სულაც ესაა.

otar-kiteishvili

მოკლედ, დარმწუნებული ვარ რომ კიტეიშვილი გუნდში გვყავს. 

 

 

nika-kvekveskiri

კვეკვესკირი? 😭

მაპატიეთ, ცხელა, გონება მაქვს დაბინდული. და აშკარად ყურებიც, თვალებიც და კრიტიკული აზროვნებაც. 

მაგრამ მახსოვს, რომ საბერძნეთთან მატჩის დროს ივაჟკაცა! 



ეს არის ბათო!

gocholeishvili

არ ვიცი სინამდივლეში რა ჰქვია, მაგრამ წინაზეც ბათო მეგონა და ახლაც! 

 

 

ჯ ა ბ ა  კანკავა

ჯაბა კანკავა

წინა ბლოგში ბატონ ჯაბას სულ ვაჟა ვაჟა ვეძახე. შედეგად ასე 12 კაცმა მასხრად ამიგდო, 13-მა კი აბუჩად. 

ახლა დანამდვილებით ვიცი, რომ ჯაბა ჰქვია, თუმცა ვაჟა უფრო უხდება. ვიცი, რომ ბ. ვაჟა აღარ თამაშობს, თუმცა მაინც. 

 

კიდევ ერთხელ ვდებ პაქტს: ხვალ თუ მოვიგებთ, ხორცს აღარ შევჭამ 1 კვირა! 

თუ ვინმეს რელიგიური გრძნობები შეურაცხვყავი, ისევ, მომიტევეთ! 

 

დასასრულს ჩემი საყვარელი ფოტო მინდა შემოგთავაზოთ:

 

შიგ, პორტუგალიაში!!!