რატომ ღირს ალკოჰოლი ეგზომ ძვირი და სად დავლიოთ იაფად Cuz we B R O K E

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა ‘მეობაში’ ლონგაილენდი შეუკვეთა.

პლასტმასის ჭიქა იყო, თეთრი, ყინულით პირამდე სავსე. 

ჰქონდა რედბული, და ედო ერთი ნაჭერი ლიმონი – თავზე. 

ბარმენმა ტერმინალზე 37.8 აკრიფა. 

მანაც დაადო ბარათი და ლონგაილენდში ოცდაჩვიდმეტი ლარი და 80 თეთრი გადაიხადა

– თანამედროვე ქართული ტრაგედია, რეალურ მოტივებზე. 

 

სასოწარკვეთის ჟამს, ხელფასამდე 1 კვირით ადრე ვგუგლავ 

‘სად დავლიო იაფად?’. 

ქართული გუგლი არც ამ შემთხვევაში მიცრუებს იმედებს და ჩვეულად გამოუსადეგარია.

ერთადერთი ღირებული რაც შემომთავაზა, ავერსში‘დექსამეტაზონზე’ ფასდაკლება იყო. 

სამწუხაროდ, ისიც კი არ ვიცი ეს წამალი რას შვება. 

ამ გაწამაწიაში ვარ, როცა ჩემი თანამშრომლის ხმა აღწევს ჩემამდე:

‘… ყველაზე კარგი მოგონება ბარსელონადან იცი რა დამრჩა? უდიდესი მარგარიტა 6 ევროდ რომ დავლიე’

უკვე გამწარებულზე ამის მოსმენა ჰგავდა:

  • მაგიდის ფეხისთვის ნეკა თითის წარტყმას; 
  • გაღიზიანებულზე კარში გასაღების შერჭობას, მაშინ, როცა ხელში 4 პარკი გიჭირავს. გასაღები კი ძირს გივარდება, სადარბაზოში კი ბნელა, რადგან ყველა მეზობელს ენანება შუქის ანთება;
  • ქრაშისგან დეითამდე 1 საათით ადრე მოწერილ ‘ბოდიში, საქმეები გამომიჩნდა, დღეს ვერ გნახავს’. 

კითხვაზე პასუხი – თუ რატომ ღირს საქართველოში ბარში დალევა იმაზე უფრო ძვირი, ვიდრე ევროპის განვითარებულ ქვეყნებში – ჯერ-ჯერობით არ მაქვს. 

თუმცა მაქვს მეობისგან 37.8 ლარიანი ტრავმა, სახელად ‘ლონგაილენდი’, რომელსაც ლონგის არაფერი ჰქონდა, მითუმეტეს კი – 38 ლარის. 

 

რას გვეუბნება ევროპის ფასებზე რედდიტი:

Munich is the most expensive city in Germany. Beer can be 5 euros, long drinks and cocktails more than 10, shots 4. So you do the math.”
მიინხინში ყვილიზი ძვირიი ტიკილიი 4ივრიიი – SAKARTVELOSHI DAGILEVIA??????LARSHI XELFASIT?

“Whenever I go out in Holland, I usually take 20 euros with me for both drinks, late night kebab and my part of the gas costs / parking fees “

I’m officially disgusted. ბოლოს 60 ლარი როდის გეყოთ ჭამიან დალევიან ტაქსიანად ? 

“In Boston, it’s like $11-$12. …eye rolls are on the house.”

აქ საუბარია ლონგ-აილენდზე. როგორც ჩანს, ყველა ლონგაილენდის მსმელს დასცინიან. ლონგაილენდის შეკვეთა ფაქტობრივად ნიშნავს თქვა ‘სასოწარკვეთილი ვარ, მინდა მალე დავთვრე, იაფად, ყველა სპირტი ერთად ჩამისხით და რედბული გადაურიეთ, იქნებ ფსიქოზი სწრაფად დამეწყოს” 

“It’s 3-4€ for most, beer wine or shots. So it depends how many you drink in a night.”
ახლა გასაგებია, რატომ ეგონა ჩვენს ბოსს რომ ტეკილა შოტი 3 ლარი ღირდა. უბრალოდ ვალუტა აერია. 

“Ok so, for a guy from Târgu Mureș (small municipality) it goes like:

Cab to city center: 1-2e

Each lager beer is about 1e

A wine glass is about 1e

Shots/cocktails are about 2-3e

Fast food after eating: 3e

In total, I don’t remember ever spending more than 15e when going all in in the city centre.”

🖕

აქვე დავძენ, რომ ევროპებში ომეგა 3 – იც 3-ჯერ იაფია. 

 

და სად დავლიოთ იაფად თბილისში 

მთლად იაფს ვერ შეგპირდებით, მაგრამ შ ე დ ა რ ე ბ ი  თ ხელმისაწვდომ ვერსიებს შემოგთავაზებთ

 

კანუდოსი

აი, ვისაც არ უნდა ვუხსენო, ცხვირს იბზუებენ, ეგ ბარი მე რომ ახალგაზრდა ვიყავი (2 წლის წინ) მაშინ ბარობდაო. 

ასეთ ადამიანებს გირჩევთ ისევ მეობის ბარში გადაიხადოთ ცუდ კოქტეილში 38 ლარი. 

  • კანუდოსში ლუდს, ნატახტარის ჩამოსასხმელს 4 ლარად დალევთ. 
  • ქარვას – 5 ლარად. 
  • მარგარიტას, რომელიც საკმაოდ ლამაზია და ალკოჰოლურიც, 12 ლარად. 
  • კუბა ლიბრეს სტანდარტული ფასი აქვს თუმცა 1-2 ლარით მაინც იაფია სხვა ბარებთან შედარებით – 14 ლარად აიღებ 
  • და ასევე ულამაზესს პინა კოლადას – რომელსაც ძირითადად საკმაოდ უგემურად აკეთებენ ხოლმე სხვა ბარებში – 15 ლარად. 
  • და რაც მთავარია – LONGISLAND – ის ფასი 22 ლარია და მეობისგან განსხვავებით პლასტმასის ჭიქით არ გაძლევენ. დიდ, შუშის ჭიქაში გისხამენ და უფრო მეტის, ალკოჰოლის გემოსაც, რაც სხვა ბარების კოქტეილებში იშვიათადღა თუ მოიპოვება.  

აქვე, ბოლოს 5-მა კაცმა მანდ პიცა ვჭამეთ, ეგეთი დიდი ხანია არსად არ გვიჭამია. 

ასე რომ, გთხოვთ, დაიბზუეთ უკან ეგ აბზუებული ცხვირები. 

პ.ს ერთი ბიპოლარი ძაღლი ჰყავთ, უსაყვარლესი, დეისი ჰქვია, თუ დაგიყეფათ სადმე გამოსალოცად მიდით ან დღიურის წერა დაიწყეთ, რაღაც რიგრზზე ვერ გაქვთ. 

 

მაკულატურა

ლიტერალურად ანდერგრაუნდ ბარია. ძირითადად მეტალჰედების, მოჰიფსტეროთა და უფულოთა შეკრების ადგილი. 

მაკულატურაში მისვლის მთავარი მიზეზი კი არომატიზირებული არაყი და  ბექგრაუნდ მუსიკაა (ძირითადად როკ/მეტალ/ინდი როკ ჟანრები). 

ზემოთ ხსენებული არაყი, სავარაუდოდ 250 მლ, 10 ლარი ღირს და ნაირფერი არომატები აქვს: ატამი, ნესვი… და კიდევ ორი, შეიძლება პიტნაც, უბრალოდ ეგ არასდროს გამისინჯავს. თუმცა ამბობენ, ეგ ბომბააო. 

2 კაცს ერთი 10 ლარიანი, ლამაზი ჭურჭლით მოსული ხილის არაყი, შესამთვრალებლად გეყოფათ.

შემდეგ კი შეგიძლიათ სხვა ბარში, main event-ზე გადაინაცვლოდ. 

 

8000 მოსავალი

Okay, hear me out… 

სამწლიანი სტატისტიკური ანალიზის შედეგად მინდა დავასკვნა, რომ თუ ღვინო გიყვართ, ყველაზე პრაგმატული, 8000 მოსავალში თეთრი მშრალი კლასიკური ღვინის შეძენაა (საშუალოდ 12-14 ლარი ჯდება ბოთლი, საკმაოდ ნორმალური ღვინო). დათრობა გარანტირებულია, ღვინის სიმთვრალეც უფრო გვიან გადის, ვიდრე შოთების და მეინ ივენთამდეც წამოგყვებათ ეს მეგა სოციალური განწყობა. 

ორნი თუ მიხვალთ, საჭმლის გაყოფასაც შეძლებთ: ადგილისა, ინტერიერისა და სასმლის სპეციფიკის გათვალისწინებით, საშუალო ფასად ესთეტიურ სიამოვნებასაც მიიღებთ.

 

პრაქტიკა ხალხის კაფე

აღწერაში ვკითხულობთ: ხალხის შემოწირულობით შექმნილი კაფე, იაფი საკვებით და ყველასთვის სამყოფი სიყვარულით.

გასაგებად რომ ავხსნა:

  • გოგრის კრემსუპს 6 ლარად მიირთმევთ, 
  • ლობიოს სენდვიჩს 5 ლარად. 
  • მიმოზა – 10 ლ
  • ჯინ-ტონიკი – 12 ლ
  • რომი და კოლა (კუბალიბრეს რომ ვუწოდებთ) – 10 ლ. 
  • ლიმონ-ვოდკა – 4 ლ. 

ყავაც აქვთ, რომელიც რასტვარინი იაკობსი არააა :)))) 

თბილი, სახლური გარემო, სადაც თავს ზედმეტად მაშინაც არ გრძნობ, როცა დეპრესია გაქვს. ლეპტოპს თუ გადაშლი და მუშაობას დაიწყებ, არავინ მოვა 30 წუთში, აქედან ნა*უიო. დალევასაც შეძლებ, ჭამასაც და რაც ყველაზე საინტერესოა – ყოველ კვირა აქვთ ახალი სიურპრიზები, შეიძლება მეგრული საკვები დაგხვდეს, ან მესხური, რავი, ან უცნაური ნამცხვრები და კრემიანი ტორტები. 

პლუს, ვინტაჟური ნივთების გაყიდვაც დაიწყეს.

მოკლედ, უეჭველი სანახავია. 

 

სახლი

ანუ როცა სამეგობროს 5 კაცი, 25+ ები, უკვე რომზე რომ არიან გადასულები და გომის და შაურმის წლები უკან რომ მოიტოვეს, შეიკრიბებით, ყიდულობთ რომს, კოლას, თვრებით და მერე გადიხართ სახლიდან მეინ ივენთზე. 

სასმელს ყიდულობთ კარფურში (ნიკორაში მხოლოდ მაშინ, თუ ფასდაკლება აქვთ). 

არანაირი აგროჰაბი, ევროპროდუქტი ან გუდვილი. 

 

პ.ს  ბარების მისამართებისა და ინტერიერის დასათვალიერებლად დააკლიკეთ სახელს და მათ FB გვერდებზე მოხვდებით 😗

 

და საერთოდაც, დროა ბარებში ფრეშები დაამატონ. იქნებ ფორთოხლის წვენით მინდა გულაობა და არა კუბა ლიბრეთი???!!!