
პროლოგი
მას მერე, რაც ჩვენი ბლოგერის სამეცნიერო ნარკვევმა 2024 წლის ასტროლოგიურ ტენდენციებზე დიდი პოპულარულობა მოიპოვა, მან გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ გაეთრიფა ასტროლოგიებში და თქვენთვის რაღაცები მოეტყუებინა.
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა
***
კი, კი, ასტროლოგიის არც მე მჯერა (მჯერა), მაგრამ როცა ვხედავ ვიღაცა ჩემს ნიშანზე ლაპარაკობს, რა თქმა უნდა დავაკლიკავ – a memoir.
ამის მთქმელს ამ წელს შვებულებას არ მისცემენ, რადგან სტაფიდან ვიღაც წავიდა და ჩამნაცვლებელი არავინაა. მის გარეშე კი მთლიანი სისტემა დაიქცევა, საწყალი ბიზნესი. დროა პირადი ბედნიერება დავთმოთ მისთვის!
ენივეი, ვერძები
ვინაიდან ვერძებს მთელი წლის განმავლობაში სისხლი უდუღთ და they identify as ვულკანი, (ფრონაუნსი: ცსსს, ცსსს *ცხელზე თითის დადების ხმა*) , მზის გულზე თუარ შეიხრუკენ, რა იქნება მათი ყოფა.
ვხედავ, ქობულეთის ან ბათუმის ხიდებიდან როგორ ხტებიან და თავით აპობენ წყალს. იქიდან კი თუ შემთხვევით სისხლიანი ამოვიდნენ – ეს განა იმიტომ, რომ ქვამ გაკაწრა? არა, იტყვიან, რომ ზვიგენთან იბრძოლეს.
სიცოცხლე თუ არ გასწირეს და დომინაცია თუ არ აჩვენეს სხვა ვერ-გადმომხტრებს, რაა მათი ცხოვრება.
fucking babies.
ძ.ს ძაან ექსტრემალები მდინარეზე მიდიან და ჯომარდობას ცდილობენ.
კურო
კუროებს ბოლომდე ვერ გაუშვიათ ბავშვობის რომანტიკა – სოფელში დასვენება, ჰამაკზე წამოგორება, მიწაში თამაში და ფეხშველა გატანტალება ცვრიან ბალახზე.
ახლა შეიძლება ეზოს დალაგებაზე უარს ამბობენ, მაგრამ ბავშვობაში ფუჭად მთოხნელ ბევრ კუროს შეამჩნევდით გურიაში.
ასე რომ, კუროები სოფელში, სადღაც მთისა და ბარისკენ.
ტყუპები
ტყუპებს თითქოს ჯერ ქალაქის გულაობები ვერ მოუმთავრებიათ. ბროსეში, ხუთშაბათის ლათინო ფართისკენ მიუწევთ გული, თუმცა როცა შანსი აქვთ დაყიალობენ აქეთ-იქით. აეკიდებიან ხან ერთ წყვილს (რომლებმაც იშვილეს, აშკარად), ხან მეორეს და ასე მოედებიან მთელს დუნიას, ვითარცა ფაროსანები.
კირჩხიბნი ანუ ჯიბო
კირჩხიბები დედამიწის აჩქარების უკუპროპორციულად შენელდნენ. სცხელათ, მოიღვენთნენ, დაოჯახებისა და კერაში დაბრუნების დრო უდგათ.
ამიტომ ქობულეთში ან ციხისძირში იმ სახლში წავლენ, მთელი ცხოვრება რომ დადიან. განა იმიტომ რომ კომფორტულია? უბრალოდ ნაცნობია და ბავშვობას ახსენებთ.
დალევენ ბევრ კამპოტსა და კუბა ლიბრეს – რომელიც არ მოეწონებათ. რადგან აჭარაში ძაან რთულია რამე მოგეწონოს, მაღალმთიან აჭარაში დამზადებული ენდემური კერძების გარდა.
ლომები
აქ არ დავწერ რომ ლეღვის ნახარში ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ამისთვის დიდები ვართ.
უბრალოდ იმას დავწერ, რომ რუჯისთვის მზის გულზე დაწოლა არ ღირს. ისედაც იპრიალებს ის გლითერები, ზედ რომ დაიყრით.
ლომები ალბათ საზღღვარგარეთულ არდადეგებს აირჩევენ შესაძლებლობის ფარგლებში: შეიძლება ანტალია, შეიძლება რომი, რადგან ლომის ერითმება.
ინსტაგრამზე დაიდება ბევრი ფოტო, სადაც ლამაზად იღიმებიან და კაი ადგილზე არიან.
საიდან აქვთ ამის ფული ასეთ ეკონომიკურ პირობებში? არავინ იცის, ღმერთიც მაგას კითხულობს და პასუხი არ აქვს.
ქალწული
ქალწული სექტემბერში აიღებს შვებულებას. მერე რა, რომ ლამის ხელის კანკალი დაეწყოს გადაწვისგან, პერფექციონიზმისგან და შფოთვისგან.
ჯერ ყველა დაბრუნდება შვებულებიდან, ეს ცივი მზერით გახედავს, რადგან ის მუშაობს, როცა სხვები ერთობიან (ლომები მაგალითად)
შემდეგ თავად გავა შვებულებაში, წავა გერმანიაში.
დრაგებზე ჯერ უარს იტყვის.
შემდეგ დათანხმდება, ოღონდ მხოლოდ ჰალიცუნოგენ სოკოებს მიიღებს და რაც შემდეგ მოხდება სხვებს უფრო გააოცებთ.
(მერწყულად გადაიქცევა)
სასწორი
სასწორი იქ წავა, სადაც ქრაში წაიყვანს.
მთაში ლაშქრობის გარდა.
მოივლის ზღვას, დაბინავდება ბათუმში.
სარფის სანაპიროზე გადავა ხათრით.
სავარაუდოდ უწევს სტამბულში ვიზიტი, სადაც იშოპინგებს – უყვარს აღმოსავლური სამკაულების ასხმა.
ზაფხული სულ ცოტა 3 სიტუეიშენშიპს უმზადებს (აქედან ერთი უკვე მოიშორა და ამ ამბავში ვილანი თვითონ იყო, ოღონდ არ არიარებს).
დაგოუსთავს 3 ადამიანს.
საკუთარ თავთან მარტო დარჩენა უნდა, რა ქნას?! (უბრალოდ სხვა გასართობი ნახა, თუმცა ვინც დაგოუსთა იმის მიმართ მაინც ემპათიურად იქნება განწყობილი).
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგი ურჩევს, ფიფლ-ფლიზერობას მოეშვას, მაინც უჭირს.
მორიელი
ამ ნაწილს გამოვტოვებდი.
მაგრამ მოვალოება უპირველეს ყოვლისა და შემდეგ ყოფილებზე ამრეზვა.
მათ (მორიელებს) თავისი გასჭირვებიათ. თუ ასტროლოგიურ რუკაში სასწორი უპარჭყანებთ, მაშინ ცოტა უფრო ლაღი ზაფხული ელით.
თუარადააა, მყინვარწვერიდან დაგორების მაცდურ პერსპექტივას შეიძლება ვერ შეელიონ.
თუმცა ამ წელს ალბათ ბევრი მოასწრეს – 3-ჯერ ღრმად ჩაფიქრება; სულ ცოტა 2 ადამიანის მანიპულაციურ ხაფანგებში გაბმა, სადაც მსხვერპლად მაინც საკუთარ თავს მიიჩნევენ; 3 დეპრესიული ეპიზოდი; და მედიტაციამდე მაინც ვერ მივიდნენ.
მე ვურჩევდი ზღვის ნაპირას, მზის გულზე წამოგორებას, D ვიტამინის მიღებას და გაჩილვას. იქნებ ბნელი აურა გაიფანტოს.
სერიოზული ასტროლოგები ამბობენ, კააარგად კარმული წელი ექნებათ მორიელებსო, ისე.
მშვილდი
ზედმეტი მიდებ-მოდების გარეშე ვიტყვი, რომ სადმე კარავს თუ დაინახავთ, დიდი შანსია შით მშვილდი, ან მშვილდის მდებარეობების მქონე ვინმე იჯდეს.
შლოპანცებით სიარულის სეზონსაც არ გაუშვებენ ხელიდან და არც ღობე-ყორე ყიალს.
ღმერთმა შეარგოს.
შეიძლება ზოგიერთმა მშვილდმა აზიასა და ბუდიზმსაც გაურისკოს და უკან აღარც დაბრუნდეს. ვინ იცის?!
მთავარია პოლიტიკაში არ წავიდეს.
მშვილდი სააკაშვილიც გვეყოფა რა.
და სტალინი.
თხის რქა
თხის რქა ის ნუ გგონიათ. მართლა შლოპანცები წამოიცვას ფეხზე და ქობულეთში კოიკა იქირაოს.
არა, ჯერ კარგად დაგეგმავს, 6 თვით ადრე. დაჯავშნის სასტუმროს, გაანაწილებს ზმანებს და წავა მშვიდად დასასვენებლად სადმე სურამის ან ბევრი ფიჭვი როა, მტვრიანი, იქით, სასტუმროში.
ზღვაზეც ჩავა, ზედ სანაპიროს ხედიან სახლს აარჩევს, შუა დღეს მზეზე არ გავა და რუჯსაც მხოლოდ spf-30 – ით მიიღებს.
ცურვა შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ გასაბერ კვატში ვერასდროს ნახავთ.
მაგრამ მგონია ბევრ ატრაქციონზე დასხდებიან და იქიდან ატეხენ ღრიალს.
თავშეკავებული kings and queens.
მერწყული
და აი, კიდევ ერთი წელი სრულდება, რაც ურანზე გადაცხოვრების ოცნება ვერ უსრულდებათ.
უფრო მეტიც, ხვდებიან, რომ არდადეგებს ვერც მარსზე გაატარებენ.
ამიტომ, შეიძლება ყაზბეგს ეცნენ, ზურგზე გაწვნენ და ვარსკვლავებს უიმედოდ უცქირონ.
მერე იტყვიან ფრაზას: ხვდები ხო სამყაროს რომ სულ ფეხებზე კიდიხარ?
ეს ფრაზა თამბლერულ რომანტიკულ დეპრესიას გაახსენებთ, წლების წინ მათი არსებობის დედაბოძი რომ იყო.
ან შეიძლება სულაც ყვეელაზე ხალხმრავალ ადგილას ჩაიგდოს თავი, ბანტებით და იასამნისფერი ჰაილათებით/გლიტერებით აკონკილმა.
არავინ იცის, ამოუცნობ არს გზანი მერწყულისანი.
დაა თევზები
თევზებმა ჯერ არ იციან რომ ზაფხულია.
როგორმე უნდა გავაგებინოთ.
ისინი არც გაზაფხულზე დაყენებულ მაღვიძარას გაუღვიძებია ჯერ.
შეიძლება ასტრალურ სამყაროში უკვე შემოდგომაც დადგა. მაგრამ ჩვენს მძიმე მატერიალურ სამყაროში რომ ზაფხულია – ეს ისევ დაავიწყდათ.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არსად წავლენ.
წავლენ, უბრალოდ შეიძლება ვერც მიხვდნენ სად მიდიან. სადაც ბედი, ქრაში, მეგობარი ან განცდა წაიყვანთ.
საზღვარგარეთ მოგზაურობა? სავსებით შესაძლებელია. ოღონდ, ვინ აორგანიზებს? თევზები აშკარად არა.
მაგრამ ჰოპ და, მათ თვითმფრინავში ხედავ.
Fin
P.S ვიღაცები ამბობდნენ მე-13 ზოდიაქოც არსებობსო და სულ რომ მართალი იყვნენ (არ არიან) იდი ნახ*ით, მე კიდევ ერთის დამწერი არ ვარ
peace out ✌️
***
ნახ*ით ხოარ გეწყინათ?