საარსებო მინიმუმი – ანუ რამდენი ლარია საჭირო იმისთვის, რომ არ მოკვდე

მოდით, გავიგოთ, რა არის და საიდან მოეთრა საარსებო მინიმუმი

საქართველოს საკანონმდებლო მაცნე საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ

“საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.”.

სოციალური მოთხოვნები რამდენად კმაყოფილდება არ ვიცი, რადგან საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება სასურსათო კალათის საფასურის მიხედვით ხდება. აქედან სურსათს 70% უკავია, ხოლო შემოსავლის 30% უკვე სხვა ხარჯებზე მიდის. 

სწორედ საარსებო მინიმუმია ის ორიენტირი, რომლის მიხედვითაც შემდეგ ხელფასები, სტიპენდიები, პენსიები, შემწეობები და სხვა სოციალური გასაცემლების რაოდენობა ანგარიშდება და შესაბამისად მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ დატვირთვას იღებს. 

ანუ, რაც უფრო მაღალია საარსებო მინიმუმის დონე, მით უფრო მაღალი უნდა იყოს ნებისმიერი სახის შემოსავალი. ეს კი ავტომატურად ავალდებულებს სახელმწიფოს აამოქმედოს პენსიათა და ხელფასთა ზრდის ბერკეტები. but guess what? 

 

ახლა ხვდებით ხომ, რატომ არის პენსიიდან დაწყებული ხელფასით დამთავრებული ყველაფერი იმ ლოდივით, სიზიფე რომ ვეღარ ერევა და ზედვე გადაუვლის?

 

რა გამოდის, რომ რაც უფრო დაბალია საარსებო მინიმუმი, მით უფრო უნდა გვიხაროდეს? რადგან სურსათი იმ ხალხისთვის ვისაც საარსებო მინიმუმზე 5-ჯერ მეტი ხელფასი გვაქვს უფრო მარტივი საყიდელი იქნება? 

თუმცა სიხარულში ხელს სოციალური ემპათია და რიცხვები გვიშლის: 

 2023 წლის ბოლოს საარსებო მინიმუმი 249.7 ლარით განისაზღვა. 

პენსი კი – 315 ლარით ამა წლის იანვრისთვის. 

შვებით ამოვისუნთქეთ, პენსიონერებს 65.3 ლარით მეტი გადარჩენის შანსი აქვთ. 

თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ 2022 წლისთვის საქართველოში ყოველი მეექვსე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო… 

და იმას, რომ საარსებო მინიმუმსა, პენსიასა და სოციალურ შემწეობას შორის სხვაობა ძირითადად ძალიან მცირეა ხოლმე … 

მოკლედ, ვერც ჰიპოთეტურად დაშვებული დაბალი საარსებო მინიმუმი (რომელიც სურსათის დაბალ ფასებს უნდა ნიშნავდეს) ვერ გვახარებს. 

დამატებითი სიამოვნებისთვის შევხედოთ 💫ნახატებს💫

ნახატი აღწერს, რომ მამაკაცს ოქტომბერში გადასარჩენად 251 ლარი ეყოფოდა  💫

* მოცემული თანხა მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულების გათვალისწინებითაა გამოთვლილი. სასურსათო კალათა კი გულისხმობს ყველა იმ პროდუქტის ერთობლიობას, რომელიც ადამიანს სჭირდება ფუნქციონირებისა და შრომისუნარიანობისთვის. 

ლინკზე იმ პროდუქტთა ჩამონათვალს ნახავთ, რომელიც აუცილებელი რაციონის მიხედვითაა განსაზღვრული. ეს ჩამონათვალი ჯერ კიდევ 2003 წელის წინ შედგინდა და 21 წლის შემდეგაც, არავის გადაუხედავს. 

ფასების დადგენაში კი გათვალისწინებულია  ე.გ ‘შევაჭრების კოეფიციენტი’. თუმცა იმ რეალობაში, სადაც ადამიანები ბაზარში უკვე ნაკლებად დადიან, რამდენად ლოგიკურია შევაჭრების კოეფიციენტის,
(ანუ:
-რა ღირს მწვანილი? 

-50 კაპიკი

– ორს წავიღებ და 70ად მომე)
არსებობა, სადაო საკითხია. 

ამასობაში 2003 წელს განსაზღვრული 2300 კალორიაც, რომელიც შრომისუნარიან კაცს უნდა ეყოს დღის განმავლობაში, სადაო საკითხია. ასაკისა და ფიზიონომიის მიხედვით კალორიათა ოპტიმალური რაოდენობა მერყეობს და სხვადასხვა კვლევის საფუძველზე, კალორიის ნორმალური რაოდენობა 2500 – ია. 

 

რა მოხდება თუ თვის განმავლობაში მართლაც საარსებო მინიმუმით იცხოვრებთ?

შავი ყუთიი სტუდიაშიიი 

(სპოილერი: შავი ყუთი სინამდვილეში კუბოა, რადგან თქვენ მოკვდებით.) 

ახლა კი, სერიოზულად დავითვალოთ!
(სერიოზულად, საარსებო მინიმუმით შეიძლება არ მოკვდეთ მაგრამ სამედიცინო ხარჯები გაგეზრდებათ მაინც)

პირველ რიგში, გეტყვით, რას ვერ შეძლებთ საარსებო მინიმუმით:

  • ზამთარში გათბობას
    რადგან მეც კი, რომელიც სახლში ძალიან იშვიათად ვარ და გამათბობლად ‘კარმას’ ვხმარობ, თვიური გადასახადი – 50 ლარი მომდის ზამთრის თვეებში. 
  • ტაქსით მგზავრობას
    შემთხვევით გარეთ 12 საათის შემდეგ რომ მოხვდეთ, იცოდეთ, რომ სახლში ან ფეხით უნდა დაბრუნდეთ, ან მეტროსთან ახლოს მდებარე რომელიღაც სახლში შეიჭრათ და დილის 6-მდე იქ მაცხოვრებლებს თქვენი გამოგდება არ დაანებოთ.
  • კაფე-ბარ-რესტორნ-აგროჰაბში გასეირნებას
    ამას ზედმეტი აღწერა არც სჭირდება. ერთი ცუდი ყავა კაფეში საშუალოდ 6 ლარი ღირს, პლუს მომსახურების საკომისიო 10-18% და ეგაა, გაგრძვრათ 8 ლარამდე. რესტორანში მხოლოდ მეგობარი თუღა გაგიყოლებს და აგროჰაბს გარედან თუ შეხედავ, იქ ჰაერიც რაღაცნაირად ძვირიანად ისუნთქება. 
  • მკურნალობას
    ჩავთვალოთ, რომ გამაყუჩებელი 50 თეთრად იყიდე, ან მეგობარმა მოგცა (რომლის შესახვედრადაც შენ ტრანსპორტის ხარჯებიც გაწიე – საშუალოდ 1 ლარი. თუ სოციალურად დაუცველი ხარ, 10 თეთრი, ხოლო თუ სტუდენტი, 20 თ ). გაციებისა და გრიპის წამლები უფრო მეტ ფინანსრუ გასროლას მოითხოვს. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალია იმდენად ძლიერი იყო რომ – არ გაცივდე. D ვიტამინი გაკლია? *ლეზე გვკიდია ( მე არა, მე ყველას D ვიტამინის დეფიციტი მადარდებს). B12? ეგეც! უძილობა გაწუხებს? დეპრესია? შფოთვა? აპ-აპ-აპ, მენტალური აშლილობები მხოლოდ მდიდართა ფუფუნებაა! ა, ხო, შემთხვევით თუ სექსუალური აქტივობებით დაკავებას გადაწყვეტთ, იცოდეთ, რომ დაცული სექსის ფუფუნებაც დიდი შანსია არ გქონდეთ. 
  • ფენსი კვებას – თუ ხორცს ბაზარში იყიდით,  კილოს საშუალოდ 15 ლარად შეიძენთ. ამ რაოდენობის მთელი თვე გამოზოგვა შესაძლებელია, თუ რა თქმა უნდა, ბევრ პურს და შაქარს მიატანთ. 
  • ალერგიას
    იმედია უკვე მიხვდით, რომ ალერგიაც, მენტალურ ჯანმრთელობასთან ერთად, ფუფუნების საკითხია. შეიძლება გლუტენზე იყოთ ალერგიული, პარკოსან ან მარცვლოვან კულტურაზე, ანუ ყველაფერ იმაზე, რაც შედარებით ხელმისაწვდომი და იაფია. well, fu*k u then
  • სოციალიზაცია
    და სიას ამით ვწყვეტ, რადგან  სიის სიგრძესთან ერთად ბრაზის რაოდენობაც მეზრდება. კინო, მეგობრებთან ერთად სადმე გასვლა და მსგავსი სოციალური აქტივობები დასაწყისშივე გამორიცხულია. 

ამ ყველაფერს ემატება რესურსი, რომელიც ყოველ დღე საკვების მომზადებაში გეხარჯება. არსაიდან გამოქანებულ ხარჯებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგალითად – ჭურჭლის ჟელე? სალფეტკი? ბალზამი? ნუთუ ესენი ფუფუნების საგნებია? 

უკაცრავად, არ მინდა ოდესმე ტუალეტის ქაღალდს ფუფუნების საგანი ვუწოდო. 

 

კითხვები
რამდენად ჯანსაღია რაციონში მოცემული საკვები?

მითუმეტეს, რომ სიაში მოცემული პროდუქტებიდან ყველაზე იაფი ფქვილი და შაქარია, დანაყრების კოეფიციენტიც მათ აქვთ მაღალი და ღარიბი და მშიერი კაცი კი მიეძალება ამ ორს. არადა შაქარიც და თეთრი ფქვილიც, არვი, აი, ღმერთმა რომ სამოთხიდან გამოისროლა, დემონივითაა. მთელი სამყარო თანხმდება, რომ კარგი არაა. 

და საერთოდ, გადარჩება კი 252 ლარით ადამიანი?