როგორ მოვემზადოთ ეროვნულებისთვის?

აბიტურიენტებო ყველა ქვეყნისა შეერთდით და ჩემი როგორც ყოფილი ნააბიტურიენტალისა და ქართულის გამოცდაზე ოფლად დაღვრილის რჩევებით მოიბეზრეთ თავი.

აწ დიპლომიანის რჩევები ეროვნულებისთვის თავდადებულ თუ თავდაუდებელ აბიტურიენტებს

 

გაარკვიე სკოლის მისადგომები

მე მაგაში მაინც გამიმართლა და ჩემს ძველ სკოლაში მომიწია აბიტურიენტობის ჯვირს ტარება, მაგრამ ხანდახან ისეთ სკოლებში ხვდებიან მომავალი სტუდენტები ცხოვრებაში ავტობუსიდანაც რომ არ მოუკრავთ თვალი. 

გამოცდამდე Google Map მოიმარჯვე და წინასწარ დაძებნე მარშრუტი. ჰო, კიდე მეტრო სადგურთან თვალები გააფართოვე — საგამოცდო სკოლებამდე უფასო ავტობუსები დადის ხოლმე. 

 

ჩაიცვი გრილად და კომფორტულად

აი, ჰო გაგიგია ნატურალური ბამბის ტანსამცელზე (100% Cotton) რომ ამბობენ სუნთქავსო, რამე ეგეთი მოქექე სიცხეს და ოფლიანობას რომ გადაურჩე, თორე ჩვენი განათლების მინისტრი კონდინციონერებით ნამდვილად არ გვწყალობს.

მახსოვს ქართულის გამოცდაზე რაღაცა საშინელი შარვალი მეცვა და ადგომის შემეშინდა, მგონი ჩავიფსი ნერვიულობისგანთქო 🙂

 

პრესაგამოცდო რიტუალები

გამოცდის წინა დღეს წიგნებს თავს არ აკლავ! გამოცდაზეც გეყოფა 😉 წამოგორდი, შენი მომავალი სტუდენტური წლები წარმოიდგინე და პოზიტიური ენერგია მოიმარაგე. გემრიელად გამოიძინე — იცოდე ფინალურები რო გექნება ძილი მოგენატრება. გამოცდამდე მსუბუქად წაიხემსე და ყავაც დალიე, საათობით სკამზე ჯდომას და ტვინის კუნთების ძაბვას რომ ბოლომდე გაუქაჩო. ჰოოო, გამოცდამდე აუცილებლად დაცალე შარდის ბუშტი. 

გამოცდისთვის გულის ჯიბით სატარებელთა სია 

 

პირადობა ან პასპორტი

საგამოცდო ბარათი, რომელსაც შენი საგამოცდო პირადი გვერდიდან ამობეჭდავ და

გაპიწკინებულს მიიტან გამოცდაზე.

ჩაციებული წყალი — აბიტურიენტთა ხვნეშისგა მალე რო არ გათბეს.

ცოდნა 😉  — თუ ცოდნა არა გარტყმის უნარი. ჰოოო და ის გათვლა არ დაივიწყო: ესა მესა გადის ესა

მოკლედ ეგააა რაა, ჩემმა ოროსანმა კლასელმა თუ ჩააბარა, რა განერვიულებს? 😉