როგორ მივედი 4 დღეში 18  ც ა ლ ი  ფილმის ყურებამდე?

აი:

ვიმედოვნებ, რომ ამბავი ,რომელსაც ახლა აღვწერ თქვენც გადაგხდენიათ. იმიტომ, რომ მე უკვე მეოთხედ გადამხდა და არ მინდა ოფიციალურ საბუთებშიც (ანუ ციფრულ სამყაროში) გიჟად ვიდენტიფიცირდებოდე. 

წლის ბოლო იდგა (9 დეკემბერი) , როცა საკუთარ თავთან 4 წუთით შემთხვევით მარტო აღმოვჩნდი და შედეგად – საკუთარმა ფიქრებმა და ცხოვრებამ თვალწინ ჩამირბინა. 

ამას კი, როგორც ხდება ხოლმე,  კონკრეტული მოვლენის უეცარი, საშინელი რეალიზაცია მოჰყვა. 

მოვლენა კი შემდეგი იყო: (ბოლო 5 წელში უკვე მეოთხედ) დრო ისე გამეპარა, შვებულების დარჩენილი 10 დღის აღება ვერ მოვასწარი. 

გონებაში გაძლიერებული წიკწიკის ხმა ჩამესმა. 

ეს საათი არ იყო. 

ეს ის ბომბი იყო, რომელზეც ჩემი ოფისი აფეთქდებოდა თუ წლის ბოლომდე შესასრულებელ 10 თასქს არ ჩავხურავდი. 

თუმცა, თუ ბუნებით მწერალი და დრამატურგი ხართ, აწყლიანებული კნუტის თვალების ექვივალენტი ტექსტების წერაც შეგიძლიათ (ჩამოთვლილთაგან არაფერი ვარ, მით უფრო – ბუნებით )  და ამასთან საკმაოდ გამგები ბოსი გყავთ, მაშინ ამ ბომბს შეგიძლიათ ცოოტა გაააააწელინოთ და უდროო დროს გახსენებული 4 დღიანი შვებულებაც დაირტყათ. 

მეც ასე დავირტყი და გადავწყვიტე პროდუქტიულად გამეტარებინა.

შედეგად, 4 დღე საწოლში მწოლიარემ გავატარე 

და რაც მთავარია, გავაკეთე ის, რაც არასდროს გამიკეთებია – ახალი საშობაო ფილმები ვნახე ( 18 ცალი. რამდენიმე რომანტიკული კომედიაც გავურიე, KARGI). 

მე კი ახალ ფილმებს იძულების გარეშე არასდროს ვუყურებ. 

მაგრამ ახლა PMS მქონდა ამიტომ ჩემთან დაკავშირებული ყველანაირი ცვლადი გაბათილდა, რადგან დღის სინათლეზე ახალი მონსტრი გამოვიდა. 

ახლა კი, თქვენთვის ტანჯვის თავიდან ასარიდებლად, გეტყვით რას ვფიქრობ ფილმებზე, ROMLEBIC 4 DGIANI GADABMULI YUREBIS SHEMDEG DAMIGROVDA.

1.The Holiday (2006)

(ამ წელს ზოგიერთი დაბადებულიც არ იყავით)
დიახ, დიახ, აქამდე როგორ არ მქონდა ნანახი, სად დავიბადე, სად გავიზარდე, ბლა ბლუ, ჯუდ ლოუ, ლამაზი კაცი, ბრიტანული აქცენტი, სულელი ხომ არ ვარ – ყველაფერი გასაგებია!

მომეწონა, ამიტომ გირჩევთ.
რეიტინგი (0-10 მდე):
ცრემლები – 3
HAHAHAS – 1.5

cuteness lvl – 5 ( რადგან გულის სიღმრეში ორ მონსტრს- სკრუჯსა და გრინჩს ვაერთიანებ)
ქრინჯ-დონე – 6 (იხ. ზედა კომენტარი)
დიალოგები   that made me gag – კარგია რომ მაშინ chatGPT -ის ჯერ კიდევ არ აწერინებდნენ დიალოგებს.

ნეტფლიქსზე და ქვეყნად ყველა პირატულ საიტზე დევს, ასე რომ, ეცით!

2.Lovehard (2018)

მთავარ როლში: დეითინგ აპპლიკაცია.
ასევე იხილავთ ნინა დობრევსა და 30 წლის (რომელიც 22 წლისას ჰგავს) კორეელ ბიჭს – რომლებიც ერთმანეთს საშინლად არ უხდებიან. 

ეს ბიჭი მშობლებთან ცხოვრობს (როგორც ქართველების 88%. მეც).

რეიტინგი:
ცრემლები: 0
HAHAHAS: 3.5

cuteness lvl: 1 

ქრინჯ-დონე:  9
დიალოგები  that made me gag – 4

ისევ, იხ. ნეტფლიქსი ან ნებისმიერი პირატული საიტი.

3.Holidate (2020)

ერთი მარტოხელა გოგო, რომელსაც ოჯახი უჩიჩინებს როდემდე უნდა იყო მარტო 🖐️ – აო, და ერთი მარტოხელა ბიჭი, რომელსაც არავინ არაფერს არ უჩიჩინებს, გადაწყვეტენ დღესასწაულებზე ერთმანეთის დეითები იყვნენ ხოლმე. არანაირი კოცნაობა და რამე.
თუმცა ერთ დღესაც…

რეიტინგი:
ცრემლები – 0
HAHAHAS – 6

cuteness lvl – 3

ქრინჯ-დონე – 6
დიალოგები that made me gag – 2

4. A Castle For Christmas (2021)

მთავარ როლში – შოტლანდიური სასახლე.
მეორეხარისხოვან როლებში – მწერალი ქალბატონი და შოტლანდიელი ჰერცოგი რომელიც ბრიტანული სნობიზმითაა დალაქავებული.
მთავარი თემა – უცხოპლანეტელები. სიყვარული.

რეიტიგნი:
ცრემლები – 0 

HAHAHAS – 0.8

cuteness lvl – 1

ქრინჯ-დონე – 9.2

დიალოგები that makes me gag – 8

* შენიშვნა: ამ ფილმის მერე ყველა ფილმი უკვე ერთნაირი გახდა.
**შენიშვნა2: ამ ფილმამდეც ყველა ფილმი ერთნაირი იყო

5. Holiday in the Wild (2019)

ამ ფილმს ერთადერთი პლუსი ჰქონდა – სპილოები.
მესამე და მერვე ხარისხოვან როლებში თქვენ ნახავთ: შარლოტას სექსი დიდ ქალაქში-დან, ერთ, რა თქმა უნდა, კუნთიან კაცს და ვერტმფრენს.

* შენიშვნა: აქ უკვე ვფიქრობ, რომ დროა ნეტფლიქსის ჰოლივუდში სცენარისტად მე წამიყვანონ

რეიტიგნი:
ცრემლები – 1 ( სპილოების ხათრით)

HAHAHAS – 0

cuteness lvl – 2 (სპილოების ხათრით)

ქრინჯ-დონე – 9.9

დიალოგები that made me gag – YVELA

6. A Christmas Prince (2017)

ეს ფილმი შუაში გავწყვიტე, რადგან ამდენი ყ*ეობის ყურების მიუხედავად, ვერ გავუძელი  ჟურნალისტი გოგოს (რატომღაც მთავარი პერსონაჟის) არაფრისმთქმელ, ბელა-სვონურ ( – 10) პერსონას და მის ამინდთან და დანარჩენ სამოსთან ყოვლად შეუსაბამო წითელ კონვერსებს ( ამ წინადადების წერისას კლავიატურას წ და თ გასძვრა <333 )
ვინაიდან ავად ვარ (მენტალურად, აშკარად)  შეიძლება მაინც დავასრულო.

რეიტიგნი:
ცრემლები – 0

HAHAHAS – 0

cuteness lvl – 0

ქრინჯ-დონე – 10

დიალოგები that made me gag – YVELA

7. Holiday in Vineyards (2023)

მთავარ როლში: ღვინო
მეათეხარისხოვან როლებში ოსკარს ვერ მიიღებენ: ქალბატონი, რომელიც ულამაზეს ქვრივს თამაშობს, და ყოფილი ფაქბოი, რომელსაც უბრალოდ კარგი ტანი აქვს.
მთავარი თემა: დიდი მეღვინეობის კომპანია ცდილობს პატარა ოჯახური მეღვინეობის შეძენას. თუმცა სიყვარული იმარჯვებს

რეიტინგი:
ცრემლები – 0

HAHAHAS – 0

cuteness lvl – 0

ქრინჯ-დონე – 10

დიალოგები that made me gag – YVELA

ალბათ მიხვდებოდით, რომ უკვე აპათიაში გადავედი.

ამიტომ გადავწყვიტე განტოლებიდან ‘შობა’ ამომეღო და უბრალოდ რომანტიკულ კომედიებზე გადავსულიყავი

8. 9. 10. ანუ ბრიჯიტ ჯონსის სამივე ფილმი 

Bridget Jones’s Diary,”
Bridget Jones: The Edge of Reason”
Bridget Jones’s Baby.”
ნუ, კლასიკა.
ბავშვობის ნოსტალგიების გამო დავაკლიკე და გავაანალიზე – რომ ბრიჯიტ ჯონსის უცნაურობა და სისაყვარლე, უბრალოდ ცუდად შეკრული, unrelatable ფსიქოპორტრეტია, და ისედაც ფსიქო-დაზიანებულ ხალხს (მე), გვაღიზიანებს. მთელი ფილმი ვცდილობდი ქ. ბრიჯიტისთვის დამემუღამებინა.
უშედეგოდ.
Fu*k her.
ბოლო ნაწილში ცოტა უფრო მომეწონა. შეიძლება 43 წლის ქალთან უფრო ვაიდენტიფიცირებ თავს და ამიტომ.


რეიტინგი:
ცრემლები – 0

HAHAHAS – 4

cuteness lvl – 1

ქრინჯ-დონე – 8.9

დიალოგები that made me gag: ბრიჯიტ ჯონსის შიგნით მიმდინარე ყველა დიალოგი.

11. Love in the Villa (2022)

ამ ფილმს ჰქონდა პოტენციალი (ძალიან მაღალი, ლამაზი და კუნთიანი კაცი მთავარ როლში, ბრიტანული აქცენტით და სომელიეს  უნარებით)
თუმცა ეგ პოტენციალი ოდესღაც მეც მქონდა (former gifted child syndrome).
მოქმედება ხდება ვერონაში, სიყვარულის და უფრო მეტად ალბათ – სიკვდილის ქალაქში.
სახალისო იყო, გირჩევთ, მაგრამ სადღაც შუაში ჩემს ქრაშთან მიმოწერა დავიწყე და ყურადღება ვეღარ მივაქციე.
აი, ამდენად უინტერესო იყო.

რეიტიგნი:
ცრემლები – 0.2 (უბრალოდ მტირალა ვარ)

HAHAHAS – 6

cuteness lvl – 4

ქრინჯ-დონე – 7

დიალოგები that made me gag – სხვათაშორის ცოტა.

12. What Men Want (2019)

ტიპიური ძლიერი დამოუკიდებელი ქალის ამბავი, რომელსაც medium ugly კაცებთან უწევს მუშაობა, შესაბამისად არავის მოსწონს, რადგან ეშინიათ. ამ ქალს ალბათ ამ ქართულ პანკ-სიმღერად დააიდენტიფიცირებდნენ

რეიტინგი:
ცრემლები – 0

HAHAHAS – 7

cuteness lvl – 0

ქრინჯ-დონე – 2

დიალოგები that made me gag – ეს რომანტიკული კომედია არ იყო, ამიტომ, ცოტა. 

13. Your Place or Mine (2023)

სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ეშტონ კუშნჩნტნერი რომანტიკულ კომედიებში ისევ თუ მონაწილეობდა. რა გაუჭირდა ამისთანა – მხოლოდ მილა კუმნისმა იცის.
მაგრამ ეს ფილმი საკმაოდ საყვარლობა იყო.
მთავარი თემა – მეგობრები, რომლებიც 99 წლის შემდეგ აღმოაჩენენ რომ ერთმანეთი უყვარდათ <333

რეიტინგი:
ცრემლები – 5 (იხ. კომენტარი ჩემს მტირალობაზე) 

HAHAHAS – 7

cuteness lvl – 6

ქრინჯ-დონე – 2

დიალოგები that made me gag – 3

14. Set It Up (2018)

ორი ბოსსი.
აქედან ერთი ლუსი ლუ (ჩარლის ანგებოზებიდან <33)
მეორეს მნიშნველობა არ აქვს.
ორი ასისტენტი.
აქედან ერთი – Zoey Deutch
მეორეს მნიშვნელობა არ აქვს.
ვისიამოვნე.
ამდენი ფილმის შემდეგ ემოციის აღმწერი სხვა სიტყვა აღარ შემრჩა – უფრო მეტიც რეალობის აღქმა 1.5 D – ში დავიწყე.
ცხოვრებამაც იმაზე უფრო მეტად დაკარგა აზრი, ვიდრე შვებულების აღებამდე ჰქონდა დაკარგული.

რეიტიგნი:
ცრემლები – 0

HAHAHAS – 8

cuteness lvl – 3

ქრინჯ-დონე – 2

დიალოგები that made me gag – 1

მგონი 14 ცალი ტანჯვა საკმარისია.
აქვე აღვნიშნავ, რომ How to lose a guy in 10 days  (15) –  შეგიძლიათ ახლიდან დაარევოჩოთ.
Ugly Truth (16) ერთადერთი პლუსი აქვს და ეს გერარდ ბატლერის გვერდული ღიმილია.
აი, My Best Friend’s Wedding -ს (17) კი საერთოდ არ ვუყურებდი.

პ.ს ამ მთელს უმსგავსობაში, რომელსაც თავდაპირველად ჩემი პროდუქტიული შვებულება ვუწოდე

ერთადერთი ნათელი წერტილი Minions: Rise of Gru (18) იყო.

დასკვნა:
რასაც წითლად მოვნიშნავ იმას არ უყუროთ.

** დასკვნის შენიშვნა: Love Actually – ის არ ვნახავ, რადგან სახელი და ჰიუ გრანტი არ მომწონს.