Tbilisi has the most comfortable public transport
ყოველ დილას ვაგონში შესვლამდე მკლავს შფოთვა
შევასწრებ შიგნით
თუ მემანქანე
კარებში მომკლავს
– რიგითი მგზავრი, ჰაიკუ
საქართველოში ცხოვრების დინამიკა ასეთია:
მოვლენები შენს გარშემო, თუმცა შენს გარეშე ხდება.
სამყარო იწვის, შენ კი ყავას ხრუპავ და შესასრულებელ თასქებსა და ბანკზე ფიქრობ. ყველანაირი ენერგო-რესურსი გადარჩენას მიაქვს და ზოგჯერ გავიწყდება – ტელევიზორის ყურება აუცილებელია იმის გასააზრებლად, თუ რამხელა ყაყაში გვიწევს ცხოვრება.
‘ჩემი ქალაქი მკლავს’ გვერდიდან თბილისის მერი, რომელიც მხოლოდ ახალი ავტობუსების დამატებისას ან პრაზდნიკებზე სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით – გეუბნება, თბილისს ყველაზე კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქვსო – თბილისის ქუჩებს ბასლაინები დაემატა, ხოლო მეტროს – ახალი მატარებლებიო.
ბასლაინებმა ერთი პრობლემა ნამდვილად მოაგვარა – ჭავჭავაძეზე ავტობუსში და საცობში ერთდროულად არასდროს ვხვდები.
თუმცა მთვარი პრობლემა – საერთოდ შეძლებ თუ არა ავტობუსში ფეხის ადგმას – ისევ გადაუჭრელი რჩება.
საბოლოოდ, ამ ქვეყანაში სტაბილურობის ყველაზე დიდი საზომი ავტობუსის გაჩერებაზე მდგომი და ავტობუსში ვერ ასული ადამიანთა რაოდენობა და სადგურის მეორე ხაზზე გაჭედილი ადამიანების მდუმარე მრისხანებაა.
Welcome to Tbilisi Metro.
The first rule of Metro is:
თავი აარიდე ჭედვის პიკი საათებს: დილის 9-10, ხოლოს საღამოს 6-7 საათებს.
(ვერ აარიდებ)
ჭყლეტვა
ანუ, ამდენად ახლოს თავს კოლექტივის ნაწილად ვერასდროს იგრძნობ.
აქ ეხები ადამიანებს, რომლებსაც დროისა და სივრცის სხვა ნებისმიერ ადგილას, არასდროს შეეხებოდი.
არ აქვს მნიშვნელობა, პირადი სივრცის დარღვევას იტან თუ ვერა;
Touchy person ხარ თუ არა;
მეტროს ვაგონში ვაკეთებთ და გვიკეთებენ ისეთ რაღაცებს, რასაც სხვაგან ვერა.
ეს ყველაფერი ნებაყოფლობითი არ არის – მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ ყოველდღე მეტროში ჩასვლის არჩევანს თავადვე ვაკეთებს, გამოდის რომ არის. თავისუფალი ნების დილემაც მეტი არაფერია – არჩევანს აკეთებ, უბრალოდ მოცემულობებსა და ცვლადებში, რომლებსაც ვერ აკონტროლებ.
ხოლო თუ ბედი მარად არაფრისმთქმელი სახით გიყურებს და მეორე ხაზზე გადასვლა გიწევს – ცხოვრების გასახალისებლად, იმ ნელი მარშის ჟამს, პირველი ხაზიდან მეორე ხაზზე გადასასვლელად რომ უერთდები, შეგიძლია ‘იმ ჰო ტეფ, იმ ჰო ტეფ’ იძახო ხოლმე.
The second rule of Metro is:
რადაც არ უნდა დაგიჯდეს, თავი აარიდე პირველ ვაგონში შესვლას დილის ან საღამოს საათებში.
სუნი
შუადღეს არომატები უკვე ნამგზავრი ხალხის რაოდენობით ბალანსირდება და ვინაიდან ისედაც ცოტა ჟანგბადია და ორგანიზმი ნახევრად კომატოზურ მდგომარეობაში გადადის, არომატთა მრავალფეროვნებას ვერ ვგრძნობთ. შუადღეს უკვე საეჭვო წარმოშობის სუნამოთა ერთმანეთში არეული სუნი დომინირებს სუნზე – რომელიც დილაობით შარდისას ჰგავს.
საიდან გაჩნდა?
ვინ მოასწრო მოფსმა?
რატომ ვერ დაიჭირეს წლების განმავლობაში?
არავინ ვიცით.
The third rule of Metro is:
ციგან ბავშვს თვალებში გამომწვევად არ შეხედო- შეიძლება მოგაფურთხოს.
ციგანი ბავშვები
თუმცა, არც ის უნდა აჩვენო, რომ გეშინია.
ადამიანები, რომლებიც ყოველ დღე გადარჩენისთვის იბრძვიან, მარტივად გრძნობენ შიშის სუნს. ‘ციგან ბავშვებს’ კი ყოველ დღე უწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა.
ზუსტად არავინ ვიცით, სად ცხოვრობენ.
ჰყავთ თუ არა მშობლები.
მართლა ჰყავთ ძმა ცუდად თუ არა.
საერთოდ, პირადი ნომრები აქვთ?
დაბადების მოწმობა?
სძინავთ?
მეტროს კონცეპტთან იმდენადაა შერწყმული ციგნის კონცეპტი, როგორც მთავრობის წევრები-სკამებს, ხოლო ორკები ლისიდან წამოღებულ იოგა-ხალიჩებს.
ჩემთან პირადად ციგანი ბავშვები დიდად არ მოდიან – როცა ერთი და იმავეს დიდხანს აკეთებ ოსტატდები. ესენიც დაოსტადნენ და ხვდებიან – ვისთვის ღირს ფულის თხოვნა, ვის აქვს ზედმეტი 20 თეთრი და ვის არა.
The Fourth rule of Metro is:
თუ ხვდები ან გრძნობ, რომ შენთან პერვერტი დგას, არ გაჩუმდე.
Peedos & Perverts
ანუ მიწისქვეშა სისტემის ძალიან მატერიალური არაკულტურული ძეგლები.
როგორც ქართული ლექსი გვიამბობს,
ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა
ან მეტროში პერვერტები.
ძირითადად 35+ მამაკაცები, რომლებიც ჭყლეტვის ყველაზე მაღალი ხარისხის დროს გადაწყვეტენ საზოგადოებაში გარევას იმის იმედად, რომ ეგებ ვინმეს რამე გაუსვან.
გაუსვამენ კიდეც, რაც უფრო მორირებული, შეშინებული, მხრებში მოხრილი და უხერხული ვაიბის მატარებელი გოგონა შეხვდებათ – მით უკეთესი. ნაკლები შანსია გამოუცდელმა გოგომ ხმა ამოიღოს, დედის ტრაკი, მამის სული და ბაბუის გენი დააფაროს. თუმცა არ იდარდოთ, ყველაფერი გამოცდილებას მოაქვს – მაგალითად, პირველი ორი შემთხვევა ჯერ საკუთარ თავთან ბრძოლაში გავატარე – იქნებ მეჩვენება, ამხელა კაცია, როგორ იკადრებს?
თუმცა მესამე შემთხვევაში მოთუხთუხე ბრაზი და ზიზღი თქვენთანაც ამოხეთქავს და შეგიძლიათ ციგანი ბავშვისგან განსხვავებით პერვერტს თვალი გაუსწოროთ და რაც პირზე მოგადგებათ და ცოტა უარესებიც უთხრათ. თუ ოდესმე გდომებიათ ვინმეს დამუქრებოდით, მაგრამ აქამდე შანსი არ მოგცემიათ, რადგან კულტურულად შეუფერებელია, შეგიძლიათ ახლა აიხდინოთ ოცნება.
იმედია, თქვენ რამდენიმე ცდა არ დაგჭირდებათ და პირველივე ჯერზე შეძლებთ საკუთარი თავის დაცვას.
ეს რომ უეჭველი მოგიწევთ – ამას უბრალოდ სტატისტიკა ადასტურებს.
სავარაუდოდ ბიჭებსაც აქვთ მსგავსი პრობლემები, თუმცა მე პირადად ჯერ არ მომისმენია – ალბათ, ერიდებათ თქმის და გამკლავებაც გოგოებზე უკეთ შეუძლიათ პირველივე ჯერზე, რიგი მიზეზების გამო.
აქვე, პირადი გამოცდილებით ვიტყვი, 10 გამოკითხული ბიჭიდან 9 იმასაც კი ვერ იჯერებს, რომ გოგოებს მსგავსი პრობლემა აქვთ.
კონტროლიორები
ცალკე, წესების მიღმა აღნიშვნას იმსახურებენ
რადგან თავად არიან წესრიგის მეთვალყურეები.
ანუ მარადჟამ უკონტროლო და უკულტურო ქართველი ერისთვის ელემენტარული წესების აღსრულების გასაკონტროლებლად ესკალატორის თავთან დაყენებული ცოცხალი რესურსი.
ნუთუ მართლა არ გადავიხდიდით მგზავრობის თანხას, მათი მოდარაჯე მზერა რომ არ დაჰყვებოდეს ჩვენს ხელს?
გვჭირდება კი მათი დგომა იქ?
ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს.
მეტროში ჩასვლისთვის საჭირო ინვენტარი:
სამგზავრო ბარათი ან საბანკო ბარათი (Visa, Mastercard, მათ შორის ტელეფონის გადახდის სისტემაში დამატებული)
ელექტროშოკი ყურსასმენები.