
დღეს ნახევარ ცხოვრებას ყველა ინსტაგრამზე და facebookზე ვატარებთ. ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობთ ჩვენი usernameებით და ხშირად ეს მეორე ცხოვრება უფრო გვაინტერსებს ვიდრე პირველი. თუმცა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ მეორე სამყაროშიც გაჩნდა ისეთი პრობლემები, რომლებსაც აქ, რეალურ სამყაროში, ძირითადად კანონებით ვებრძვით. კიბერ სამყაროში ვერავის უჩივლებ იმის გამო, რომ ჩვენი ზღვაზე გადაღებული სურათი არ მოეწონა და ცოტა უსიამოვნო კომენტარი დაგვიწერა. ინტერნეტში ვისაც რა გაუსწორდება იმას აკეთებს. მაგრამ, რადგან ვირტუალურ სამყაროში კანონები მაინცდამაინც კარგად ვერ გვიცავენ, ამიტომ ჩვენთვითონ უნდა ვისწავლოთ, როგორ დავიცვათ თავი. თანაც «That’s the weird thing about internet. Ten people can feel like the whole world».
Send nudes
ეს ფრაზა ალბათ ყველას გაგვიგონია ჩვენი პარტნიორის, ქრაშის, თაყვანისმცემლის ან უბრალოდ რენდომ ტიპისგან. ზოგჯერ ასე პირდაპირ — «მიდი აბა გამომიგზავნე ნუდები», ზოგჯერ უფრო შეფარულლად — «ჰმმ რამე საინტერესოს ჰო არ მანახებდი ;)))». იმ ფაქტს ვერ გავექცევით, რომ ერთმანეთის სხეულები გვიზიდავს და ხანდახან მათი ტანსაცმლის გარეშე ნახვაც გაგვისწორდებოდა. ვერც იმას გავექცევით, რომ, როგორც რუ ბენეტი იტყოდა, დღეს nudes are the currency of love. მაგრამ ფოტოების გაგზავნას ერთი პატარა პრობლემა აქვს — როგორც კი sendს დააჭერ, იმ წამიდან ეს ფოტო მარტო შენ აღარ გეკუთვნის და ჩათის მეორე მხარეს მყოფ ადამიანს შეუძლია, ამ ფოტოთი რაც უნდა, ის გააკეთოს. მათ შორის დაგვაშანტაჟოს ან დაგვემუქროს, რომ თუ უფრო მეტ უფრო საინტერესო «მასალას» არ მივაწვდით ამ ფოტოს საჯაროდ გამოფენს. როგორ უნდა ავარიდოთ ამას თავი? საერთოდ შევწყვიტოთ ნუდების გაგზავნა? ეს გამოსავალი არაა იმიტო, რო ჰო, ხანდახან ჩვენც მაგრად გვევასება ჩვენი სხეული და გვინდა მისით ამ ფოტოს ადრესატს თავი მოვაწონოთ (პატარა disclaimer — თუ ნუდების ვინმესთან გაგზავნა არ გინდა, ამისი აუცილებლობა არ არსებობს. ნუდების უნახაობით ჯერ არავინ მომკვდარა და ვინმე რომც კვდებოდეს, your body — your choice:)). აბა რას ვშვებით? როგორ ვიცავთ თავს?
მაშ ასე, How to send nudes SAFELY — tips & tricks :
1. პირველი და ყველაზე მთავარი. ნუ გამოაჩენ ფოტოზე მაინცდამაინც შენს სახეს ან იმას ოთახში რომელი ბენდის პოსტერი გაქვს გამოკრული. შეეცადე, ისეთი ფოტო გადაიღო, რომელზეც შეუძლებელი იქნება შენი ან შენი ოთახის/სახლის იდენტიფიცირება. ამით შეამცირებ შენი საკუთარი ნუდებითვე დაშანტაჟების შანსს.
2. ნუდებს ისეთ აპლიკაციებში ნუ გააგზავნი, სადაც ვერ გაიგებ, როდის ასეივებენ შენს გაგზავნილ ფოტოს. ამისთვის გამოგადგება Privates (iOS), Signal (android) Bleep (iOS/android). შეგიძლია გამოიყენო messengerის secret conversation სადაც შენთვითონ განსაზღვრავ გაგზავნიდან რამდენ ხანში წაიშალოს ფოტო.ამით ხელს შეუშლი შენი სხეულის სხვის photo galleryში აღმოჩენას.
3. გამორთე location services. ყველა ფოტოს აქვს metadata, რომელიც იწერს ყველაფერს სად, როდის და რითი გადაიღე ფოტო. შეიძლება არასასურველმა ხალხმა შენი ლოკაციით შენი იდეტიფიცირება მოახდინონ, რაც, რა თქმა უნდა, არ გაწყობს.
ის რისი სახელიც არ ითქმის — dick pics
ერთი ასეთი სურათი ალბათ ყველას მიგვიღია. ინსტაგარამზე რო მოგდის notification ვიღაცამ ფოტო გამოგიგზავნაო, ხსნი და ეს გულისამრევი «სიურპიზი» გხვდება. შოკიდან რო გამოხვალ, მერე ერთად მოდის ზიზღი, გულისრევა, შიში და ყველაფერი ერთად. ეს რომ არ მოხდეს, ვიღაც რენდომ ტიპების კომენტარის გარეშე გამოგზავნილ ფოტოებს ნუ გახსნი და ნურც შენ გაუგზავნი ადამიანებს დაუკითხავად მსგავს ფოტოებს. U may be proud but someone may be disgusted, so keep that in mind.
ძალადობა მათთვის, ვინც დარტყმას ვერ ბედავს — კიბერბულინგი
პრინციპში ძალადობა, რომ მარტო ადამიანის ცემა არ არის და მისი სხვა ფორმებიც რომ არსებობს (მაგ. ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და ა.შ.) ეს ყველამ ვიცით. ისიც ყველამ ვიცით, რომ ბულინგიც სულ არსებობდა და სათვალეებიან, დაბალ ან ცოტა weird ბავშვსაც სულ დასცინოდნენ, მაგრამ ვირტუალურმა სამყარომ ასეთ «უტრაკო» მოძალადეებს, რომლებიც აი დარტყმას ვერ ბედავენ, მაგრამ კლავიატურების ლომები არიან, გზა გაუხსნა და ესენიც წერენ, წერენ და მერე გამშვიდებენ «რა გეწყინა, ვღადაობ ძმაო/დაო». როგორ უნდა დაიცვა თავი ასეთი ბულინგისგან? პირდაპირ სიმართლეს გეტყვი — ვერ დაიცავ. კიბერბულინგი ისეთი თემაა, რომელიც მუდამ აქტუალური იქნება. თუმცა შეგვიძლია მისი მოქმედების ეფექტი შეამცირო. პირველ რიგში დაიმახსოვრე, რომ ადამიანების კომენტარები მხოლოდ სიტყვებია და მეტი არაფერი. რაღაც უაზრო კომენტარები შენს self-worthს არ განსაზღვრავენ. Keep calm and tell them to fuck off :))
ანონიმური თაყვანისმცემლები
ანონიმური თაყვანისმცელმის ფენომენი ცოტა სასაცილოც კია, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ და იმაზე უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ვიდრე ჩვენ გვგონია. მათგან თავის დასაცავად ერთი მარტივი ფორმულა გამოგადგება — არასოდეს! არასოდეს! არასოდეს! ენდო ადამიანს, რომელიც თავად ანონიმურია, თუმცა შენ გთხოვს რაიმე ინფორმაციის გაზიარებას. მილიონი დოლარის ჩარიცხვას რომც გპირდებოდეს, მაინც არ გაანდო შენი ბარათის ან პირადი ინფორმაცია. ჯერ ერთი ძაან მეეჭვება ვინმე მილიონ დოლარს ესე უბრალოდ გირიცხავდეს და მეორეც ჰო, დიდი ალბათობით გატყუებს.