ამ ბლოგში ვლაპარაკობთ მასტურბაციაზე, არ გახსნათ!

წარმოვიდგინოთ, ან უფრო მეტიც, დავუშვათ, რომ შენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის. ბევრ შაქარს არ იღებ, ფეხითაც დადიხარ, საცობებში იშვიათად ხვდები, დილით გრანოლას მიირთმევ, საღამოთი ავტობუსში აჭყლეტვა არ გიწევს, სახლიც დალაგებული გაქვს და დე ვიტამინიც არ გაკლია. 

მაგრამ თითქოს, რაღაც მაინც გაკლია… 

და აი დადგა ოვულაციის მომენტი, ან უბრალოდ სავსე მთვარეა, ან შენმა საყვარელმა ფეხბბურთის გუნდმა მოიგო და სწორედ მაშინ მიხვდი, რა გაკლდა! 

Dry spell — თურმე დიდხანს გაგგრძელებია, ბოლო გრელკა ბებიაშენმა მოისროლა სანაგვეზე და აწი გასათბობად და გასართობად საკუთარი თავიღა შეგრჩა! 

ხოდა შენც საუკუნეების ნაცად, ყველა თაობა გამოვლილ, ევოლუცია გადატანილ ხერხს მიაკითხე — მასტურბაციას!
აი, იმას, ბავშვობაშიც რომ ხშირად ვაკეთებთ, მაგრამ არ გვახსოვს და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ცოდვად რომ მიიჩნევს. ღმერთმა აცხონოს მათი გარყვნილი სულები

რა სჯობს ერთ საღამოს კარგად შეცოდვას?!
მაგრამ, თუ შეცოდვაა, ბოლომდე შეცოდვა იყოს, ამისთვის კი რამდენიმე რჩევას მოგაშველებთ. 

მაშ ასე, მასტურბაცია 101:

არ დაგავიწყდეს ოთახის კარის ჩაკეტვა

დავუშვათ, რომ მარტო არ ცხოვრობ. დავუშვათ, რომ ამ ლარის კურსით ცალკე გადასვლა ვერ მოახერხე.
ძალიან უხერხული სიტუაციისგან თავის ასარიდებლად იზოლაციაში ყოფნა აუცილებელია. ასე რომ, მაინც, გადაკეტე კარი, ჩართე მუსიკა, შამანური დრამები, ჯორჯ მაიკლი, ჯო კოკერი, smooth jazz, რაც გაგიხარდეს! შეიძლება მასტურბაცია ჟიჟეკის ან რამე პოდკასტის ფონზეც მოგწონდეს! არ განგიკითხავთ ამისთვის. 

პორნო და სხვა გარყვნილებები!

თუ ფანტაზიებში ძრომიალი გეზარება, ნუდებსაც არავინ გიგზავნის, ონლიფენსის საბსქრიბშენის ფულებიც არ გაქვს, შეგიძლია პორნოს მიმართო! 

აპრობირებული მეთოდია — ვიზუალური მასალა მარტივად აღაგზნებს ადამიანს, მით უმეტეს თუ ამ ყველაფრისთვის მხოლოდ უახლოესი 10 წუთი აქვს, დრო კი ფულია, ფული კი არ არის! ანუ დროც არ არის! თუმცა, მაინცდამაინც პორნოზე ნუ შეჯდები, არ ყოფილა ტვინის ნეირონული გზებისთვის კაი ამბავი, თურმე! 

ერთი ვიბრრრ თუ შეიძლება

ასევე, სანამ სხვის თვალში დირეს დაინახავ… ჯერ კარგად დარწმუნდი, რომ თავად იცი კლიტორი სადაც გაქვს. თუ არა, მაგის დაგუგლვაც მოსულა და აქამდე საკუთარი თავი თუ არ დაგითვალირებია, შეგიძლია ახლა დაიწყო! სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან. 

მამაკაცების შემთხვევაში მე მგონი ყველაფერი მეტად ცალსახაა. მათ იციან, სად აქვთ.

მას შემდეგ რაც უკვე მივხვდებით, რომ ყველაფერი თავის ადგილზეა, ფანტაზიებიც ექსპლუატაციაშია ჩაშვებული, ახლა უკვე სათამაშოების ან საკუთარი ხელების ექსპლუატაციის დროც დგება.
სათამაშოები თუ შემოგაკლდა, აწი უკვე გეცოდინება, რაც უნდა ჩასქროლო. კი, vibe.ge .

ჰორიზონტალურ მდგომარეობაში წოლა აუცილებელი არაა!

ცვალე პოზიციები for the full experience. ხომ იცი, სექსში როგორცაა, ხან მუხლებზე ხარ, ხან დგახარ, ხან სივრცეში იყურები დეპრესიულად, ხან romantisizing your not so solitude — ცოტა ამოძრავდი. მაგრამ მაქსიმალური კომფორტი თუ წოლაა, ეგეც არაა პრობლემა. 

ჩალუბრიკანტდი!

ეს რჩევა განსაკუთრებით რელევანტური მამაკაცებისთვის იქნება. რა თქმა უნდა, თქვენი პენისისთვის ყველაფერი კარგი გინდათ — მათ შორის კარგი, სრიალა სინესტე. მსგავსი იქსფერიენსისთვის, აი, ამათ გირჩევთ. თუ პორნოს ჩართვა არ გინდა და გირჩევნია სამყაროსა და მასტურბაციას დახუჭული თვალებით უცქირო, შეგიძლია რომელიმე ეროტიკული აუდიოწიგნი ჩართო, ან სულაც ეროტიკულ ლიტერატურას მიადგე და გზად იკითხო!

ნუ გრცხვენია, ვის არ დაუნ*რევია!

თუ ბავშვობიდან გონებაში გქონდა ჩაბეჭდილი, რომ მასტურბაცია ცოდვა იყო, ჯოჯოხეთში მოხვდებოდი, უზრდელად ჩაგთვლიდნენ ან პრიუტში ჩაგაბარებდნენ, იცოდე, რომ ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი მეცნიერული მტკიცებულებით არ დასტურდება და იცოდე, რომ ყველა მასტურბირებს ან ბავშვობაში მაინც მასტურბირებდა! 

ყველაფერი სხვა, რაც მასტურბაციის აქტს ნეგატიურად ხატავს და მას მორალურ და რელიგიურ კონტექსტს მიაწერს, მოგონილი ახსნებია. (ყოველშემთხვევაში, სანამ სამოთხის კარზე ბრახუნს ავტეხავ, ასე მგონია )

გასაკვირი არცაა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თვითონ სექსიც — ყველაზე ბუნებრივი მოთხოვნილება და აქტი, ხშირად სირცხვილის დამატრიგერებელი ხდება ხოლმე — ისევ და ისევ ცუდი სოციალური დასწავლის, რელიგიისა და ადამიანზე კონტორლის მოპოვების გამო. 

მოკლედ, იმასტურბირე რამდენიც გინდა, ოღონდ გარეთ გასვლა, სოციალური ცხოვრების ფერხულში ჩაბმა და დე ვიტამინის მიღებაც არ დაგავიწყდეს! 

მართლა ოღონდ, თორემ მეორე ბლოგი პორნო ადიქციაზეც გვაქვს