
რა მიჯდება მე, როგორც კაცს ერთი სექსი? – ამ კითხვაზე რომ ვფიქრობ, პირველი რაც მიტივტივდება არის – ვისთან უნდა მქონდეს სექსი? იმასთან ვისაც პირველად ვაწონებ თავს, თუ იმ ჩემს მეგობართან, პრივილეგიები რომ გამაჩნია და ხანდახან რომ ვეძახით ხოლმე ერთმანეთს.
იმისთვის, რომ ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება მქონდეს Როგორც მარტოხელა კაცს, ესეთი მეგობრების ყოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და თვალის ჩინივითაც ვუფრთხილდები.
მოდი დავიწყოთ იმ სიტუაციით, როცა ადამიანს პირველად ვხვდები. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვცდილობ საკუთარ თავზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვო და ყველაფერზე მაქსიმალურად ვზრუნავ. ის რომ კარგად და სუფთად უნდა გამოვიყურებოდე, უპირობო ამბავია. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია თვითონ პაემნის სწორად დაგეგმვა – ამ დროს ვიხსენებ ხოლმე გაცნობისას მისი გემოვნების შესახებ შემჩნეულ დეტალებს – როგორი მუსიკა და გარემო მოსწონს? რა არის მისი საყვარელი სასმელი? და ა.შ.
ამ ყველაფრის კარგად შესასრულებლად ცხადია რაღაც ბიუჯეტი უნდა გავთვალო და გადავდო ისე, რომ თვის ბოლომდე მთლად მშიერი არ დავრჩე… ან პრინციპში თუ მიღირს და ძალიან მოხიბლული ვარ, თვის ბოლოს რას შევჭამ არც მადარდებს ხოლმე. მთავარია იმ მომენტში ვიყო მოწოდების სიმაღლეზე.
დაგეგმვისას ვცდილობ გავთვალო ხოლმე შესაფერისი ადგილები და უკანასკნელი დანიშნულების ადგილი (final destination ;)). ამისთვის კარგად ვემზადები და დათქმულ დროს არც ვაცილებ ისე ვჩნდები ხოლმე დანიშნულების ადგილას.
კარგად რომ დავთვალო საღამოსთვის რამდენის გადადება მჭირდება, შემდეგნაირად გამოვა – სანამ ბარამდე მივალ – ტაქსი, სიგარეტი, საღეჭი რეზინა და კონტრაცეპტივები: დ – დაახლოებით 35 ლარის ბაზარია; ბარში სასმელები თავის სნექებით – 100-120 გელა; ყველაზე ძვირი ალბათ საძიგძიგო ადგილია თუ, რა თქმა უნდა, მარტო არ ცხოვრობ ^_^ ჩემს შემთხვევაში ძირითადად ჩემთან ავდივართ ხოლმე, მაგრამ თუ უსახლკარო ნათესავი ან მეგობარი გეწვია და ვერ აგდებ, მაშინ სუფთა და კომფორტული ადგილისთვის მინიმუმ 100 ლარი მაინც უნდა გადადო. ესე იგი, რომ შევაჯამო ეს ყველაფერი, ჩემი ხარჯები გამოდის დაახლოებით 200-250 ლარი ერთ საღამოში, იმიტომ რომ ჯელტმენობის ძარღვი არ გამიწყვეტია ჯერ და თითქმის ყველანაირ ხარჯს მე ვფარავ.
იქედან უკვე მომენტების ამბავია რა როგორ მოხდება. აქვე აღვნიშნავ, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც გაწბილებულიც დავბრუნებულვარ და ყოველი დახარჯული წუთი, ძალისხმევა და თეთრიც კი დამნანებია.
პრინციპში, საბოლოოდ რომ შევაჯამო რა მიჯდება ერთი სექსი, ალბათ ყველაზე ლოგიკური პასუხი იქნება, ნერვები.
აი იმ ზემოთ ხსენებულ მეგობარს თუ ეხება საქმე, მაშინ ყველაფერი რიგზეა — წინასწარ ვთანხმდებით რა გვინდა, სად გვინდა და როგორ. რაც საქმეს ძალიან აადვილებს და ფასებს, ხარჯებს და ნერვებსაც კარგად უფრთხილდება. ამით კარგ გაკვეთილსაც ვსწავლობ — როგორ გავუფრთხილდე იმას რაც მაქვს და დავაფასო ასეთი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში.
აქ ყოფნისას ფინანსები ხშირად იყოფა ხოლმე, რაღაც მე მიმაქვს რაღაცას თვითონ მახვედრებს და ძირითადად მაქსიმუმ 100 ლარი დაიხარჯოს თავის საჭმლის გამოძახებით. თუ, მოსაწევიც საჩალიჩოა, მაშინ შესაძლოა 50-60 ლარიც დაემატოს. საერთო ჯამში ესეთ შეხვედრებში მაინც 100 ლარზე მეტი არ დამიხარჯავს და ამიტომაც უფრო ეკონომიურია ჯიბისთვის.
საბოლოო ჯამში, პირველი დეითის ვერსია, რა თქმა უნდა, ყოველთვის უფრო ძვირი დაჯდება – როცა თავის მოწონებას ცდილობ, ფასებზე ყურადღების გამახვილება ვერ გამოგადგება, ყველაფერი თავისით მშვიდად უნდა მოხდეს. თან ყველაფერმა თუ კარგად ჩაიარა, ეს პირველი დეითი აუცილებლად იმ მეორე ვარიანტში გადაინაცვლებს და ან ტკბილ მეგობრებად დარჩებით ან წინ კიდევ უფრო დიდი თავგადასავლები გელოდებათ. მოკლედ რაც არ უნდა დაგიჯდეს ჩემო მკითხველო ეს პაემნები, არ შეგეშინდეს და თავი ყოჩაღად გეჭიროს.