რა არის MEORADEBUE და როგორ მივიღოთ მონაწილეობა ?

მეორადები

იმიტომში ახალ კამპანიას ვიწყებთ. 

ძირს fast fashion,

მაღლა MEORADEBUE! 

***

 

Fast Fashion გარემოსთვის რომ დიდი ხანია დიიდ პრობლემას წარმოადგენს, ამაზე ალბათ ცოოტათი მაინც გსმენიათ – გუგლისგან თუ არა ვიღაც გარემოთი და კუებით დაინტერესებული მეგობრისგან მაინც. 

ჩინეთში რომ პატარა ბავშვებს ამუშავებენ ფიფტი ცენტად დღეში, მხოლოდ იმიტომ რომ შეკერონ მაისური, რომელიც ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება წლის ბოლოს, ეგეც ვიცით. 

მაგრამ შეიძლება ის არ ვიცით, რომ წლის განმავლობაში გადაყრილი ტექსტილი (92 მლნ ტონა ) შავი ზღვის სანაპიროზე რომ დავყაროთ, მთლიან ზოლს შეავსებს და 1.5 კილომეტრიან გორასაც შექმნის. 

 

ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ fast-fashion ბრენდებისგან ტანსაცმელს ისევ ვყიდულობთ. 

 

ამიტომ იმიტომში გადავყწვიტეთ სამი რამ:
  1. სწრაფი მოდის მომხმარებლებისთვის გვეჩვენებინა, რატომ არის საზიანო მუდმივად ახალი სამოსის ყიდვა და გვეჩვენებინა, რომ ამის თსლ ალტერნატივაც არსებობს
  2. მეორადების მომხმარებლების გვეთქვა რომ yee keep going
  3. თითოეული ადამიანისთვის მიგვეცა შანსი, საკუთარი ტანსაცმლის კოლექცია შეექმნათ!



მეორადებიდან MEORADEBUE -მდე!

 

თუ გინდა: 

  • საკუთარი ტანსაცმლის კოლექციის ავტორი გახდე
  • გარემოსთვის კარგი საქმე გააკეთო
  • ძველ ტანსაცმელს ახალი სიცოცხლე შთაბერო და თსლ ილუსტრაციებით გაამდიდრო

 

მაშინ: 

  • აარჩიე 5 ზმანი, რომელიც მოძველდა, მოგბეზრდა, მაინცდამაინც აღარ გიზიდავს ან თუნდაც – ყოფილს გახსენებს და არა – საკუთარ თავს. 

იქნება ეს შარვალი, ჰუდი თუ მაისური – წარწერების გარეშე ან მცირე ზომის წარწერებით.

  • მოგვიტანე იმიტომში. 

 

*კამპანიის ფარგლებში აირჩევა სულ 5 ადამიანი

 

არჩეული 5 მონაწილე დაიმეჩება ჩვენს 5 დიზაინერ-ილუსტრატორიდან – არ შეგეშინდეთ, 5 ილუსტრატორიდან თავად აარჩევთ სასურველი სტილის მქონეს. 

ამის შემდეგ კი უკვე თქვენ, ილუსტრატორმა და თქვენმა კრეატიულობამ იცით, როგორ შთაბერავთ ძველ სამოსს ახალი სიცოცხლეს და აქცევთ მეორადებს MEUAREBUÉ – ად. (გამიგია რომ, დიბიდი დაბიდი ბუმ-ს თუ იტყვი ვაფშე მაგრად გამოვა საქმე) 

შერჩეული მონაწილეების გაcoolებული ტანსაცმელის ჩვენება შემკვრელ fashion show-ზე, MEUAREBUÉ, babyy  – ზე მოხდება. 

აი, წარმოიდგინე fashion week, ოღონდ ერთ დღიანი, უფრო ქუულ და ისიც წარმოიდგინე, რომ ქეთვოქზე შეეეენს სამოსს ჩამოატარებენ მოდელები. 

და ბოლოს რომ დიზაინერები გამოდიან ხოლმე ხომ იცით? ეგრე გამოგიყვანთ თქვენც! 

 

ე.ი, გავიმეოროთ ინსტრუქცია: 

  • არჩევთ ძველ ტანსაცმელს, რომელიც გადასაგდებად გენანებათ, მაგრამ ჩაცმაც აი დიიდად აღარ გინდათ
  • გვწერთ იმიტომზე, რომ მონაწილეობის სურვილი გაქვთ
  • ვაფასებთ სამოსს (აკმაყოფილებს თუ არა კრიტერიუმებს – დაიტევს თუ არა ილუსტრაციას და ა.შ) 
  • შეუდგებით სამოსის ახლიდან გაcoolების პროცესს 
  • fashion show-ზე აბლოდისმანებს რომ დაგიკრავენ მადლობას გადაიხდით
  • პროცესში ძალიან ერთობით და კარგ ხალხსაც უმეგობრდებით
  • და გზად გარემოზე ზრუნვაშიც ჩაერთვებით და კუებსაც გადააარჩენთ! 

 

შეტყობინებები კამპანიაში მონაწილეობის შესახებ გამოგვიგზავნეთ ჩვენსავე გვერდზე 24 ივლისის ჩათვლით

 

Ciao