პროტესტის გამოხატვის თანამედროვე ხერხები

პროტესტის გამოხატვის თანამედროვე ხერხები, ანუ რამ ჩაანაცვლა 40 ათასი ყივჩაღი და 300 სპარტელიც.  

რამდენიმე ხნის წინ მომხდარი ამბავი, მორიელის ზუსტი, მწარე ნაკბენივით იყო ავისმოსურნეთათვის. 

“I follow the Moskva down to Gorky park” საქართველოს სცენაზე შეიცავალა “listen to my heart, still believes in love”- ით.

@sallomelommm

#scorpions #scorpionsingeorgia #georgia #windofchange

♬ original sound – Salome 🎀

 

მსმენელთა თავგანწირული სიყვარულით ნამღერმა “winde of changes”-ის მისამღერმა ცრემლი თუ არ მოგგვარა, კითხვა აღარ განაგრძო, არაფერი მაქვს სათქმელი.

სკორპიონსმა ჯერ კიდევ 2022 წელს გადააკეთა თავისი უკვდავი სიმღერის პირველი ფრაზა და ასე წარმოგვიდგინა : 

Now listen to my heart 

 It says Ukrainia 

Waiting for the wind to change

 

ამ ხერხით  ჯგუფი გამოხატავდა თავის პროტესტს. მხარს უჭერდა უკრაინას, მშვიდობას. 

 

და რა მოხდებოდა, რომ არ შეეცვალა ეს ერთი უბრალო ფრაზა? 
ან რა მოხდებოდა, მაკლემორს პალესტინის დროშა რომ არ აეფრიალებინა სცენაზე? 

@storyful_viral

Macklemore was seen holding a Palestinian flag at his show in Auckland, New Zealand, on Wednesday, May 9. #macklemore #macklemoreconcert #palestine #palestinianflag #gaza #fyp #foryoupage

♬ Can’t Hold Us (feat. Ray Dalton) – Macklemore & Ryan Lewis & Macklemore & Ryan Lewis

 

უბრალო მოქმედება იყო, არა? 

მაგრამ ფაქტების მიმოხილვა გვაჩვენებს, დღესდღეობით  მრავალი “უბრალო მოქმედება” ცვლის სრულ მოცემულობას. 

დღესაც  ამგვარად იცავს კაცობრიობა უკვდავ ღირებულებებს. 

სულ თავიდან ყველაფერი, ალბათ, მაშინ დაიწყო ჩვენი წინაპრები აფრიკელ მოძმეებს რომ გამოეყვნენ. აქვე დმანისში გადმოსახლდნენ. მკაცრად მჯერა, ამ გაყოფის მიზეზიც რაღაცის პროტესტი იქნებოდა. 

ამის შემდეგ იყო ხანა ისეთი, სისიხლის ღვრასაც არად ჩააგდებდნენ სასურველის დასაცავად.

მაგრამ მიუხედავად, წარსულისა, თანამედროვეობაში მკაცრად გადავწყვიტეთ, რაც ძალი და ღონე გვაქვს, დავიცვათ მშვიდობა. მართალია, მთლად მშვიდობით იარაღო ვერ ვთქვით, რიგი სახლმწიფოები არად აგდებენ ნახსენებ გადაწყვტილებას, თუმცა მოაზროვნე, ჰუმანური  საზგოდოება ნაცვლად 40 ათასი ყივჩაღის მობილიზებისა დღეს მიმართავს პროტესტს.

ასე გამოვიდა, გამომგონებელმა ადამიანმა ძალიან რომ გაუჭირდა, მოიფიქრა, საკუთარი იდეების დაცვისთვის ებრძოლა მშვიდობით. იმგვარად, რომ თავის მოფიქრებულ კანონებში ავად არ გახვეულიყო. 

ჩვენმა Gen Z-მაც, ზუსტად ამ იდეით შეპყრობილმა, მოინდომა თავისი ფერადი სამოსით, თავისუფალი სულით და მუსიკის ათასგვარი ვარიაციით გამხდარიყო იმდენად აქტიური კაშკაშა ობიექტი, რომ მისი დამალვა, გაქრობა, უგულებელყოფა შეუძლებელი გამხდარიყო. 

ალბათ, იგივე მოტივი ჰქონდათ მაშინ ჩილეში, აივნიდან გადმომდგარნი,  ქუჩაში გამოსულნი რომ ამსხვრევდნენ კუთვნილ ტაფებსა და ქოთნებს.

Demonstrators display flags and banners during a protest against President Sebastian Piñera on October 21, 2019 in Santiago, Chile.ამსხვრევდნენ ისე, როგორც ხელისუფლებამ დაუმსხვრია მათ ოცნებები, იმედები, მოლოდინი. 

იგივე სურდათ იმ მომიტინგეებსაც, რომლებიც ყვირილს იყენებდნენ საკუთარი აზრის, წინააღმდეგობის გამოსახატად კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის სახლთან. 

იცით, პალესტინაში აგურებიც გამოუტანიათ. ქუჩაში წყებად დაწყობილი წითელი აგურით ქმნიდნენ უიარაღო დემონსტრანტების ჩაგვრის სიმბოლოს. 

ისე,  მთლად ასე ჩვენთან ვერ იზამ. 

მიუხედავად იმისა,  რომ მაშინ როცა ბრაზმორეულნი მონდომებით ჩავალაგებთ ზურგჩანთაში აუცილებელ ნივთებს, სუპერმენის მოსასხამივით მოვიხვევთ დროშას და ჯიქური ნაბიჯებით გავეშურებით რუსთაველისკენ. (ჩაცმის პროცესს, მეტად უხდება ჩარკვიანის “საქართველო”) მთლად პალესტინელებივით ვერ ვიპყრობთ ხელთ აგურებს, ცეცხლსასროლ, ასაფეთქებელ იარაღებს.  კანონმდებლობა გვიკრძლავს და ვგონებ, მორალური ღირებულებებიც. 

არც ის შეიძლება, ამერიკელთა მსგავსად დღისით-მზისით მწოლიარე აქციები ვმართოთ და ამით მოძრაობა შევაფერხოთ. 

აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება. 

(მე – 9 მუხლი, მე – 3 ქვეპუნქტი) 

თუ მეტყვი, აი, მაშინ ხომ გადავკეტეთ ქუჩები და არ დაგვიჭირესო, ეგ იმიტომ, რომ ასე ყველა გვარ-სახელით, ვიზაულური მახასიათებლით ვერ გაგარჩიეს. ყველა მოკვდავს კიდევ ხელს ვერ მოხვევდნენ, რადგან კანონმდებლობაში ისიც წერია 

უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს.   (ვრცლად იხილეთ მუხლი 7) 

  • სანაცვლოდ, აქტივისტები თავიანთი აზრის გამოსახატად, აპროტესტებენ და ამისთვის იყენებენ არაერთ ხერხს, წინ დგამენ მცირე ნაბიჯებს, რომლებიც ჯამში ფარავენ, აი, ისეთ გრძელ გზასაც, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი რომაა. 

საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობაც ასე თავის წილ აგურს დებს საერთო იდეის განმტკიცება-მშენებლობაში. 

  • უარს ამბობენ ოკუპანტი ქვეყნის მიერ იმპორტირებულ ბიზნესებსა და პროდუქციაზე. ამისთვის სპეციალური აპლიკაციაც კი იპოვეს. 

scan product

  • ზოგი თავისი პოზიციის გამოსახატად ჩადენილ შეცდომებს სხვადასხვა ადგილებში შეახსენებს ნამოქმედარის ავტორს.  

  • ხანდახან ღალატის შეხსენებით განრისხებული დეპუტატი ფორთოხლებსაც ისვრის, ხოლო იმავე ფორთოხლის გამყიდველთან ბოდიშის მოსახდელად მიბრუნებულს, ისევ ღალატს ახსენებენ, ოღონდ სხვა სიტყვებით: შეიძლება გაყიდო ხილი, მაგრამ არა სამშობლო და ეს უკანასკნელია ის, რის გამოც ბოდიშია მოსახდელი. 

 

  •  ზოგი კი თავისი საყვარელი ჯგუფის კონცერტს დატოვებს ბრაზის  ნიშნად. აი, ისე, როგორც “ქილერსი” დავტოვეთ მარტო დარბაზში.
  • ხელოვანები ყველა შესაძლო პლატფორმას მიმართავენ პროტესტისთვის – შესაბამისად, 2024 წლის თბილისის წიგნის ფესტივალიც არ ჩამორჩენილა  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, სწორედ ლიტერატურა, მუსიკა, ხელოვნება იყო  საშუალება, რომლითაც ყოველთვის ახერხებდნენ, ეფიქსირებინათ  პოზიცია. 

 

ხომ იცი, გამოხატვის თავისუფლება მოგვანიჭა სახლმწიფომ. 

2024 წელს

მუსიკით

ლექსით

@badrigrigalashvili

არა რუსულ მთავრობას 🙂

♬ original sound – Badri Grigalashvili

პოსტერით 

აპროტესტებენ, იცავენ, ნაცვლად ძველებური ტკივილიანი, დანაკარგიანი მოქმედებებისა. 

ეს მოიფიქრა ადამიანმა, ბრაზი რომ ვეღარ დაატია რუსთაველის გამზირზე. 

ამგვარად, არავინ იცის,  სად გადის ის ზღვარი კაცობრიობის შესაძლებლობებს რომ შემოსაზღვრავს, ალბათ, იქ, სადაც ისევ თვითონვე თუ მოიფიქრებს, აი, აქ უნდა გავავლოო. 

ისე კი აშკარაა, 

რთულია, მუდმივად ფხიზლად მყოფს ხელი გეჭიროს ქვეყნის მაჯის ცემაზე, იყო ნაწილი მომავლის შექმნის, მაგრამ ცხადია, ეს არის ყოფიერების ის ნაწილი, რომლის გარეშეც კაცობრიობა ვერ შობს თავისი არსებობის უმთავრეს მიზანს, თავისუფლებას.



ავტორი: ელთედო