პორნო ადიქცია ემოციური მიჯაჭვულობას ნიშნავს პორნოს ყურებაზე, რაც საბოლოოდ ჩვენს სოციალურ ცხოვრებაზე, ურთიერთობებსა და ნორმალური ფუნქციონირების უნარზე ნეგატიურად აისახება. და იმისდა მიუხედავად, რომ მის დესქტრუქციულ ეფექტს ადამიანი შეიძლება კარგად ხედავდეს, მას მაინც უჭირს პორნოს მოხმარებისგან თავის შეკავება. რაც, ლოგიკურია.
რადგან, სახელს დააკვირდით – პორნო ა დ ი ქ ც ი ა.
და რა, ანუ აშლილობაა?
არა, პორნო ადიქციას DSM-5-ში, ანუ მენტალური აშლილობების დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემაში ვერ ნახავ, თუმცა ის ერთიანდება ‘ჰიპერსექსუალური აშლილობების’ ქოლგის ქვეშ, მაგალითად, ჭარბ მასტურბაციასთან ერთად.
და მიუხედავად იმისა, რომ აქ vibe.ge – ს ხშირად ვახსენებთ ხოლმე… არა, ჭარბი მასტურბაციაც შეიძლება იქცეს ადიქციად.
კაი, პორნო ადიქციას ვეძახით, მარა, რამდენადაა ადიქცია?
აი, იმდენად, რომ შანსია სამსახურში ჩართო და სხვები უხერხულში ჩააგდო.
როდის უნდა მივხვდეთ, რომ პორნო ადიქტი ვართ?
- ობსესიური, მუდმივი ფიქრები პორნოზე
- პორნოს მოხმარების გაზრდა
ერთი და იმავე დონის აღგზნების მისაღწევად უფრო და უფრო მეტი პორნოს ყურება გჭირდება. სიგარეტის მოხმარებას ჰგავს – თუ ხშირი მწეველი ხარ, უფრო ძლიერი ან დიდი რაოდენობის სიგარეტი გჭირდება, nicotine rush რომ იგრძნო. შენი აგზნების ზღვარი საკმაოდ მაღალია და ახლა ან ჭარბი რაოდენობა ან უფრო გრაფიკული გამოსახულებები გჭირდება შედეგის მისაღწევად. - თავის დანებების ან მოხმარების შემცირების მცდელობები
მაგრამ ადიქცია რისი ადიქციაა, მხოლოდ დილის 3 საათზე გაჩენილი სურვილი რომ საკმარისი იყოს მის დასაძლევად. - პასუხისმგებლობებისგან გაქცევა, უარის თქმა, თავის არიდება მოვალეობებისთვის
რაც ჩვენთან არაპორნოადიქტების პრობლემაც ხშირადაა, მაგრამ at least მათ ამრიდებლური მიჯაჭვულობის სტილი აქვთ და არა პორნო ადიქცია. ანუ, ივენთზე მოსვლაზე უარს იმიტომ გეტყვის, რომ სახლშია, “სახლურებს” სერჩავს. - პორნოს მოხმარების შემდეგ სირცხვილის, ფრუსტრაციის განცდა
თუმცა ამის მიუხედავად, უუნარება, შეწყვიტონ მოხმარება დეპრესიულ, შფოთვასთან გასამკლავებლად პორნოს მოხმარება ანუ, ადრე თუ ფენტეზის ჟანრის წიგნებში გარბოდი, ახლა … ფენტეზის ჟანრის… სხვარამეებში გარბიხარ… - ურთიერთობების გაფუჭება
ვინაიდან ადიქცია ჩვენსავე გონებაშიც ნეგატიურად აღიქმება, გვინდა, რომ სხვებს დავუმალოთ და აშკარა სირცხვილის გრძნობა თავიდან ავირიდოთ. ‘მალვა’, დისტანცირება, გაუცხოება და თავის არიდება სოციალური აქტივობებისთვის, ურთიერთობების დაზიანებას იწვევს - ინტერესის დაკარგვა
როცა თავშესაფარი და დოფამინის წყარო ფანტაზია და ეკრანი ხდება, რეალური ურთიერთობები, რომლისთვისაც ხშირად უნდა იწვალო და მხოლოდ შემდეგ მიიღო ან სულაც არ მიიღო ‘ჯილდო’, უინტერესო ხდება. არც სექსუალური პარტნიორი იწვევს შენში ინტერესს, რადგან ერთი ხელის გაწვდენაზე გაქვს ათასნაირი სურათი, პოზა, აუსრულებელი ფანტაზია, რომელსაც ხორცს სხვა ასხამს და შენი ნეირონული ჯაჭვიც გააქტიურებულია. ძალიან ცოტახნით, მართლა დროებით, მაგრამ მაინც.
რატომ არის პორნო ადიქცია?
ა. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ადამიანის ერთ-ერთ მთავარ ბეისიქ ინსტინქტს ატრიგერებს – გამრავლების, სექსუალურ ინსტინქტს.
ბ. სექსი სიამოვნებასთანაა დაკავშირებული, შესაბამისად ჩვენი ტვინის ‘ჯილდოს’ მიღებასთან დაკავშირებულ ნეირონულ გზას ააქტიურებს. პორნოს ყურება, ორგაზმი, დოფამინის გამომუშავებას ატრიგერებს და დოფამინზე დამოკიდებულები რომ ვართ, იმითაც ჩანს, თუ რა უბედურები ვართ როცა 1. არაფერს ვაკეთებთ 2. ვაკეთებთ და სასურველ შედეგს ვერ ვიღებთ 3. იმდენად მარტივი და არა-ჩელენჯური ხდება რაღაც, რომ დოფამინი აღარც წუხდება სადმე სისხლში რომ გამოიყოს.
გ. პორნოს დანებების მცდელობას, ისევე როგორც ადიქციის სხვა სახეებს, შეუძლია ჩვენში სხვადასხვა ფიზიკური და ფსიქიკური სიმპტომები დაატრიგეროს: მარტივად გაღიზიანებადი გავხდეთ, მოგვემატოს შფოთვა, დეპრესია და ა.შ
როგორ მოვიქცეთ, თუ ვფიქრობთ, რომ პორნო ადიქტი ვართ?
ვიზიტი ფსიქოლოგთან
თავისით არაფერი არ ხდება, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, იქნება ეს ტრავმა, ყოფით პრობლემებთან გამკლავების უუნარობა ( და ამასაც თავისი მიზეზი აქვს, მააგრამ ეს მერე), მოშლილი, მალადაპტაციური ნეირონული გზები, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ ვეღარ მოვიშორებთ – მაგრამ, მართლა, მართლა შეიძლება მოშორება
ან ფსიქიატრთან
პორნო ადიქცია შეიძლება დამატებითი სიმპტომი ან ერთ-ერთი გამოხატულება იყოს რომელიმე აშლილობის. აშლილობის დიაგნოზის დასმა კი მხოლოდ ფსიქიატრს შეუძლია.
სექსუალური ჯანმრთელობის ექიმთან (ისევ სექსოლოგს ვეძახით?)
იმისთვის, რომ თავდაპირველი რჩევები მაინც მიიღო, როგორ გაუმკლავდე მოჭარბებულ სექსუალურ ქცევებს.
და ბოლოს:
სტატისტიკა ამბობს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 3-6% შეიძლება პორნო ადიქტი იყოს. თუმცა გასაკვირი არ იქნება, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალი იყოს. იმის აღიარება, რომ პორნოს მოხმარების პრობლემა გაქვს, ძალიან რთულია და უმეტესობა, თავს არიდებს.
თუმცა, ადიქციის განკურნება შეიძლება. მითუმეტეს მაშინ, როცა სასწორის ერთ მხარეს cheap პორნო დევს.
კიი, ვიცი, ვიცი, it’s not about a porno, it’s not about it being cheap.
მაგრამ რამე ხომ უნდა მეხუმრა?!
პ.ს ფსიქოლოგთან კოსნულტაცია თუ გერიდება, რედიტი მაინც მოარისერჩე.