ერთი გაერთიანდა, მეორეც გაერთიანდა, გუგულის ბუდეზე ახალი პოლიტიკური რეალობა მოფრინდა

პოლიტიკური გაერთიანება

Ხომ გახსოვთ, 2012 წელს მეორედ მოსვლა იქნებაო, მთელი მსოფლიო რომ ამბობდა, შემდეგ ფილმიც გამოუშვეს ამავე სახელწოდებით და დაიხიეს კალთები დედა რა გვეშველებაო, დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა შექმნილი 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით.

გენიალურ ქართულ ფილმში, ,,ნატვრის ხე”-ში, არის ერთი ეპიზოდი, კახი კავსაძე მიწას ადებს ყურს და იძახის რევოლუცია მოდისო, აი ზუსტად ამ დღეში ვართ ახლა. Მოდი, ცოტა ხნით, მიწას ყური დავადოთ და ჩვენც ვიგრძნოთ, რომ, რევოლუცია არ ვიცი, მაგრამ არჩევნები ნამდვილად მოდის და ვინც არ არის დამალული, ან პარტიებში გაერთიანებული, ჩემი ბრალი არ არის. ვიხილებით და მოვდივართ.

Წინასაარჩევნო ციებ-ცხელება უკვე დუღილის მაქსიმალურ ტემპერატურას აღწევს, აი, ქართული ოცნების წარმომადგენლები რომ ამბობენ ეკონომიკა იხარშება და ყვავისო, დაახლოებით ეგრეა. Მოდი ორი წამი ხარისხიანი სერიალის ცოდნით ისევ ვიფლექსავებ და არ გამიჯავრდეთ. არის ესეთი გერმანული სერიალი, ,,დარქი” ქვია. ამ სერიალში თუ ვინმემ გაიგო ვინ ვისი შვილია და ვინ რომელ წელს დაიბადა, მათ შემიძლია ფსიქოლოგთან 10 სეანსი დავუფინანსო. Მოკლედ, როგორი არეულობაც დარქშია ზუსტად ეგეთი მოცემულობაა დღეს ქართულ პოლიტიკურ ველზე. ყველა ერთიანდება, ელისაშვილი და ხაზარაძეც კი გაერთიანდნენ, გუდა აიკრეს და გაემართნენ ორმოცდაერთთავიანი გველეშაპის დასამარცხებლად, რომელიც ცუდ ხასიათზეა, რადგან ბაობაბები გაუხმა. Ბაობაბები იქეთ იყოს და მთავარია ადამიანების ტვინი არ გახმეს და ისევ კარტოფილზე და ხახვზე არ გაიყიდოს ქვეყანა, წვალებით მოტანილი, დასაჯიჯგნად ყველა მხარე რომ ეტანება. Სანამ უფრო მეტად მომეძალა პათეტიკურობა, მოდი უშუალოდ ვილაპარაკოთ იმაზე, თუ ვინ ვისთან გაერთიანდა, ვინ დატოვა პარტია, ვის გაუხმა ბაობაბები და ვინ გახდა უდიპლომო სასიძო,უფრო სწორად, უპარტიო რომეო და ჯულიეტა.

 

 
ნიკას+ნიკა+ელენე+ზურა გირჩიკო= ოთხი მეგობარი ბოროტი ბიძიას წინააღმდეგ

 

Მოკლედ, ამათი საქმე ესეა, კლასელები რო ეტყვიან ერთმანეთს შევიკრიბოთ ერთად მაინც საერთო წარსული გვაქვსო და საბოლოოდ დააყენებენ საშველს შეკრებას. Წინასაარჩევნოდ პარტიები:,,დროა”, ,,ახალი” და ,,გირჩი-მეტი თავისუფლება” დაძმობილდნენ და გაუდგნენ ურთულეს გზას, რომლის მთავარი მიზანი, ნიკა გვარამიას სიტყვების მიხედვით: ,,ბიძინა ივანიშვილის სახლში გაშვებაა”.  გასაკვირი არ არის, რომ გაერთიანების მთავარი მიზანი ქვეყნის რუსული გავლენისგან გათავისუფლებაა და ამის პარალელურად ისეთი ეკონომიკური, პოლიტიკური, თუ სოციალური სიტუაციის შექმნა, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას კიდევ უფრო დაასწრაფებს და ჩვენთვის დიდიხნის ნანატრ კარს, ევროპული ოჯახის კარს, შეაღებს. Პოლიტიკური იდეოლოგიის თანხვედრა სამივე პარტიაში მეტნაკლებად თვალშისაცემია. მათი ძირითადი ამოსავალი პრინციპი თავისუფლება და დემოკრატიის განუხრელი განმტკიცებაა, რომელიც ცალსახად დასავლური ლიბერალიზმის ღირებულებების შემადგენელი ნაწილია. გაერთიანების ნომერი 4 იქნება, სახელი ჯერჯერობით განსჯის საგანია, მე თუ მკითხავთ, პარტიის ლიდერების ასოების მოკლე აბრევიატურა რომ იყოს საკმაოდ კარგი იქნებოდა, თუმცა გვარამიამ საკმაოდ ორიგინალურად გვამცნო სამი პარტიის გაერთიანება – ,,დროა გირჩიოთ ახალიო”.  Რა ქნას, ნიკაც გვეფლექსავება თავისი მახვილგონივრულობით და ორიგინალურობით. Სადაც რემარკმა სამი მეგობარი დაგვიტოვა, დღესაც უნდა გვყავდეს ვინმე ჟამთააღმწერელი და ოთხი მეგობარი დაწეროს, რომელიც ამ გაერთიანების ლიდერების მოკლე მოგზაურობას აღწერს წინასაარჩევნო პერიოდში. აქეთ გვარამია თევზს ეძიძგილავება, იქეთ მელიას ყბაში ,,შმუთა” ოცნების ,,ტიტუშკამ”, ზურამ ჩემი კლონი ვიპოვე ერთ-ერთ სოფელშიო და რავიცი, მალე შეიძლება პროფილიც განაახლონ ექსკუზიური სიუჟეტით, თუ როგორ იპოვა ზურა გირჩი ჯაფარიძემ წინასაარჩევნო პერიოდში მისი ძმა. Ხუმრობა იქეთ იყოს და აღნიშნული გაერთიანება საკმაო პოპულარობით სარგებლობს, როგორც ახალგაზრდებში, ასევე საშუალო ასაკის ადამიანებში. Რთულია თავისუფლებაზე მოსაუბრე ზურას შარმმა რომელიმეს ყურადღება არ მიიქციოს და პრინციპში ისიც რთულია ამ მთავრობის გადამკიდე იმ სილამაზეებს არ დაუთმო გონება და გული, რასაც გვარამია თავისი დახვეწილი საუბრის მანერით გვამცნობს. 

 
 
თუ თქვენს ყოფილთან შერიგება წარმოუდგენელი გგონიათ გაიხსენეთ, რომ ელისაშვილი და ხაზარაძე ერთი პარტიის ქვეშ გაერთიანდნენ და მომღიმარი სახით ხელიც ჩამოართვეს ერთმანეთს

 

ვიძახი ქართული პოლიტიკა მოვლენაა და თავისი განუმეორებელი ხასიათით მხოლოდ მესისთან გატოლება შეიძლებათქო. ალბათ ჩვენმა პოლიტიკოსებმა ფიზიკის მეცხრე კლასის სახელმძღვანელო გადაიკითხეს, შეხედეს სხვადასხვანიშნიანები ერთმანეთს იზიდავსო და ასე შეუერთდნენ ერთმანეთს საკმაოდ მემარცხენე ღირებულებების მქონე ანა დოლიძე პარტიით ,,ხალხისთვის”  და ზეკაპიტალისტური იდეების მოტრფიალე ,,ლელო”. ამათ დაემატა საკმაოდ საინტერესო სახელის მქონე მოძრაობა – ,,თავისუფლების მოედანი” (კი, ამ სახელზე სიცილის უფლება გაქვთ, მეც მქონდა რამდენიმე ვარიანტი – მოძრაობა ,,გადასასვლელი მეორე ხაზზე”, ან მოძრაობა ,,ჩასხდომა აკრძალულია”, ან მოძრაობა ,,ნუ მიეყრდნობით”.) და ტორტზე უგემრიელესი მაწყვი ალეკო ელისაშვილის შემოერთებამ დადო. Ხომ გახსოვთ კოვიდის დროს, რუსთავი 2-ზე ელისაშვილი უშვერი სიტყვებით რო ლანძღავდა ხაზარაძეს, აი ზუსტად ამ მამუკას ჩამოართვა ხელი და ესენიც შეუდგნენ იმ ბოროტი ბიძიის დამარცხებისკენ მიმავალ გზას. განსხვევბით ,,ახალის”, ,,დროას” და ,,გირჩი-მეტი თავისუფლების” გაერთიანებისა, ეს პოლიტიკური გაერთიანება იდეოლოგიურად საკმაოდ განსხვავებულია და ეს განსხვავება ძალიანაა თვალშისაცემი. Პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის დღიდან ანა დოლიძე სოციალური სამართლიანობის საკითხით  ყველაზე მეტად ინტერესდებოდა, ხშირად საუბრობდა სკოლებში არარსებულ უფასო კვებაზე, ხშირად ადანაშაულებდა ბანკებს,როგორც მევახშეების წამახალისებლებს და ჰოპ, უცებ მამუკა ხაზარაძის ,,ლელოს” ქვეშ აღმოჩნდა და 9 ნომერიც დაიმშვენეს. Მე პირადად, მესი რომ პს-ში გადავიდა ამაზე მეტად ელისაშვილის და ხაზარაძის გაერთიანება გამიკვირდა, მაგრამ ვნახოთ, იქნებ წინ დიდი სიურპრიზები გველოდება. Მაინც რას უნდა ველოდოთ ამ გაერთიანებისგან? ,,ილიას გზა” ის გზაა რომელიც ხაზარაძემ აღნიშნული გაერთიანების მთავარ ღირებულებად დაასახელა, რომელიც დაასრულებს ზიზღს, ტყუილისა და მლიქვნელობის ეპოქას და საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს ერთპარტიული მმართველობიდან მრავალპარტიულ მმართველობაზე გადავიდნენ. იდეოლოგიური განსხვავებები საკმაოდ თვალშისაცემია, მაგრამ ჯერჯერობით თითოეული პარტიის ლიდერი, რომელიც გაერთიანებაში აღმოჩნდა უპირველეს მიზნად ,,ქართული ოცნების” ჰეგემონიის დასრულებას ისახავს და მერე რა იქნება, ეგ ალბათ ღმერთმა იცისო. Მე რა გითხრათ, მუდამ გაკვირვებული ავტორი ვარ, ჩემმა გუნდმა ცხრიანის პოზიციაზე სუარესი გაუშვა და ლიუკ დე იონგი მოიყვანა.

 

 
უპარტიო რომეო და ჯულიეტა- ანუ ჩერგოს და ბოკერიას ახალი ნაბიჯი ცხოვრებაში

 

Პირველ აგვისტოს თბილისსი, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გაისმა ამბავი იმის შესახებ, რომ ,,ევროპული საქართველო” გიგა ბოკერიამ და თამარ შერგოლეიშვილმა დატოვეს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ყველაზე აიქონიქ წყვილი ეს ორი ადამიანი მგონია. ჰოდა , არჩევნები კარზეა მომდგარი, მაგრამ ფეთქებადი ჩერგო და ბოკერია უპარტიოდ დგანან ქუჩაზე და ჩამოვლილი მარშუტკებიდან არც ერთის მიმართულება არ მოსწონთ. Ბრიფინგზე ბოკერიამ პირდაპირ განაცხადა, კი ძალიან მიყვარხართ, თუმცა პარტიის წევრების ნახევარმა აურია და მაგათ თავმჯდომარეობას მე ვეღარ ვიკისრებო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც გიგი წერეთელი ჩემს წინააღმდეგ აპირებდა ისედაც კენჭის ყრასო.  დაპირისპირება რამ გამოიწვია ნებისმიერ სხვა საიტზეც წაიკითხავთ, მაგრამ აქ მთავარი ჩერგოს, პოლიტიკის ,,ქვინის” განცხადებაა ძალიან ორიგინალური. Ბრიფინგამდე, სანამ მაკიაჟს გაისწორებდა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ფბ გვერდზე დაპოსტა – ,,ახალი ღვინო უნდა ჩაისხას ახალ ტიკებში”. Მართალია არ ვიცით ეს ახალი ღვინო მართლა ახალ ტიკში ჩაისხმება, თუ რომელიმე ძველ ტიკს შეუერთდება კოალიციის სახით, თუმცა პოლიტიკის რომეოსა და ჯულიეტას დაკარგვით ,,ევროპულმა საქართველომ”, ჩემი აზრით, ის ნახევარდაცვა დაკარგა თავის დროზე ბარსელონას რომ ჰყავდა ხავი-ინიესტას დუეტის საშუალებით. Ბოკერიამ ჯერჯერობით არ ვიცი როგორ გავაგრძელებთ მოღვაწეობასო. ამას რომ ვწერდი ამასობაში ახალი პარტია შეუქმნიათ, სახელით ,,ფედერალისტები”. Მათ ისევე როგორც სხვა ოპოზიციურ გაერთიანებებს რუსული რეჟიმის დასრულება და საქართველოს ისტორიაში ახალი გვერდის გადაფურცვლა უნდათ. ბოკერიამ თავად განაცხადა მიზანი არსებული რეჟიმის რეკონსტრუქცია კი არა, მისი ბოლომდე განადგურებააო. აქვე ახალი გუნდით იფლექსავა და თქვა, ასევე კარგი შემადგენლობა ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში არ მყოლიაო. ჰოდა ფედერალისტები იმიტომ დავირქვით რომ ჩვენ ყველაზე დიდ მნიშვნელობას ძალაუფლების გადანაწილებას ვანიჭებთო, რადგან სწორედ მსგავსი მოწყობის პირობებში მოქალაქის ხმა ყველაზე მკაფიოდ ისმის და სახელმწიფოც იძულებულია არა ბელადის, არამედ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონო. მოკლედ , ჩერგოც და ბოკერიაც ჩავაბარეთ პატრონს, გული არ მეტკინება იმაზე ფიქრით, რომ ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე აიქონიქ წყვილი პარტიის გარეშე იქნება. ახლა  ბურთი და მოედანი მათ ხელშია, ვნახოთ ,,ფედერალისტების” ახალ ტიკებში ჩასხმული ღვინო იმდენად გემრიელი თუ აღოჩნდება, რომ მოსახლეობის 5-ზე მეტ პროცენტს მოუნდეს დაგემოვნება. 

 
 
,,დარქი” გავიგე და ვინ ვისთან ერთიანდება ჯერ ვერ დავალაგე – ასეთი ხალხი ამ ქვესათაურის ქვეშ მოგროვდით

Საქმე ძალიან მარტივადაა. Ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანების მთავარი მიზანი უპირველესად იმ პოლიტიკური ძალის დამარცხებაა, რომელიც 2012 წლიდან დღემდე თავის ჭკუაზე დაატარებს საზოგადოებას და უკვე, შეიძლება ითქვას, საკმაოდ ზედმეტი მოუვიდათ და ყელში არიან ამოსულები. თუ ,,ლელო”, ანა დოლიძე, ან ალეკო ელისაშვილი მოგწონთ, მიბრძანდით არჩევნებზე და შემოხაზეთ ცხრა ნომერი. თუ ნიკა კვადრატში, ელენე და ზურა გირჩი გხიბლავთ მისი ორიგინალური ქუდებით, მაშინ შემოხაზეთ ნომერი ოთხი, ოღონდ სახელზე სამომავლოდ დაგააფდეითებთ, მოფიქრებული ჯერ არც თავად აქვთ. ,,ნაციონალური მოძრაობა” ისევ 5 ნომერს იღებს ოღონდ მანდ რა ხდება ჯერ თავადაც არ იციან, ან ხაბეიშვილი სად წავიდა, ან ვაშაძე რატო დალოთაობს ყველა ქალაქსა თუ სოფელში და ისვრის ბტყელ სადღეგრძელოებს, ან ქალბატონი თინათინ მზესა სწუნობდა, ანუ ბოკუჩავა რას აპირებს. ყველა შემთხვევაში 26 ოქტომბრამდე ჯერ დრო კიდევ არის, მეც ბედნიერი ვარ, საწერი არ შემომელევა და ქართველ პოლიტიკოსებს მადლობას გადავუხდი, რომ ჩემი წერის სქილებს ზოგჯერ მათი სისულელეების და ზოგჯერ მათი გონიერი გადაწყვეტილებების აღწერით ვანვითარებ.

Შენ კი, ჩემო ბედკრულო საქართველო, ორ ზღვას შუა მოქცეული, ნეტა 26 ოქტომბრის შემდეგ რამდენ პარტიას შუა იქნები მოქცეული? 

 

ტომ!

პასუხი არ არის

ტომ!

პასუხი 26 ოქტომბერს იქნება. 

 

 

ავტორი: ანანო შალამბერიძე