ამბავი პირველი ქართველი ქალი ცხენოსნებისა, რომლებმაც ველური დასავლეთიც გააოცეს

ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ძიებაში ბევრი უცნობი ამბავი აღმოვაჩინე. თუმცა, რამდენიმე მხოლოდ უცნობი კი არა, ‘ხოაარ ღადაობ’ მომენტიც იყო და ახლა სწორედ ამ მომენტებზე მოგიყვებით ამბავს. 

პირველი ის გავიგე, რომ თურმე გურული ბიჭები ტეხასში მიუწვევიათ — ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. ჯირითი მაგრად გამოგდით და იქნებ ჩვენს შოუებშიც მიიღოთ მონაწილეობაო…
წარმოიდგინე, მე  21-ე საუკუნეში, ლამის ჯენ-ზის წარმომადგენელს, ნიუ-ორლეანის ჯაზ ფესტივალზე დასწრების ოცნება მაქვს და ამ დროს, ორი საუკუნის წინ, გურული ბიჭები ამერიკაში გრიალებდნენ!

კარგი, როგორღაც მოვინელე ეს მომენტი. 

და ცოტახანში ქართველი ქალი მხედრების ამბავი აღმოვაჩინე. 

ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში!

გენდერული თანასწორობა?

ემანსიპაცია?

შოუებში გამოსვლა?!

ღვინო, დუდუკი, კაცები?!

ყველაფერი იყო

და ყველაფერზე ცოტა მეტიც იყო.

 

პირველ ამბავს ფრიდა მგალობლიშვილზე გიამბობთ.

1894 წელს Morning Journal-ს ფრიდასთან ინტერვიუ ჩაუწერია და ფრიდამაც თავისებურად გაანდო ხალხს, რას ნიშნავდა ყოფილიყავი ქალი მხედარი საქართველოდან.

ფრიდა გურული ქალი იყო, 1871 წელს დაიბადა. მის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი. თუმცა, ის კი ნამდვილად ვიცით, რომ პირველი ქართველი ქალი იყო, რომელიც ამერიკაში 1893 წელს ჩავიდა თან — არც მეტი არც ნაკლები — როგორც ცხენოსანი.

ინტერვიუში გაგვანდო, რომ მისთვის ჯირითი არავის უსწავლებია. კავკასიის რეგიონში თავისუფლად იზრდებოდა და ცხენის ზურგი მისთვის აკვანივით იყო. ის, რასაც სხვებს ზედმიწევნით, გაკვეთილებით ასწავლიდნენ — მისთვის უბრალოდ ბავშვობისდროინდელი გატაცება და მხიარულების მთავარი წყარო იყო.

იმასაც ახსენებს გადაკვრით — სხვებისგან განსხვავებით ჩემს სამშობლოში თავისუფლად ვიზრდებოდით, ბიჭებთან ერთად დავაჭენებდით ცხენს, ღვინოსაც ვსვამდით, თამბაქოსაც მოვიხმარდით და ზოგადად, კაცებს არაფრით ჩამოვუვარდებოდითო!

ფაქტობრივად ბუნებასთან შერწყმული და თავისუფალი ყოფა გვქონდაო. Feeling envious yet?!
ფრიდა ორი წლის განმავლობაში მონაწილეობდა წარმოდგენებში, თან გგონიათ მარტო ერთი ცხენით? ნწ, ზოგჯერ ოთხითაც.

და თუ გგონიათ მხოლოდ ოთხ ცხენზე ერთდროულად დგომით კმაყოფილდებოდა- ცდებით. იქედან თან თოფსაც ისროდა.

ვიცი, მარველის გმირის წარმოუდგენელი სუპერძალასავით ჟღერს, მაგრამ მართლა ასე იყო.

 

ქრისტინე ცინცაძე 

ახლა კი ცხელ-ცხელი ჭორების დროა.

ქრისტინეც გურული ქალბატონი გახლდათ, 1869 წელს დაბადებული, ბავშვობიდან ცხენოსნობაათვისებული და შემდეგ — ლუკა ჩხარტიშვილის თაოსნობით Buffalo Bill-შიც მიწვეული. სხვათაშორის, ლუკა ჩხარტიშვილი ის პიროვნება იყო- ახალგაზრდა ცხენოსნებში პოტენციალს რომ ამჩნევდა და განსაკუთრებით უჭერდა მხარს ცხენოსანი ქალების ამერიკაში წასვლას.

მოკლედ, ისევ ქრისტინეს დავუბრუნდეთ.

თურმე, პატარა რომ იყო ამბობდა, ისა, იქით სოფელში მე რაღაც საქმე მაქვს, უეჭველი უნდა გავიდე, თან ცხენითო და ასე ამართლებდა ხოლმე ცხენით ჯირითის დაუშრობელ წადილს! 

ახლა, მოდი ვთქვათ, მშობელს რომ ეტყვი, დედა, მამა, მამიდა, აი 1 წლით უცხოეთში უნდა წავიდე, ვისწავლო, ლარის გარდა სხვა ვალუტაც გამოვცადო და ისევ დავბრუნდებიო- ხომ მოიწყენენ უცბად, ერთადერთი ან ორადორი შვილი როგორ გავუშვა ამ სიშორეზე… პურზე კარაქს ვინ გადაგისვამს და ნასკებს ვინ გაგირეცხავსო?!
ხოდა, აი ათასრვაას რაღაც წელში ქრისტინე ცინცაძე ამერიკაში გაუშვეს, მისი მშობლებიც ყოყმანობდნენ, მე-19 საუკუნეში… გურიაში, მაგრამ ბოლოს მაინც უთხრეს, წადი, ოკეანე გადაცურე, კარიერა აიწყე ჯირითითო!

მისი მოღვაწეობა მოლედ რომ შევაჯამოთ- პერფორმანსის დროს 3 ჯერ სიკვდილს ძლივს გადაურჩა, ერთხელ ცხენიდან ჩამოვარდა, ცხვირი დაარტყა და რამდენიმე კბილი დაკარგა. მერე ადგა, ჩამოიფერთხა მტვერი და პერფორმანსი გააგრძელა. 

არ იფიქროთ, რომ კარიერულმა წარმატებამ მისი პირადი ცხოვრების წარუმატებლობა გამოიწვია. 

პირიქით, იმდენს შეუყვარდა, იმდენი კაცი ‘ეძლეოდა’, რომ ერთხელ რამდენჯერმე მისი მოტაცებაც კი სცადეს… და ქალბატონი ქრისტინეც, მერე ხუმრობით ამბობდა, ეტყობა ჩემი კბილების სრულყოფილმა ფორმამ და რაოდენობამ დააბრმავა ამერიკელი ბიჭებიო!

ბეჭდებს, საათებს, ლამაზ-ლამაზ ნაჭრებს ხომ ჩუქნიდნენ და ჩუქნიდნენ!

თუმცა, ბოლოს ამერიკელი ქოუბოის ნაცვლად ქართველი აირჩია და ოჯახიც შექმნა.

ასე რომ, თუ ამას კითხულობ, და შენც ნიუ ორლეანში წასვლა აუხდენელი ოცნება გგონია, ან აი, იმ სახლის კიბეზე დაჯდომა, ქერი, მირანდა სამანტა და შარლოტა რომ ისხდნენ ხოლმე — იცოდე, რომ თუ მეცხრამეტე საუკუნეში გურული ქალები ტეხასში ცხენებით დაქროდნენ და უკან მტვრის კვალს ტოვებდნენ, შენი ოცნებებიც ძაან ახდენადია. 

 

See you cowgirl, someday, somewhere!