პირველი ფრენის თიფები

ერთი თვის უკან სპონტანური ფრენა დამეცა თავზე, თან სულ რაღაც 3 დღით ადრე გავიგე, რომ ჩემ საყვარელ ლოტკინს გავცდებოდი და იმ ღრუბლებს ახლოდან ვიხილავდი ბავშობაში ფიქრებში რომ წამოვგორდებოდი ხოლმე ფიქრებში.

 

პირველი საჭიროება: ჩემოდანი

პირველი რაც ვქენი — გავიქეცი და ჩემოდანი ვიყიდე. მაღაზიებში ნამეტანი ძვირია, ამიტომ წერეთლის მეტროდან ამოვედი, მარჯვნივ გავუყევი ქუჩას და 80 ლარში კაი ჩემოდანი დავითრიე. შევაჭრებაც მოსულა. მოკლედ, როგორც ჩემმა გამოცდილმა მფრინავმა მეგობარმა მირჩია, კოდიანი ნაჭრის ჩემოდანი დავიადე. პლასტმასის არ იყიდო, აეროპორტებში აქეთ-იქით ისვრიან ჩემოდნებს და მალე შემოგატყდებაო, მეც ახლა სულ ზეცაში არ ვიყო გაკიდებული.

 

პირველი რჩევა — გაფრენის წინა ღამეს არ ჩაალაგო! სტრესულია!

შენი და ტანსაცმლის ურთიერთობა არ ვიცი, მაგრამ მე თავიდან ყველაფრის ჩატენვა მინდოდა. მერე დავმშვიდდი გონებაში ლუქები ავაწყვე, საკუთარი თავი ფოტოებში წარმოვიდგინე და მხოლოდ რჩეულები მოვახვედრე ჩემოდანში. რადგან ჩემს ცხოვრებაში ჩემოდნის ჩალაგება და ცაში აფრენა პირველად ხდებოდა ცოტა წავიმეტიჩრე და Youtube-ზე «how to pack clothes to save space»  ვიდეოები დავსერჩე. ნუ მთლად Life Changing იყო თქო ვერ გეტყვი მარა ნახე მაინც.

თუ ჩემსავით ერთი კვირით მიდიხარ რამე ბირკენსტოკული + კედი უეჭ წაიღე. დამიჯერე საკმარისია, ჩემსავით დამატებითი კედის ტყუილად თრევა რომ არ მოგიწიოს. ჰოო, კიდეეეე კაი იქნება თუ თავის მოვლის საშუალებები მინისოს პატარა ბოთლებში გადაასხამ და ჩემოდანში ჩაჭუჭყნი.

ჩალაგების ნაწილი ამით არ მთავდრება!

აუცილებლად გქონდეს ზურგჩანთა ე.წ. ხელბარგი, რომელსაც თვითმფრინავში აიტან. ხელბარგში არ დაიშვება სითხეები! ამიტომ სახის დასაბანი გელები, SPF-ები და ეგეთი რაღაცები ჩემოდანში გაამწესე. თუმცა უსაფრთხოების შემოწმებისა და შენი ბარგის იმ რაღაც სხივების ქვეშ გატარების შემდეგ, Gate-ამდე მაღაზიაში მაგალითად  წყალს თუ იყიდი თავისუფლად აიტან თვითმფრინავში. ჰო კიდე, რამე სნექიც იყიდე, თვითფრინავში ყველაფერს ცეცხლის ფასი აქვს.

ჩემს ხელბარგში ეგდო: ყურსასმენი, წიგნი, რომელიც არც გადამიშლია და უბრალოდ ვამოგზაურე, საფული პასპორტიან  Boarding Pass-იან ყველაფრიანა, წყალი, ფირის ფოტო აპარატი და ვიდეო კამერა, რადგან ფოტო-ვიდეო გადაღებაზე დამოკიდებული ვარ. დანარჩენი არ მახსოვს.

 

მერაღაცამდენე რჩევა — აეროპორტში ადრე გამწესება

გაფრენლი თვიმფრინავს ვერ შეახტები, ამიტომ შენი უნარები, რომლებსაც გაჭედილ ავტობუსში უცებ შეტენვისას იყენებ არ გამოგადგება. ამიტომ აეროპორტში 2 საათით ადრე გამოცხადდი. ჯერ რეგისტრაციას გაივლი, (პასპორტი რომ გულის ჯიბით უნდა ატარო მაგას აღარ გეტყვი) მერე უსაფრთხოების შემოწმებას 

მერაღაცამდენეს შემდგომი რჩევა — კომფორტულად ჩაცმა

მოდი, საბანკეტო ვიდზე ნუ გაფრინდები. რამე ელასტიკი ან სპორტული შარვალი და oversize ზედა ზედ გამოჭრილია მგზავრობისთვის.

ზემოთ ფირის აპარატი რო ვახსენე ჰო გახსოვს? ჰოდა, ნებას გრთავ ჩემი ფრენის შემდგომ ხილული სილამაზეები იხილო!

აბა შენ იცი! პასპორტი არ დაგრჩეს!