ფერომონები – MASTER OF PUPPETS

ფერომონები

ფერომონები, ანუ Master of Puppets 

მოლეკულები მიზიდულობისა და სოციალური ქცევების მიღმა

 

და კი, ეს სათაური ჩემი მოფიქრებულია, chatGPT ასეთს არ მომწერდა. Metallica – ს არ უსმენს. 

მხოლოდ ინდი როკი. 

მეორე ვარიანტად, კარდინალი რიშელიე მქონდა. უბრალოდ ზუსტად ვერ გავიხსენე ნამდვილად კარდინალის წოდება ჰქონდა და ნამდვილად რიშელიე ერქვა თუ არა. ამიტოოო

 

მოკლედ, ფერომონები ბუნებრივი ქიმიური ნაერთებია, რომლებსაც, თურმე, ბობოლა როლი აქვთ ინდივიდებს შორის კომუნიკაციაში, გავლენას ახდენენ რა მიზიდულობაზე, სექსუალურ ქცევასა და სოციალურ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, ფერომონების გამოკვლევა ცხოველებიდან დავიწყეთ, თუმცა ნელ-ნელა ადამიანებზეც გადავედით. 



რა არის ფერომონები?

ფერომონები ქიმიმიური ნივთიერებებია, რომელთა გამოყოფას ორგანიზმში იგივე სახეობის სხვა ინდივიდთან კონტაქტი ატრიგერებს. 

ცხოველებში, ფერომონები ქცევათა ფართო სპექტრს განსაზღვრავენ – მეითების მიზიდვიდან დაწყებული, ტერიტორიის მონიშვნით დამთავრებული. შეგიმჩნევიათ, ხომ როგორ აფსავენ ხოლმე ძაღლები მეზობლის კედელს? ეგაა. 

ან კაცები ლუდის სმისას ბოთლებს რომ არ ყრიან და მაგიდაზე ახვავებენ ვიზუალურად შთამბეჭდავი რაოდენობის ეფექტი რომ შექმნან? 

ადამიანებშიც, რომლებიც თქვენმა ბიოლოგიის მასწავლებელმა ან დედამ თუ არ გასწავლათ, ასევე ცხოველები არიან, ფერომონები სექსუალურ მიზიდულობასა და სოციალური კავშირების ჩამოყალიბებას განსაზღვრავენ. 

 

საიდან მოვიდა საერთოდ ეს ტერმინი? 

საიდან და, 1950 იანები იყო, როცა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მწერები ერთმანეთთან ქიმიური ნივთიერებების საშუალებით კონტაქტობდნენ. შესაბამისად მეცნიერები დაფიქრდნენ, თუ მწერებში ეს ხდება, ვითომ ადამიანებმა რაოო

და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების ფერომონები უფრო რთული შესამჩნევი და გამოსაჭერია, კვლევები ადასტურებს მათ არსებობასა და როლს. 

აქამდეც გვიხსენებია, რომ ფერომონები დაკავშირებულია ქალებში მენსტრუალური ციკლის სინქრონიზაციასთან. ამაზე პოსტი შეგიძლიათ აი, აქ ნახოთ 

2005 წელს ნეირომეცნიერების ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევა რომლის სახელიც არ მათქმევინოთ ფლს, რის მიხედვითაც ქალი და კაცი მონაწილეები საპირისპირო სქესის ოფლის სუნზე განსხვავებულად რეაგირებდნენ. აქედან გავიგეთ ის, რომ ა. ფერომონები შეიძლება ადამიანის გამოყოფილ ფლუიდებში აღმოვაჩინოთ – მაგალითად, ნერწყვში ბ. ფერომონები ააქტიურებენ ტვინის იმ ნაწილს, რომელიც სექსუალურ აღგზნებაზეა პასუხისმგებელი. 

2002 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტში კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა ( უფროსწორად, კიდევ ერთი წინა კვლევა იყო, რადგან ეს უფრო ადრე ჩატარდა… ) 

კვლევის შედეგებმა გვამცნო, რომ ქალები, რომლებიც კაცების ფერომონებთან მოვიდნენ კონტაქტში, უფრო კაი ხასიათზე დადგნენ (ვერ ვხვდები რატომ, არ მჯერა) და სექსუალური აღგზნების დონეც აეწიათ. 

შესაბამსიად კაცები, უფრო მეტად იმ ქალების მიმართ განიცდიდნენ მიზიდულობას, რომლებიც ციკლის ოვულაციის ეტაპზე იყვნენ. ეს კი აიხსნა იმ ფერომონების გამოყოფით, რომელსაც ქალის სხეული ფერტილური ფაზის დროს გამოყოფდა. 

ადრე მახსოვს, მგონი რობერტ საპოლსკი ყვებოდა, კაცებს ქალების ფოტოები აჩვენესო. და საშუალო სტატისტიკურად, კაცები უფრო იმ ქალებზე რეაგირებდნენ პოზიტიურად ( ანუ, მომატებული აგზნებით), რომლებიც ოვულაციურ ფაზაში იყვნენ. 

რობერთ საპოლსკის ლექციები ამ თემაზე, Human Sexual Interactions შეგიძლიათ უტუბზე ნახოთ. 

 

ფერომონები და სოციალური ინტერაქცია

და არა, ამაში პარასკევს საღამოს ბარში გატყვრომის შემდეგ უეცრად გახსნის სოციალურობის helms deep – ის კარიბჭეს, ვითარც არაგორნმა გახსნა ისინი. 

ხოდა

ამჯერად ზომბი აპოკალიფსი კვლევა შვედეთში ჩატარდა, ამერიკის მაგივრად. კი, ყველგან ამერიკა ვერ იქნება ყურადღების ეპიცენტრში. კვლევამ გვამცნო, რომ

  1. კონკრეტული ფერომონები გავლენას ახდენენ ჩვენს მიერ სხვათა აღქმაზე – ვიღაცები უფრო სანდომიან და მიმზიდველ ადამიანებად მიგვაჩნია, ავტომატურად, შეხვედრიდან სამ წამში, ვიღაცები კი პირიქით. ამას ვაიბს ვეძახით. თურმე ფერომონები ყოფილა. 
  2. კვლევამ ასევე გადაწყვიტა გაერკვია, როგორ მოქმედებდა ფერომონები არა-სექსუალურ ქცევებზე, მაგალითად ორდროშობანას თამაშისას მეწყვილეების არჩევაზე. ან შენი ბოსი რომელი თასქისთვის აგირჩევს, იმაზეც

ამით შეიძლება აიხსნას ის, რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანი უფრო ე-click-ება ერთმანეთთან, უფრო ვაიბობენ – ე.ი თქვენს ფერომონებს ერთმანეთი მოეწონათ და დაიწყო ნდობისა და კავშირის გაღრმავების ცეკვაც. 

 

რეპროდუქცია და ფერომონები 

არც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზეა ფერომონების გავლენა მცირე. კვლევები გვამცნობს, რომ ფერომონები, რომლებიც სექსუალური აქტივობისას გამოიყოფა რეპროდუქციული ჰორმონების დონეზე ახდენს გავლენას და ზრდის განაყოფიერების პერსპექტივას. ამით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ შემოგვატოვა ევოლუციამ ამდენი ხნის განმავლობაში ეს ქიმიკატები. გამრავლება უპირველეს ყოვლისა. 

ფერომონებს ასევე გენეტიკური თავსებადობის  სიგნალიც შეუძლიათ. 1995 წელს, ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, ქალებს სხვადასხვა კაცის ნაცვამი მაისურები დააყნოსინეს. იუ. ვიცი. 

აღმოჩნდა, რომ ქალები უფრო იმ მაისურების სუნმა მიიზიდა, რომლებსაც მათგან განსხვავებული იმუნური სისტემის აგებულება ჰქონდა. ეს კი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ რაც უფრო განსხვავებული იმუნური აგებულების მეითთან შეწყვილდები, მით დიდია შანსი, რომ თქვენი ნაშიერი კაი ბრგე და ჯანმრთელი გაიზრდება. 

 

პრინციპში სულ ესაა. vibe.ge – ზე ჯერ ფერომონების სუნამოები არ დაუმატებიათ, მაგრამ თუ დაამატებენ გეტყვით. 

ჯერ არ ვიცი, მუშაობს თუ არა  მართლა, chatGPT-ს ვკითხავ