6 მითი სექსის შესახებ, რომელიც 90-იანებში უნდა დამსხვრეულიყო (MAGRAM ISEVAA)

ცოტახნისწინ რისერჩი გავაკეთე (ქუჩაში სეირნობისას ხალხს ყური დავუგდე) და ცხადი გახდა ჩემთვის, რომ ქვეყანაში რამდენიმე უძვრელი პრობლემა დგას:

      1. კვლავ იძულებულები ვართ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის 

      1. ხალხს ისევ ჰგონია, რომ სავსემთვარობას ყვავის ხმას თუ გაიგონებ არ დაორსულდები.

    ვინაიდან პირველ პუნქტთან კლავიატურაზე წკაპუნით აშკარად ვერაფერს გავხდები, ამიტომ სჯობს, ისევ მეორე პუნქტს მივადგე და რამდენიმე 90-იანებში ( ოღონდ ქართულ 90-იანებში, სხვაგან კარგად იყვნენ) დასანგრევი მითი გითხრათ 

    რატოო ჩაიციკლეეეთ?!

        1. მასტურბაცია ცოდვაა

      ამით, განა იმიტომ დავიწყე, რომ ქართველი ერისთვის ზოგადსაკაცობრიოდ დიდი პრობლემაა – არა, მხოლოდ იმიტომ, რომ სახალისოა. ბავშვობაში ყველანი მსხვერპლნი ვიყავით ამ გავრცელებული რწმენა წარმოდგენისა. ამიტომ, თინეიჯერობაში ყოველ მასტურბაციას თან ხარაკირის ჩატარების დიდი სურვილი ერთვოდა ხოლმე. 

      ამიტომ, კიდევ ერთხელ, ამ სიტყვებით მინდა პატივი მივაგო ბავშვს, რომელიც ჯოჯოხეთში მოხვედრას შეგუებული იყო და ვუთხრა – რომ არა, გარდაცვლილი ოჯახისწევრების სულები ნამდვილად არ გიჭვრიტინებენ მასტურბაციისას. და თუ კი – პერვერტები არიან.
      აქვე, თუ უკვე გაიზარდეთ და ლეველ-აფი გინდათ თვითსიამოვნებაში შეგიძლიათ vibe.ge-ს მიაკითხოთ და მაღალი ხარისხის მასაჟორები მოარისერჩოთ 😉

          1. სექსი ყოველთვის ცოტა მაინც მტკივნეულია

        სექსის დროს შ ე ი ძ ლ ე ბ ა იგრძნო ტკივილი, თუმცა თუ ეს რეგულარულად ხდება, დროა ექიმს მიაკითხო. 

        ტკივილს სხვადასხვა მიზეზი აქვს – მათ შორის ფსიქოლოგიური და ფიზიკურიც. მაგალითად, თუ დისკომფორტი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ  სექსუალური აქტისას საკმარისად ვერ სველდები, შეგიძლია უბრალოდ კარგი ხარისხის ლუბრიკანტი დაითრიო და ისე განაგრძო ლაღი ცხოვრება. სხვა შემთხვევაში გახსენებ, რომ ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტი ისედაც 6 თვეში ერთხელ უნდა გქონდეს. გაქ?!

            1. ალკოჰოლი უფრო ‘გხოდავს’

          ალკოჰოლზე ყველას ის ბედნიერი მომენტები გვახსენდება, როცა ენერგიის ქონის ილუზიაში ვვარდებით და გვგონია, რომ კი, ფეხით 5 წუთში ჩავალთ ვაკის პარკიდან ფაბრიკამდე და კი, ფხიზელიც ძალიან სოციალური და მეგობრული ვართ. 

          სინამდვილეში 1. არა და 2. არა. ალკოჰოლი სინამდვილეში დეპრესანტია და მიუხედავად იმისა, რომ მიღებიდან გარკვეული ხნის გამვალობაში თავს ენერგიულად გაგრძნობინებს და სისხლძარღვებში სისხლის სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს… ფაქტები სხვა რამეს მეტყველებს. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება პირიქით, სტრატეგიულ ადგილებზე სისხლის მიწოდებას ზღუდავს, ხოლო მისი ხშირი მიღება, ისევე როგორც სხვადასხვა ნარკოტიკის, ლიბიდოს საგრძნობლად აქვეითებს.

              1. ‘ეჯაკულაცია გარეთ ჰქონდა არ დავორსულდები’

            🙂
            Bet your mama thought that too
            აქვე, გახსოვთ ის დრო, პარლამენტში ძაან მნიშვნელოვან კანონს რომ განიხილავდნენ – ბუსუსებიანი პრეზერვატივების აკრძალვასთან დაკავშირებით?

            საბედნიეროდ არ მიიღეს და პატივი გვაქვს კნოპკებიან ბუსუსიანი პრეზერვატივები კლვავ ვიხილოთ

                1. ორალური სექსით არაფერი არ აგეკიდება კაცო

              გულზე ხელი დაიდეთ და ისე თქვით: არ გქონიათ შემთხვევა, როცა ორალური სექსის მერე უცნაური გამონაყარი შეგიმჩნევიათ და ვერც კი მიმხვდარხართ საიდან მოვიდა? (ბოლო წლებში, რაც სქესობრივი განათლების კუთხით ცნობიერების ამაღლება აქტიურად მიმდინარეობს, საკითხზე გაცილებით მეტი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი) ხო, იმედია ეს შემთხვევა არასდროს გქონიათ და შეგიძლიათ გულიდან ხელიც ჩამოიღოთ.

                  1. მენსტრუაციისას თუ გექნება სექსი არ დაორსულდები. 

                ლეგენდა გვიამბობს, რომ პუტინის დედაც ასე ფიქრობდა, მაგრამ კი უყურებთ არასწორმა წარმოდგენებმა სადამდე მიიყვანა სამყარო. 

                უბრალოდ, დაიცავით თავი, კაი? 🙂პრეზერვატივების ლინკი ჩავაგდე მაღლა

                ამ სატანურ ციფრზე შევწვყეტ ‘90-იანებში დასანგრევი სექსის მითებზე’ რუბრიკას. სატანურ იმიტომ, რომ Gen-Z -ის მაინც გვაბრალებენ სატანისტები ხართო ( ჯერ კიდევ იმდროიდან ჰარი პოტერს რომ ვკითხულობდით) და ბარემ შევიფერებ. 

                ა, გასვლის წინ ერთ მიმს დაგიტოვებთ

                ჩემი თერაპევტი: უბრალოდ გეჩვენება რომ შენი ვიბრატორი შუა თითს გიჩვენებსამ დროს ჩემი ვიბრატორი: