მეტი დრო შენთვის – რატომ არის საკუთარ თავზე ზრუნვა აუცილებელი

რაღაცნაირად ფემინური თვეა ხოლმე მარტი. 

დედის დღემ ჩაიარა,

ქალებისაც მიილია და გზად ზოგს ია, ზოგს თბილი მოლოცვა, ზოგს კი კაცების ნათქვამი ‘ამ დღის აღნიშვნა დიდად არ მიყვარს’ დაგვიტოვა. 

ამ ქალური ელფერის მქონე თვის რისერჩისას,  PSP – ს  ერთ კამპანიას წავაწყდი – მეტი დრო შენთვის   და ორი რელევანტური კითხვაც დაიბადა: 

მაინც რატომ არის საკუთარი თავისთვის დროის დათმობა აუცილებელი და რატომ იწვევს საკუთარ თავზე ზრუნვა ჩვენში სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობას?

რატომ შეირაცხა ‘ნარცისიზმად’ და სხვათა წინაშე უპასუხისმგებლობად ‘me time’ კაცმა არ იცის. 

ჩვენს საზოგადოებაში ქალს რომ ბევრი პასუხისმგებლობა აქვს, ეს GAVIGET. ყოველი მეორე კამპანიაც, ქალების გაძლიერებისკენ რომ უნდა იყოს მიმართული, ამაზე ფოკუსირებს. განსაკუთრებით სარვამარტოდ გადაგვაღეჭინებენ ხოლმე ქალებს საზოგადოების მხრიდან წაყენებულ ხშირად არარეალურ მოთხოვნებს: აი, კარიერისტებიც რომ უნდა ვიყოთ, მაგრამ მეოჯახეებიც, ლამაზებიც მაგრამ თვითმოვლის პროდუქტებსა და სერვისებზე ბევრს რომ არ უნდა ვხარჯავდეთ, ნავარჯიშებიც რომ უნდა ვიყოთ მაგრამ აი, მთლად კუნთიანებიც არა რა. 

ამდენი პასუხისმგებლობის ფონზე, საკუთარ თავზე ზრუნვა გვავიწყდება. სარკეში, შინაგანშიც და გარეგანშიც, უფრო და უფრო იშვიათად ვიხედებით, საკუთარ საჭიროებებს ყურადღებას ვეღარ ვაქცევთ და ბოლოს აღმოვაჩენთ რომ ისე გადავიწვით – ჩვენი მიღწევებით სიამოვნების მიღებაც აღარ შეგვიძლია. 

მაგრამ რაც ყველაზე უარესია – თუ ვინიცობაა და გადავწვყიტეთ, საკუთარი თავისთვის დრო გამოვყოთ, სირცხვილის/დანაშაულის გრძნობა მალევე გვიტევს. ეს სირცხვილი, ძირითადად დასწავლილია და ალბათ, განსაკუთრებით ქალების, უფრო განსაკუთრებით კი დედების  მიერ ყველაზე ხშირად განცდილი გრძნობაა. 

სირცხვილის გრძნობა ძალიან მარტივი აღსაძრავია – მითუმეტეს თუ კონსერვატიული, რიგიდული შეხედულებებისა და ტრადიციების საზოგადოებაში ცხოვრობ, სადაც პირველ რიგში სხვის საქმეებს არჩევენ, და თუ დრო დარჩათ, ‘დირეს’ მერეც არ ეძებენ საკუთარ თვალში. 

შედეგად უცნაურ ლუპში ვეხვევით: 

ყველაფერზე ვზრუნავთ საკუთარი თავის გარდა და როცა ფსიქიკა ამ ფაქტს აუჯანყდება და შედეგად ფიზიკურ თუ მენტალურ გართულებებს ვიღებთ – უკვე სხვებზე ზრუნვისა და პასუხისმგებლობების შესრულების რესურსიც აღარ გაგვაჩნია ხოლმე. 

სინამდვილეში, საკუთარი თავისთვის თ ა ვ ი ს   დ რ ო ზ ე   დროის დათმობა ყველაზე პრაგმატული გადაწყვეტილება: უფრო იაფიცაა, მარტივიც და პირდაპირ აისახება ჩვენს სოციალურ ურთიერთობებზე. 

 

საკუთარი თავისთვის დროის დათმობა ამცირებს სტრესის დონეს

იმის თქმაც კი არ არის საჭირო, რომ სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ სტრესის დონე და მისი აფექტური ზემოქმედება უფრო შემცირებული იყო ქალებში, რომლებიც ‘თვითზრუნვით’ იყვენ დაკავებულები. ვარჯიში, მედიტაცია, ქსოვა, ხატვა, ნებისმიერი ჰობური აქტივობა ამცირებს ნერვული აგზნების დონეს და მეტად რელაქსირებულ მდგომარეობაში გადავყავართ. 

 

საკუთარი თავისთვის დროის დათმობა ზრდის ცხოვრებით კმაყოფილების დონეს 

გახსოვთ ხო, როცა დანაკლისს განვიცდით, როცა საკუთარ თავთან ‘grounding’ – ის 5 წუთიც რომ გვაქს, ძალიან ხშირად სხვების მიმართ რომ ვხდებით აგრესიულები? რაც უფრო ნაკლებ დროს ვუთმობთ საკუთარ თავს მით უფრო მეტია ნეგატიური ემოციის განცდის სიხშირე – შედეგად ცხოვრებით კმაყოფილებას ვერ განვიცდით და ხშირად, სხვებს ვადანაშაულებთ. 

 

საკუთარი თავისთვის დროის დათმობა ზრდის ურთიერთობების ხარისხს 

საკუთარი თავისთვის დროის დათმობა ერთ-ერთი ფუნდამენტალური ნაბიჯია საკუთარი თავის სიყვარულის სასწავლად. საკუთარი თავის სიყვარული კი ხშირად გვეხმარება ჩვენ გარშემომყოფთა მიმართ მეტად ემპათიურები, გამგებიანები ვიყოთ. 

 

საკუთარი თავისთვის დროის დათმობა საშუალებას გვაძლევს გავხდეთ უკეთესი მშობლები

თუმცა ავტომატური აღქმა სულ სხვანაირია – გვგონია დროს, რომელსაც საკუთარ თავს ვუთმობთ, შვილებს ვართმევთ. 

ფულს, რომელსაც საკუთარ თავს ვახარჯავთ – შვილებს ვართმევთ. 

სინამდვილეში ფორმულა ძალიან მარტივია: 

ბედნიერი დედა=ბედნიერი შვილი. 

განსაკუთრებით კი პატარაობაში, როცა დედის ქვეცნობიერი განწყობებისა და ემოციების პირდაპირი გამტარი ხდება ხოლმე ბავშვი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან ‘ჩექინი’. გადამოწმება იმისა, თუ სად ვართ მენტალურად, რას განვიცდით და რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ბავშვს ჯანსაღი გარემო შევუქმნათ. 

 

მეტი დრო შენთვის
იცოდე, რომ ოქეია მარტომ იმოგზაურო

მოგზაურობა დოფამინის, ანუ შენი ბედნიერი განწყობის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. მარტო მოგზაურობა კი – საკუთარი თავის გამოცდის, ‘ამოუცნობში’ შებიჯების ერთ-ერთი საშუალება. ამ დროს გახსენდება, რომ უამრავი როლის გარდა, რომელიც გაქვს, საკუთარი ამბის მთავარი გმირობაც, შენი როლია. 

ოქეია, რომ ბევრი თავის მოვლის პროდუქტი გქონდეს

დილა-საღამოს 8 ეტაპიანი სახის კანის მოვლის რუტინა ნარცისიზმი არ არის. ეს არის სპეციალურად შენთვის გამოყოფილი 15 წუთი, რა დროსაც შენი თავი გახსოვს, შენი თავი გიყვარს, და შენ თავს უვლი. 

ოქეია, შენი თავი დეითზე წაიყვანო

იქ მარტო იჯდე, დღიურში წერო ან უბრალოდ, საკუთარ თავს, სხვა ადამიანების კონტექტისგან თავისუფალმა დააკვირდე. 

ოქეია, რომ საკუთარ თავს ძვირიანი საჩუქარი უყიდო;
ოქეია, რომ ვარჯიშისთვის დრო გამოყო;
ოქეია, რომ უბრალოდ იჯდე და ჭერს უყურო:
და ისიც ოქეია, ძალიან გრძელ ფრჩხილებს 2 საათი იკეთებდე. 

ერთადერთი რაც ოქეი არ არის, საკუთარი თავის დავიწყება და გზად მისი დაკარგვაა.