MEORADEBUE – ანუ ვინტაჟი, როგორც თანამედროვე High Fashion

იცით, პირველად ვინტაჟები პოპულარული როდის გახდა?

1- ლი მსოფლიო ომის შემდეგ.

ტანსაცმლის რაოდენობამ დაიკლო, სხვა გზა არ იყო. 

სამაგიეროდ მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ტექსტილის მასიური წარმოება დაიწყო, ხელმისაწვდომი გახდა და ახლა უკვე ჭარბი რაოდენობით მოგროვდა. 

იმდენად ჭარბი, რომ სამგორში ქექვისას შეიძლება სადღაც 1950 წლით დათარიღებულ გერმანულ ჯარის ფორმას გადააწყდეთ … რომელსაც ალბათ ბევრი ცოდვა ადევს SS ნიშანზე….

 

Anywayyyy

რენდომ ფაქტები გავაგრძელოთ – პირველად ტერმინი ვინტაჟი 1997 წელს გამოიყენაო მეთიუ ადამსმა. ამას მეუბნება the only reliable source of information – ვიკიპედია. 

მეთიუმვე შექმნა პირველი ვინტაჟ საცალო-საბითუმო ბაზრობა Frock me! – ბრიტანეთში.

არ ვიცი, არისტოკრატმა კოლონიალისტებმა როგორ გადაიტანეს სხვისი გამონაცვლის ჩაცმა მაგრამ…

დრო მიდის, ძონძები კი რჩება!

 

Aaanyway

ადამიანები იმდენად ცოტა ხანს ვცოცხლობთ, ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე ღელვის ფუფუნებას ჩვენი ტვინი ხშირად არ გვაძლევს ხოლმე. სხვა ბევრი საშფოთიც აქვს – როგორ უთხრას მარშუტკის მძღოლს გაჩერებაზე გააჩერეო, მაგალითად. 

შემდეგ ბუნებაზე ზრუნვაც და  დნობადი ეკომეგორბული საწრუპების (ცნობილი როგორც ქაღალდის საწრუპი) არჩევაც გვავიწყდება. 

მაგრამ არ იდარდო – შენ თუ ის ადამიანი ხარ, რომელიც H&M – სა და მისთანანის მაგივრად მეორადებში მიდის საშოპინგოდ – ავტომატურად კაი ტიპი გამოდიხარ. არ აქვს მნიშვმნელობა, ამას იმიტომ აკეთებ, რომ მეორადებში უფრო მეტი განძია ვიდრე პირველადებში ( Are you a lady who’s sure all that glitters is gold? ), თუ იმიტომ რომ გააცილებით იაფი ჯდება – ნებით თუ უნებლიედ ბუნებაზე, დედამიწაზე, ხეებსა და კუებზე ზრუნვად გეთვლება. განკითხვის დღეს ბონუს ფოინთად ჩაგითვლიან. იმიტომ, რომ დედამიწა ისედაც ძალიან დამძიმებულია ამდენი ნაგვის (…) თრევით. სწრაფი მოდის ნარჩენები კი რამდენად უფრო ამძიმებენ, ამაზე ამ ბლოგში ვისაუბრეთ და გადახედე. 

ერთი რიგითი (გმირი) მეორადებში მოშოპინგარი ადამიანი წელიწადში ტანსაცმელში 530 ლარს ხარჯავს, მაშინ, როცა სწრაფი მოდის მიმდეავრს ტანსაცმელი საშუალოდ 1320 ლარი უჯდება. აქედან კი დაახლოებით 300-400 ლარისას ყრის. 

 

MEORADEBUE

  • იაფი
  • ხარისხიანი
  • თსლ
  • ცნობიერი

ერთადერთი ჭურჭელს არ რეცხავს, თორემ სხვა ყველაფერია. 

საქართველოს მასშტაბით კი უამრავი ადგილი გვაქვს, სადაც შეიძლება ისეთი ზმანი ააგდო, შენს საყვარელ უცხოელ იუთუბერს რომ აცვია. 

ანუ, აი, ნაღდი ამერიკულები თუ გერმანულები. ჩვენს ილუსტრატორს აცვია ხოლმე ეგეთი ზმანები – dickies, carhart, champions, ის, ეს. 

და ყველაფერს 5-10 ლარში შოულობს. ამისთვის რამდენიმე ადგილს აკითხავს:

 
ვაგზლის მეორადებს 

ვიცი, ვიცი, ორსართულიანები გააძვირეს ლივაის ჯინსს 15 ლარად ვეღარ გაჩითავ, მაგრამ მოდით რა, ალალად ვთქვათ, ლივაის ჯინსია – მეორადიც რომ იყიდო, 50 ლარად, რამდენ ხანს გაქაჩავს იცით?

თუ კარგი მეორადები გინდათ, მაინც ორსართულიანებში შევლას გირჩევდით. 

 
ასევე ვაგზალზე – თამარ მეფის ქუჩაზე. “აი, რონიკოები და აფთიაქები სადაც არის ხოლმე” (კი, ზუსტად ასე ამიხსნეს)

აქ გაცილებით ბიუჯეტურ ფასად შეძლებთ შოპინგს – როგორც ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი გვახარბებდა, კარგი შარვალკოსტიუმი 10 ლარად გააძრო. შეიძლება ქექვა მოგიწიოთ – თუმცა ქექვა მეორადების კულტურის არამატერიალური ძეგლია, ასე რომ must try გამოცდილებაა. 

ვაგზლის მეორადების მაგისტრის ტიტულისთვის, გთხოვთ, ამ ლინკზე გაეცნოთ ვიდეოებსა და ზუსტ მისამართებს 

 
სამგორის მეტრო (კახეთის გზატკეცილი, 14)

ვინაიდან ქალაქის ცენტრს მოვშორდით – ფასებმაც ავტომატურად დაიკლო. სამგორში 3 ლარად შეიძლება კარგი ტოპი დაითრიოთ. 15 ლარად კააარგი კაბა. 20 ლარად კარგი ლივაის ჯინსი. მყინვარწვერზე ასალაშქრი კარგი ქურთუკი. 

სამგორის მეტროშივე, ერთ უგრძეს გვირაბში, რომელიც ზედა სამგორს ქვედასთან აკავშირებს, ფეხსაცმელების რიგი დაგხვდებათ, სადაც ორიგინალებიც ბლომად იყრიან თავს და პატენტი აბიბასებიც. 

სამგორის მეორადების სანახავად აქ გადადით 

 
ღრმაღელე

კიდევ ერთი საქექი ადგილი – წონის მეორადების მშვენება. ადრე მანდ მანტო ვიყიდე 10 ლარად, ძაან კაი. 

ვინაიდან ორიენტაციის უნარი დარღვეული მაქვს, ამიტომ პირდაპირ ტიკტოკის ამ ლინკს ჩავაგდებ და მიხვდებით სად და როგორ უნდა მიხვიდეთ



ჰუმანას მაღაზიები

რომლებიც საქართველოშიც ბლომადაა და მთელ მსოფლიოშიც. მართალია, ესპანური ჰუმანა მირჩევნია, ვიდრე ვაკის, მაგრამ მაინც, ძალიან ბევრი კარგი რამ შემიძენია ძალიან ბიუჯეტურ ფასად. 

ჰუმანას ფბ

 

ვინტაჟებში გავლა, როგორც ახალი აქტივობა

აკვირდებით ხომ, ნელ-ნელა, ტრიუმფალური თაღის, ეიფელის კოშკის, გაუდის სახლების, გადახრილი კოშკებისა და სხვათა სიას, რომელსაც ევროპაში ტრიპში წასვლამდე ვადგენთ ხოლმე, “ვინტაჟებში გავლაც” დაემატა? 

 

პ.ს სიმართლე გითხრათ, პირადად მე შოპინგი ძალიან მეზარება ხოლმე, მათ შორის ქექვაც – რადგან შეიძლება მიხვიდე, 6 საათი ქექო და გეგონოს რომ მხოლოდ 1 საათი გაატარე იქ. 

თან ზოგჯერ რაღაცები იმდენად იაფია, სულ არ გჭირდება, დიდად არც მოგწონს, მაგრამ მაინც ყიდულობ. ლოცვის წიგნის უკან ჩამოწერილ ცოდვათა სიას თუ დავუჯერებთ, ეს სადღაც სიხარბესა და ღორობას შორის გადის, რაც ჩვენი სულისთვის მავნებელია. 

გარემოსთვისაც: მერე რა რომ მეორადი იყიდე ის 5 ლარიანი მაიკა. ცხოვრებაში მაგის ჩამცმელი არ ხარ! 

მაგრამ one step at a time –  სჯობს ისევ მეორადებში ნაყიდი მაიკა არ ჩაიცვა, ვიდრე LC ვაიკიკიდან მოთრეული.