ისტორია ხშირად ძლევამოსილთა მიერ იწერება. თუმცა ისტორია იწერება გარიყულთა, ოპრესირებულთა, მამაცთა მიერაც. და არა მხოლოდ ისტორია.
წინა ბლოგებში ვისაუბრეთ მუსიკაზე, მის თანამედროვე ჟანრებზე, რომლებიც ოპრესიის, გარიყვის, ჩაგვრის წიაღში დაიბადა და იქვე დაბადებულთა უდრეკი, შეუპოვარი, მამაცი, მელანქოლიითა და უსამართობით სავსე თუმცა მაინც ჟღერადი ხმა იყო.
ვისაუბრეთ ენაზეც, რომელიც კაცობრიობის მიერ სხვადასხვა ჯგუფის მიმართ ჩადენილი დანაშაულების წიაღში წარმოიშვა.
დღეს ვისაუბრებთ იმ საზოგადოების ნაწილზე, რომელთა მიმართაც კაცობრიობამ დანაშაული ისტორიის სხვადასხვა დროს ჩავიდინეთ და რომელსაც დღესაც, ნებით თუ უნებლიედ, კვლავ ჩავდივართ.
მხოლოდ დიდი მეფეებს, პრეზიდენტებს, დამპყრობლებსა და რაინდებს არ დაუწერიათ ისტორია.
ისტორია დაწერეს, საზოგადოება ჩამოაყალიბეს და ფორმა მოგვცეს ჯგუფებმა, რომლებიც უსამართლობიდან დაიბადნენ.
პირისაგან მიწისა
აბორიგენი მოსახლეობის გენოციდი – წაშლილი კულტურები
როცდესაც ევროპელი კოლონიზატორები ამერიკაში, ავსტრალიაში და სხვა რეგიონებში ჩავიდნენ, იქ მხოლოდ რელიგია, კულტურა და მეტალის იარაღი არ ჩაუტანიათ. დიდი, ბობოლა ლანგრით იქ გენოციდიც ჩაიტანეს. საუკუნეების განმავლობაში აბორიგენი მოსახლეობა მეთოდურად მოისპო – მათ წაართვეს მიწები, ენა, კულტურა. Trail of Tears, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამის კარგი მაგალითია. 1830 წელს ამერიკის სახელმწიფომ ინდიელთა გადასახლების აქტს მოაწერა ხელი, რომლის ძალითად 60 000 ნეითივ ამერიკელი თავიანთი წინაპრების მიწიწყლიდან გადაასახლეს. გადასახლების დროს ათასობით დაიღუპა, შიმშილით, ავადმყოფობით, თუმცა ამ ისტორიაში ეს ბნელი ლაქა თითქმის მიჩქმალულია.
წართმეული თაობა
ავსტრალიაში “წართმეული თაობა” სისტემური ჩაგვრის კიდევ ერთი მაგალითია. 1910 წლიდან 1970 წლამდე ადგილობრივ ბავშვებს ოჯახებიდან იტაცებდნენ იმისთვის, რომ თეთრკანიანთა საზოგადოებაში ასიმილაცია განეცადათ. მათ წაართვეს იდენტობა, ენა, რადგან მშობლიურ ენაზე საუბარს უკრძალავდნენ და ზრდიდნენ მათივე კულტურის უარყოფაში. ამ კულტურული გენოციდის ტრავმის კვალი არსად წასულა – საზოგადოება, რომელმაც მსგავსი რამ გამოიარა, მუდმივად იმკის ოპრესიის მავნე შედეგებს.
ატლანტის ოკეანის გავლით: მონებით ვაჭრობა
ისტორიაში ცოტაა მსგავსი ბრუტალური და არაადამიანური მომენტი, როგორიც the Atlantic Slave Trade – ანუ 12 მილიონი აფრიკელის შეპყრობა, გაყიდვა და იძულებითი ტრანსპორტაცია ატლანტის ოკეანის გავლით ამერიკაში პლანტაციებსა და თეთრკანიანთა სახლებში სამუშაოდ. მათ სცემდნენ, აუპატიურებდნენ და არაადამიანურ პირობებში ამუშავებდნენ. ისტორიის ამ ბნელი პერიოდის მემკვიდრეობა დღესაც აჩრდილად დაგვყვება კაცობრიობას, განსაკუთრებით ამერიკაში, სადაც მონების შთამომავლები ისევ იბრძვიან სისტემური რასიზმის, ეკონომიკური უთანასწორობისა და რასობრივი ძალადების წინააღმდეგ.
მონობის სისასტიკე ფიზიკური ძალადობის ფარგლებს სცდებოდა. მონობა იყო სრული წაშლა იდენტობისა და ადამიანობის. აფრიკელებს აუკრძალეს თავიანთ ენაზე საუბარი, წაართვეს რელიგია, ტრადიციები, ღირსება.
მონობის გაუქმების შემდეგ, დამოკიდებულებები სწრაფად არ შეცვლილა. ძალადობრივი დამოკიდებულება შავკანიანთა საზოგადოების მიმართ სეგრეგაციაში, მასობრივ დაკავებებში, ჩაქოლვაში გადაიზარდა.
ჰოლოკოსტი
აქ მოყვანილი მაგალითები ახალი არ არის. ისტორიის წიგნებშიც ვისწავლეთ, თუმცა კიდევ ერთხელ ამ სასტიკი ისტორიული მაგალითების გახსენება კაცობრიობის სიბნელეს სულ ახალი სინათლით გვანახებს. 1941 წლიდან 1945 წლამდე 6 მილიოანმდე ებრაელი მოკლეს ნაცისტებმა. ეს არ იყო ომის, სახმედრო დანაშაული. ეს იყო გენოციდი. ებრაელ ხალხს აგროვებდნენ, საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ და გაზის გამერებში ხუთავდნენ. ამ ტრავმამ ებრაელთა კულტურაზე შეუხორცებელი ჭრილობა დატოვა.
თუმცა ჰოლოკოსტის მთავარი სამიზნე ებრაელი ხალხი იყო, ნაცისტური გერმანიის “სიწმინდის გეგმა” ამ საზოგადოების ფარგლებს გასცდა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფები მოიცვა – Roma People ( ჩრდ. ინდოეთიდან მიგრირებული ხალხი, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ნაწილში ცხოვრობდნენ), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, ქვიარ საზოგადოება, პოლიტიკური დისიდენტები. ნაცისტური გერმანიის რეჟიმი მათაც იჭერდა, აწამებდა, ხოცავდა.
LGBTQ+ ინდივიდების ბრძოლა არსებობის უფლებისთვის
ქვიარ საზოგადოება საუკუნეების განმავლობაში იტანდა დევნას. შუასაუკუნეების witch hunt – დან დაწყებული სოდომური კანონით დამთავრებული – რომელიც ერთი და იმავე სქესთა შორის სიყვარულს კრძალავდა, ქვიარ საზოგადოება დევნის მთავარი სამიზნე იყო, მათი დანაშაული კი – არსებობა. ამ დევნამ პიკს 20 საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მიაღწია, როდესაც ნაცისტები გეი კაცებს საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ და ნიშნად ვარდისფერ სამკუთხედს ადებდნენ. ჰომოსექსუალიზმი მიიჩნეოდა როგორც დაავადებად, მორალურ მარცხად, რომელიც უნდა ამოეკვეთათ ადამიანიდან.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც არ გაჩერებულა დევნა. 50-იანებში, Lavender Scare – ის დროს, ასობით დასაქმებული გააგდეს სამსახურიდან გეობის ბრალდებით. ჰომოფობია ინსტიტუციონალიზებული იყო, ქვიარები კი ძალაობის შიშით ცხოვრობდნენ, რომელიც კანონით გამართლებული და წაქეზებული იყო.
1969 წელს Stonewall Riots – ის დროს ქვიარ მოძრაობამ აქტიური ბრძოლა დაიწყო – მათი მთავარი მოტო იყო “აღარ” ( No more). მოძრაობას სათავეში ტრანსგენდერი ქალები Marsha P. Johnson და Sylvia Rivera ედგნენ. ისინი აღუდნგნენ წინ პოლიციის ბრუტალობას და ძალადობრივ დამოკიდებულებას. მათმა გამბედაობამ ბიძგი მისცა გეი უფლებებისთვის ბრძოლას. ეს ბრძოლა, დღესაც გრძელდება.
ქალები
აქ ბევრს არ ვისაუბრებ, ჩვენს ხელთ არსებული ფაქტები ესაა: საუკუნეების განმავლობაში ქალებს არ ჰქონდათ ბაზისური უფლებები: ხმის მიცემის უფლება, საკუთრების ფლობის უფლება, უფლება საკუთარ სხეულზე. ხშირადვე კი მათივე სხეული ხდებოდა მათი დისკრიმინაციის ინსტრუმენტი.
სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით რომ ქალების დისკრიმინაცია და ჩაგვრა არქაული ისტორიაა. სულ ოდნავ აღმოსავლეთით უნდა გავიწიოთ, ჩვენივე ქვეყანაში, ჩაგვრის მაგალითები რომ ოხრად დავინახოთ. დღესაც, ქვეყნის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით არასრულწლოვან ბავშვებს ათხოვებენ, სრულწლოვანებსაც ათხოვებენ მათი ნების წინააღმდეგ, ართმევენ განათლების მიღების, ბავშვობის გამოცდის, ცხოვრებით სიამოვნების მიღების უფლებას.
მარგინალიზებული ჯგუფების ბრძოლა მთელი კაცობრიობის ბრძოლად უნდა ქცეულიყო აქამდე. თუმცა დღესაც, ოცდამეერთე საუკუნის ოცდამეოთხე წელს, განვითარების იმ დონისთვის ვერ მიგვიწევია, რომელსაც საუკუნეების წინ “ჰუმანიზმი” და ჰუმანურობა უწოდეს.
ისტორიამ გვიჩვენა, რომ we have failed us.
სტატია დაფინანსებულია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) გრანტით, რომელიც მხარდაჭერილია გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) მიერ. გამოთქმული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს IWPR-ის ან FCDO-ს მოსაზრებებს.