როგორ შევარჩიოთ სწორი ლუბრიკანტი?

სანამ  კითხვას დაიწყებთ, ვინმეს JUJUTSU KAISEN NANAხი გაქვთ?

იმიტომ რომ ამ წამს აღმოვაჩინე ლუბრიკანტი, რომელსაც NANAMI ჰქვია. 

*აძრობს სტუდენტურ ბარათს* 

 

ANYWAY

 

დიდი ხანია რაც სიტყვა ლუბრიკანტი უზრდელობად აღარ ითვლება. 

(?)

და უბრალოდ იმ ნივთად ჩამოყალიბდა, რომელიც თქვენს არც ისე ‘სმუზ’ სექსუალურ ცხოვრებას უფრო ‘სმუზად’ აქცევს და ნამეტანი ძლიერი ინტერესთა კონფლიქტისგან (ხახუნისგან) დაიცავს. 

არ აქვს მნიშვნელობა, ახალბედა ხარ თუ ძველბედა – დიდი შანსია, რომ  ლუბრიკანტის სწორად არჩევამ ინტიმური ცხოვრება უფრო სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს. 

(თან თუ გავითვალისწინებთ, პროცენტულად რამდენი ქალი განიცდის დისკომფორტს სექსის დროს … და აქედან რამდენს აქვს საერთოდ ორგაზმი ( 🤏🏼) საწოლის გვერდითა ტუმბოში ლუბრიკანტის ქონა, საკმაოდ პრაგმატული გადაწყვეტილებაა). 

 

აღსარება: 

chatGPT-ის ვკითხე, ლუბრიკანტებზე რამე მომიყევი მეთქი და თავის მონოლოგს სათაურად “Slip, Slide, and Glide: Choosing the Perfect Lubricant for a Smoother Ride დაარქვა.” 

თუ აქამდე ვერ მიხვდით, ჩემი გრამატიკული შეცდომებით დაგარწმუნებთ, რომ ეს ბლოგი chatGPT-ის დაწერილი არაა. 

or, is it? 🤔

 

ე.ი, რას ნიშნავს კარგი ხარისხის ლუბრიკანტი?

მომხმარებლის პერსპექტივიდან რომ გითხრათ 

ცუდი ლუბრიკანტის გამოყენებისას დიდი შანსია, ის თქვათ, რასაც თქვენს ყოფილთან სექსის გახსენებისას ფიქრობდით “მეჰ”

კარგი ხარისხის, და თქვენი საჭიროებისთვის შერჩეული ლუბრიკანტი კი სადღაც ‘ვააა’ -დან ‘უყურე შენ’-მდე გათქმევინებთ რამეს. 

მაღალი ხარისხის ლუბრიკანტები, როგორც წესი არ შეიცავს პარაბენებს, გლიცერინს და მძიმე ქიმიურ ნივთიერებებს. 

მაგალითად 

ზოგადად, თუ გინდათ შედარებით ნატურალური პროდუქტი შემადგენლობის დიდხანს კითხვის გარეშე შეარჩიოთ, უბრალოდ ინგრედიენტების რაოდენობას დააკვირდით. 

ბევრი წერია?

შემდეგი! 

კარგი ხარისხის ლუბრიკანტი დიდხანს უნდა ინარჩუნებდეს თავის პირვანდელ მდგომარეობას და მარტივად არ უნდა ხდებოდეს წებოვანი ან აი, ისეთი, მეორედ ხელის შეხება როარ გინდა. 

მნიშვნელოვანია, ო რ ი ვ ე სქესისთვის, რომ თქვენი შერჩეული ლუბრიკანტი pH ბალანს იცავდეს – ანუ მჟავიანობასა და ტუტიანობას შორის ის ოქროსშუალედი ჰქონდეს, რომელიც მე-9 კლასიდან დაწყებული გვესმის, მაგრამ ზუსტად ვერ გავიგეთ რას ნიშნავს ( ორგანიზმში ამ ბალანსის დარღვევა სხვადასხვა ანთებით პროცესს და ჩვენ რომ ‘გაღიზიანებას’ ვეძახით, იმას იწვევს). ასეთი სახის ლუბრიკანტი ვაგინალურ მიკროფლორას დაიცავს ( ანუ, აღნიშნულ ტერიტორიაზე  კარგ ბაქტერიებს არ მოკლავს. კარგი ბაქტერიები კარგია, UNDA DAVICVAT) და აქედან გამომდინარე ინფექციების გაჩენის პრევენციას მოახდენს. 

ა, და თუ ალერგიული ხართ, ცოტათი უფრო მეტად უნდა შეწუხდეთ ლუბრიკანტის არჩევისას. 

არ დაგავიწყდეთ, რომ ზოგიერთი ლუბრიკანტი პრეზერვატივებთან და სექს-სათამაშოებთან ვერ მეგობრობს – აზიანებს მათ, ამიტომ ყოველთვის შეამოწმეთ, შეიძლება კი თქვენი ვიბრრრრრ-ის გამოყენება აღნიშნულ ლუბრიკანტთან? 

თუ მსგავსი ლუბრიკანტი დაგჭირდათ, შეგიძლიათ, vibe.ge-ის მიაკითხოთ 

 

რა ტიპის ლუბრიკანტები გვხვდება ბუნებაში?

ბუნებაში არცერთი, მაგრამ ურბანულ გარემოში შემდეგნაირად იყოფა. 

ლუბრიკანტები წყლის ბაზაზე 

მარტივი მოსაშორებელი, კონდომებთან და სექს-სათამაშოებთან ჩაძმაკაცებული. 

თუმცა შეიძლება სწრაფად გაშრეს და ხშირად დაგჭირდეთ … წასმა? 

ასევე, თუ ცხოვრებაში ახალ გემოებს ეძებთ, შეგიძლიათ არომატული ლუბრიკანტებიც დატესტოთ 😉 

 

ლუბრიკანტი სილიკონის ბაზაზე 

დიდხანს გიძლებთ (თქვენი წელისგან განსხვავებით), წყალში გამოყენებაც შეგიძლიათ, თუმცა უფრო რთული გასაწმენდია და სილიკონის სათამაშოებთან ბალახს ვერ ძოვს … 

 

ზეთის ბაზაზე 

უფრო სქელი, დამატენიანებელი და რორამე სამასაჟოდაც წავა. 

თუმცა დაგილაქავებთ ქსოვილებს და სიმწრით ნაყიდ პრეზერვატივსაც დიდი შანსია რომ გახევს. 

 

ჰიბრიდული 

ანუ, სილიკონისა და წყალზე დაფუძნებული ლუბრიკანტის მეშაფი. დიდხანს ძლებს, მარტივი გასაწმენდია. 

ვაა, ბარემ ამას იყიდით არა? 

არა. სენსიტიურ კანს მარტივად აღიზიანებთ. 

ეგეთი მარტივიც არაა ცხოვრება. 

 

პ.ს ახლაც იტყვით რომ ჩატჟიპიტაურის დაწერილია???!!!