პირველად იყო ლიბიდო – ანუ რა ფაქტორები მოქმედებენ ჩვენს სექს დრაივზე?

ლიბიდო

თუ უფრო ხშირად ნეტფლიქსზე 1000-ჯერ დარივოჩებული სერიალის 1001-ე რივოჩი გირჩევნია საყვარელ ან არასაყვარელ ადამიანთან დროის ახალგამოცვლილ ზეწარზე გატარებას, დიდი შანსია დაბალი ლიბიდოს რეალობის წინაშე იდგეთ. 

მარტო PMS-ს ან მენსტრუაციას და ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას ვეღარ დააბრალებ. 

ლიბიდო – ჩვენებურად დაბალ სექსუალურ ენერგიას ნიშნავს. მაგალითით რომ აგიხსნათ, “ახლა ყ*ე რომ დავინახო ვიკივლებ” © ჩემი მეგობარი, რომელმაც გაუთქმელობის ხელშეკრულება დამადებინა. დასატესტად, ეს დავანახე, და კი, მართლა იკივლა 

დაბალ სექსუალურ ენერგიას თავისი გამომწვევი ფაქტორები აქვს.
ერთ-ერთი ფაქტორი კი შეიძლება უბრალოდ გენეტიკა იყოს და ამაში საგანგაშო არც არაფერია. 

გენეტიკა ჩვენი ჰორმონების დონეზე, ნეიროტრანსმიტერების აქტოვობასა და ზოგადად, ტვინის ფუნქციონირებაზე ახდენს გავლენას – ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ჩვენს სექსუალურ დემპერამენტზე მოქმედებს. მაგალითად, გენეტიკური ფაქტორით შეიძლება განპირობებული იყოს ტესტოსტერონისა და ესტროგენის დონე და შესაბამისად სექსუალური ენერგიაც. 

გენეტიკური ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული მიდრეკილება დეპრესიისა და შფოთვისკენ და უკვე ამ მდგომარეობებმა მოახდინოს ლიბიდოს დონეზე გავლენა. 

მაგრამ, ჩვენი საყვარელი საქმიანობით დავიწყოთ და მთავარი დამნაშავე ჯერ ჩვენს გარეთ ვიპოვოთ 😉 

 

სტრესი 

ანუ რიგითი ქართველის ერთი ჩვეულებრივი დღე.
სამსახური, სადაც 5 ადამიანის საქმეს ითავსებ

ოჯახი, რომელთან ერთადაც ცხოვრობ რადგან ქირა ძვირია და ბინას იმ სამსახურის ხელფასით სადაც 5 ადამიანის საქმეს ითავსებ ვერ იყიდი, 

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური სოციალური მდგომარეობა

მაღვიძარას ხმა

შედეგად ჩვენს სხეულს ერთადერთი გამოსავალი რჩება: გამოყოს სტრესის ჰორმონი – კორტიზოლი და შენი სექს დრაივიც ჩაფუშოს. ამ სტრესის ფონზე ორგანიზმს ზევიდან სექსიც რომ მოსთხოვო, დაახლოებით ასეთ რამეს გიპასუხებს: “გააჯვი”.  

ამიტომ, უმჯობესია კორტიზოლის რეგულაციაზე იფიქრო. მედიტაცია, იოგა, ქსოვა, ხატვა – ნებისმიერი ჰობი, რომელიც შენს ტვინს სტრესიდან დისტრესზე გადართავს. 

 

უძილობა

ან უბრალოდ ცუდი ძილის გრაფიკი, გამთენიისას დაძინება, შუადღეს გაღვიძება. allnighters. ლიბიდოს გარდა უძილობა  სხვა ბევრ რამეზეც მოქმედებს, ასე რომ სანამ დაშლილხარ იცოდე. 

რჩევა: დაძინებამდე ტელეფონის ან led – განათების ყურება ტვინს სიგნალს მისცემს, რომ დღეა. შესაბამისად ძილის ჰორმონების ნაცვლად ღვიძილის ჰორმონები დაიწყებს გამოყოფას და მეორე დღეს ბოსს მისწერ სამსახურში მაგვიანდებაო. 

ასე რომ, გეყოს ტიკტოკის სქროლვა. 

 

კვება

🚫 ულტრადამუშავებული საკვები (ჯანქები), ბევრი შაქარი (მათ შორის ყავაში, ნამცხვარში)

👍ხილი, ბოსტნეული, ვიტამინებით, მინერალებით, პრობიოტიკებით მდიდარი საკვები

ისე, ამბობენ რომ შავი შოკოლადი აფროდიატიაო (?) … 

 

ჰორმონალური დისბალანსი

თუ მენსტრუალური ციკლი დარღვეულია, ეს იმას ნიშნავს რომ ჰორმონებიც მთლად დალაგებული არ გაქვს. დაულაგებელი ჰორმონები კი ავტომატურად მოქმედებს ჩვენი ცხოველქმედების ერთ-ერთ მთავარ გამოვლინებაზე – გამრავლების სურვილზე (უცებ მეგონა შთა-ს დავალებას ვწერდი). 

ჰო, ჰორმონალური დისბალანსის დროს ვერაფერს გირჩევთ, გარდა ექიმთან ვიზისტისა, რომელთანაც ისედაც წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მიდიოდეთ. 

 

მედიკამენტები

ანტიდეპრესანტები, წნევის წამლები (რომლებიც იმედია ჯერ არ გჭირდება, მაგრამ ამ ეკონომიკის პირობებში, who knows), ჩასახვის საწინააღმდეგო აბები. 

იმედია ამ სიაში ნიმესილი არ შედის, რადგან ასე 4-5 კაცი მენსტრუალური ტკივილის დროს მხოლოდ მასზე ვზივართ ( DO NOT RECOMMEND ) 

 

ურთიერთობები

თუ შენს ტოქსიკურ ყოფილთან ურთიერთობისას ერთადერთი რასაც განიცდიდი მუცლის გვრემა იყო, იცოდე რომ ურთიერთობის დინამიკა ლიბიდოს დონეზე მართლა მოქმედებს. 

რატომ? 

იმიტომ, რომ შენი ყოფილი სტრესორი იყო.

 

მენტალური ჯანმრთელობა

Final Boss-თან მოვედით. 

ვისაც დეპრესია გამოგიცდიათ, ალბათ დამეთანმხებით რომ ერთადერთი რაც გინდა დივანზე წოლაა. 

იგივე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს შფოთვასაც ან ნებისმიერ მდგომარეობას, რომელსაც მაინცდამაინც მანიაკალური ეპიზოდები არ ახასიათებს. 

 

გეტყოდი, თუ ამ კატეგორიას განეკუთვნები, თერაპიაზე წადითქო, მაგრამმმ ძვირია თერაპია … 

 

დაბალ ლიბიდოსთან გასამკლავებელ თიფებს შემდეგ ბლოგში მოგცემთ. 

უფასოდ.