
რა?
ევროპის ყველაზე მასშტაბური ლიბერალური ღონისძიება უკვე მეთორმეტედ, საქართველოს ესტუმრება!
LibertyCon Europe 19-21 აპრილს თბილისში გაიმართება და 800 -მდე ადამიანს და 50-მდე ადგილობრივ ორგანიზაციას უმასპინძლებს.
LibertyCon – ის ორგანიზატორი “Students For Liberty” – ია, ანუ ყველაზე დიდი სტუდენტური ლიბერალური ორგანიზაცია მსოფლიოში.
სად? & როდის?
LibertyCon Europe Stamba Hotel Rooftop-ზე 19 აპრილს დაიწება.
20 აპრილს კონფერენცია ჩატარდება Factory Tbilisi-ში და ამავე ლოკაციაზე საშუალება გექნებათ სხვადასხვა პროდასავლური ორგანიზაციის გამოფენაც მოათვალიეროთ.
21 აპრილს, LoveBar-ში, კონფერენცია უკვე ფესტივალად ტრანფორმირდება, სადაც მოეწყობა დისკუსიები, კინოჩვენებები, გამოფენა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიება.
ღონისძიების სპიკერებს შორის იქნებიან: ევგენია კარა-მურზა, ლეშეკ ბალცეროვიჩი, დევიდ ფრიდმანი, დარონ აჯემოღლუ, ტომ პალმერი, დენის პორტერი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ეკატერინა კოტრიკაძე, გია ნოდია, ფადი ასლი, ნიკო ნერგაძე, ბექა ყორშია, ლევან ღამბაშიძე, ჯიმშერ რეხვიაშვილი, ნინო დოლიძე, ეკა გიგაური, თამარ კინწურაშვილი, ელენე ხოშტარია, პაატა გაფრინდაშვილი, ლევან წულაძე, ივერი მელაშვილი, შოთა დიღმელაშვილი, თამარ აქსანდერი, ა.შ.
სპიკერების ძალიან საჭირო საკითხებზე ისაუბრებენ: საქართველოს ევროინტეგრაცია, თავისუფალი ბაზარი, ბრძოლა რუსულ ავტორიტარიზმთან, ტექნოლოგიები, აქტივიზმი, ადამიანის უფლებები საქართველოში, მედიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ა.შ
ანუ ყველაფერზე, რაც, ბოლოდროინდელ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემებია ჩვენთვის.
რატომ?
იმიტომ, რომ LibertyCon ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოში პროდასავლური ორგანიზაციების ხელის შეწყობაა ევროინტეგრაციის გზაზე და რა თქმა უნდა, 2024 წლის არჩევნებში. რაც, როგორც იცით, DZALIAN GVCHIRDEBA.
გარდა იმისა, რომ ღონისძიებაზე საინტერესო ხალხის მოსმენას, ახალი ინსაიტების დაჭერას, მოვლენების ახალი პერსპექტივებით აღქმას შეძლებ – ასევე გეძლევა შანსი ნეთვორქინგ წრეც გაიფართოვო – ხომ გახსოვს, LibertyCon საერთაშორისო ივენთია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს მასპინძლობს ხოლმე.
მოკლედ, აბა, შენ იცი! თუ უფრო მეტი დეტალი გაინტერესებს და რეგისტრაცია გინდა, აქ დააკლიკე